კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"
"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"

ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ამა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ-ლა­ბო­რანტ ლია ვა­რაზს (ვა­რა­ზაშ­ვი­ლი) ვთხო­ვეთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, დღეს იმ­დენს ლა­პა­რა­კო­ბენ ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის პრობ­ლე­მებ­ზე, ძნე­ლია მიხ­ვდე, სად მთავ­რდე­ბა ჭორი და იწყე­ბა სი­მარ­თლე. თქვენ ოც­და­ათ წელ­ზე მე­ტია, ამ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობთ და სხვებ­ზე უკეთ ხე­დავთ ონ­კო­ლო­გი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შუქ-ჩრდი­ლებს...

- ღვა­მი­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი იყო სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის 100 პრო­ცენტს სა­ხელ­მწი­ფო ფლობ­და.

2010 წლის ბო­ლოს კერ­ძო ინ­ვეს­ტორ­მა, კა­ნა­დურ­მა კომ­პა­ნია "პე­გა­სუს­მა", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩა­ლის ფა­სად, სამ მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­და ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია. "პე­გა­სუსს" 20 მლნ დო­ლა­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა 30 თვე­ში, ანუ 2013 წლის მა­ი­სამ­დე. თუმ­ცა იქ გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ფე­რია - მთე­ლი შე­ნო­ბა გა­მო­შიგ­ნეს, მხო­ლოდ კარ-ფან­ჯა­რაა ჩას­მუ­ლი, გა­რე­დან რომ თვა­ლი მო­ა­ტყუ­ოს. პერ­სო­ნა­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბი კი ერთ ფლი­გელ­ში გა­დაგ­ვის­რო­ლეს.

- თქვენ კა­ნა­დუ­რი კომ­პა­ნია ახ­სე­ნეთ, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ცენ­ტრი ჩი­ნე­ლებს გა­და­ე­ცათ.

- დიახ, ეს კა­ნა­დე­ლი ჩი­ნე­ლე­ბის მიერ კა­ნა­და­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე მა­სა­ლა ამ ფირ­მის შე­სა­ხებ. იქ წე­რია, რომ "პე­გა­სუსს" კა­ნა­დის სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ აქვს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა. იქვე უფა­სო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რია მი­თი­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო ასეთ­მა სა­ეჭ­ვო ინ­ვეს­ტო­რებ­მა ჩა­იგ­დეს ხელ­ში. "პე­გა­სუსს" სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ უარი გა­ნუ­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე "დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არა­ლე­გა­ლი­ზე­ბის გამო". ღვა­მი­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ცხ­ადდა და და­ი­წყო მისი ლიკ­ვი­და­ცია, სა­მა­გი­ე­როდ და­ფუძნ­და ახა­ლი კლი­ნი­კა, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი", სა­დაც ნა­ცე­ბის ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა იუ­რი­დი­ულ პი­რად და­ამ­ტკი­ცეს მათი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ გა­გუა და მას­თან გა­ა­ფორ­მეს მარ­თვის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­ნო­ბი­სა და აპა­რა­ტუ­რის იჯა­რით გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი პრო­ფე­სო­რი გა­გუა წე­რილს წე­რილ­ზე გზავ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სა­ხელ­ზე, ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ასე ბა­ტონ­მა გა­გუ­ამ?

- ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრი ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვი დი­რექ­ტო­რის ხელ­ში მო­აქ­ცი­ეს, იქი­დან ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ე­ტა­ნათ, რისი გა­ტა­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­კოტ­რეს კლი­ნი­კა. გა­ტა­ნი­ლია მთე­ლი აპა­რა­ტუ­რა. ახლა გა­გუ­ას სურს, გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი კლი­ნიკა ისევ სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­უ­ლო­ცოს. ვფიქ­რობ, გა­გუ­აც ამ რე­ჟი­მის მსხვერ­პლია...

- აპა­რა­ტუ­რა კლი­ნი­კი­დან ვინ ან რო­გორ გა­ი­ტა­ნა?

- ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტომ თა­ვის დრო­ზე ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრს აჩუ­ქა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის აპა­რა­ტი, ე.წ. ხა­ზო­ვა­ნი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კას "გა­და­უ­ლო­ცეს". მარ­თა­ლია, ჩვენ­თან დარ­ჩა ჩე­ხუ­რი აპა­რა­ტი, მაგ­რამ ის მას ხა­რის­ხით ჩა­მორ­ჩე­ბა. გარ­და ამი­სა, პი­რა­დად მე, ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დახ­მა­რე­ბით აღ­ვად­გი­ნე ატო­მურ-ადსორბცი­უ­ლი სპექტრპო­ფო­ტო­მეტ­რი, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ არ სა­ჭი­რო­ებ­და ყო­ველ­დღი­უ­რად რე­აქ­ტი­ვე­ბის ხარ­ჯვას, გა­ცი­ლე­ბით ეკო­ნო­მი­უ­რი იყო. როცა ინ­ვეს­ტორ­მა შე­ნო­ბა­ში რე­მონ­ტი და­ი­წყო, ეს აპა­რა­ტი ჩვენ­თვის გა­მო­ყო­ფილ ფლი­გელ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ რად­გან გა­ბა­რი­ტე­ბის გამო დიდი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბო­და, სა­ცავ­ში შე­ვი­ნა­ხეთ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში აპა­რა­ტი გაქ­რა, არა­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია უზარ­მა­ზა­რი აპა­რა­ტი, რომ­ლის ად­გი­ლი­დან დაძ­ვრას 4-5 კაცი სჭირ­დე­ბა, ვი­დე­ოთ­ვა­ლი­თა და დაც­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გამ­ქრა­ლი­ყო. მთე­ლი დი­რექ­ცია ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ ამა­ოდ, ხან მის ჩა­მო­წე­რას შე­ე­ცად­ნენ, ხა­ნაც ქურ­დო­ბის დაბ­რა­ლე­ბას ინ­ვეს­ტორ­ზე, მარ­თა­ლია, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ, თუმ­ცა საქ­მე დღემ­დე ძი­ე­ბა­შია. ვფიქ­რობ, იგი გა­ყი­დეს და ფული მი­ით­ვი­სეს. ამას, რა­საკ­ვრი­ვე­ლია, რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვერ გა­ა­კე­თებ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გაძ­ვირ­და...

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლი­ზებ­ზე, ანუ იმა­ზე, რაც ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­შია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გაძ­ვირ­და, თა­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრო­პორ­ცი­ით - 200-250%-ით. მა­გა­ლი­თად, თუ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა ღირ­და 15 ლარი, გახ­და - 35. B, C ჰე­პა­ტი­ტის, შიდსი­სა და ვა­სერ­მა­ნის ანა­ლი­ზი - 9 ლარი ღირ­და, გახ­და - 15. მით უმე­ტეს, ეს ანა­ლი­ზე­ბი ონ­კო­ლო­გი­ის პრო­ფი­ლი არ არის და ასე­თი ღრმა გა­მოკ­ვლე­ვა პა­ცი­ენ­ტებს არ სჭირ­დე­ბათ. ეს კი­დევ არა­ფე­რი, პა­ცი­ენ­ტებს არარ­სე­ბულ ანა­ლიზ­ში ახ­დე­ვი­ნებ­დნენ ფულს. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის თან მაქვს უამ­რა­ვი ქვი­თა­რი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თზე ჩა­მო­წე­რი­ლი სა­ჭი­რო ანა­ლი­ზე­ბი­დან მე­ო­რე, ანუ A-24 - ნარ­ჩე­ნი აზო­ტის გან­სა­ზღვრა, რა­შიც პა­ცი­ენ­ტი 9 ლარს იხ­დის, არ კეთ­დე­ბა, ის თა­ვის­თა­ვად შე­დის A-39 შარ­დო­ვა­ნას (აზო­ტი) გან­სა­ზღვრა­ში, რაც 10 ლარი ღირს, ანუ პა­ცი­ენტს (და დღე­ში რამ­დენს!) ზედ­მე­ტად ახ­დე­ვი­ნე­ბენ 9 ლარს (სხვა შემ­თხვე­ვებ­ში კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია). სად მი­დის ეს ფული, ალ­ბათ, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის...

- თა­ნამ­შრომ­ლებს რო­გო­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა გაქვთ? მით უმე­ტეს, რო­გორც თქვე­ნი ნა­ამ­ბო­ბი­დან ჩანს, მძი­მე პი­რო­ბებ­ში გი­წევთ მუ­შა­ო­ბა...

- ჩემი აზ­რით, ამას ტრე­ფი­კინ­გი ჰქვია და არა ღირ­სე­უ­ლი შრო­მა. ვმუ­შა­ობთ ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე. ძვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით კი ჩვე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა ნარ­დობ­რი­ვია, ანუ გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ეს პი­რო­ბა ერთხე­ლაც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. 2-3-ჯერ ნაკ­ლებ ხელ­ფასს ვი­ღებთ, ვიდ­რე გვე­კუთ­ვნის. გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­თა­ნა­ვე კი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ნი­აღ­ვა­რი მო­დის.

- გა­მო­სა­ვალს ხე­დავთ?

- რო­გორც ექი­მი და მეც­ნი­ე­რი, მი­ვიჩ­ნევ, რომ პა­ცი­ენ­ტის, აგ­რეთ­ვე ჩვე­ნი, ანუ და­ქი­რა­ვე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პირს არ უნდა ჰქონ­დეს ბერ­კე­ტი, რომ "არა­სა­სურ­ვე­ლი კო­ლე­გა" დაბ­ლო­კოს (რაც პი­რა­დად ჩემ მი­მართ ხდე­ბა), მისი სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ა­სა­მა­როს, პა­ცი­ენ­ტი, ანუ ისე­დაც გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი მო­ა­ტყუ­ოს.

- არ შე­მიძ­ლია თქვენ ბა­ბუ­ის, წლე­ბის წინ ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წარ­დგე­ნი­ლი ვა­სილ ვა­რა­ზის შე­სა­ხებ არ გკი­თხოთ...

- ვა­სილ ვა­რა­ზი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ბი­ო­ქი­მი­ის კა­თედ­რას. დღეს ეს დე­პარ­ტა­მენ­ტი მისი სა­ხე­ლო­ბი­საა. ამ­დე­ნად, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნიც ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. იგი ბა­ბუ­ა­ჩე­მის, ივა­ნე ვა­რა­ზის ძმა გახ­ლდათ. ივა­ნე ვა­რა­ზი კო­მუ­ნის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა სამ­შობ­ლო­დან გა­ა­ძე­ვა, იგი ირან­ში გარ­და­იც­ვა­ლა და თე­ი­რან­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

ნატა ენუ­ქი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"

"ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს არარსებულ ანალიზებში ახდევინებდნენ ფულს"

ონკოლოგიურ საავადმყოფოსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი მეცნიერებათა დოქტორს, ამავე საავადმყოფოს ექიმ-ლაბორანტ ლია ვარაზს (ვარაზაშვილი) ვთხოვეთ:

- ქალბატონო ლია, დღეს იმდენს ლაპარაკობენ ონკოლოგიის ცენტრის პრობლემებზე, ძნელია მიხვდე, სად მთავრდება ჭორი და იწყება სიმართლე. თქვენ ოცდაათ წელზე მეტია, ამ კლინიკაში მუშაობთ და სხვებზე უკეთ ხედავთ ონკოლოგიური საავადმყოფოს შუქ-ჩრდილებს...

- ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი იყო სააქციო საზოგადოება, რომლის აქციების 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობდა.

2010 წლის ბოლოს კერძო ინვესტორმა, კანადურმა კომპანია "პეგასუსმა", შეიძლება ითქვას, ჩალის ფასად, სამ მილიონ დოლარად იყიდა ონკოლოგიის ცენტრის კუთვნილი შენობა-ნაგებობები და უზარმაზარი ტერიტორია. "პეგასუსს" 20 მლნ დოლარის საინვესტიციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა 30 თვეში, ანუ 2013 წლის მაისამდე. თუმცა იქ გაკეთებული არაფერია - მთელი შენობა გამოშიგნეს, მხოლოდ კარ-ფანჯარაა ჩასმული, გარედან რომ თვალი მოატყუოს. პერსონალი და პაციენტები კი ერთ ფლიგელში გადაგვისროლეს.

- თქვენ კანადური კომპანია ახსენეთ, მაგრამ ამბობენ, რომ ცენტრი ჩინელებს გადაეცათ.

- დიახ, ეს კანადელი ჩინელების მიერ კანადაში რეგისტრირებული კომპანიაა, ინტერნეტში მოვიძიე მასალა ამ ფირმის შესახებ. იქ წერია, რომ "პეგასუსს" კანადის სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ აქვს საინვესტიციო საქმიანობის უფლება. იქვე უფასო ტელეფონის ნომერია მითითებული. თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას თითქმის ყველა სფერო ასეთმა საეჭვო ინვესტორებმა ჩაიგდეს ხელში. "პეგასუსს" საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განუცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირებაზე "დოკუმენტაციის არალეგალიზების გამო". ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გაკოტრებულად გამოცხ­ადდა და დაიწყო მისი ლიკვიდაცია, სამაგიეროდ დაფუძნდა ახალი კლინიკა, შპს "საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი", სადაც ნაცების ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა იურიდიულ პირად დაამტკიცეს მათი ნდობით აღჭურვილი პირი, პროფესორი რევაზ გაგუა და მასთან გააფორმეს მართვის პრივატიზაციის ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობისთვის აუცილებელი შენობისა და აპარატურის იჯარით გადაცემის თაობაზე.

"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი პროფესორი გაგუა წერილს წერილზე გზავნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის სახელზე, ონკოლოგიის ცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.

- რატომ გადაწყვიტა ასე ბატონმა გაგუამ?

- ნაციონალებმა ონკოლოგიის ცენტრი ადვილად სამართავი დირექტორის ხელში მოაქციეს, იქიდან ყველაფერი რომ გაეტანათ, რისი გატანაც შეიძლებოდა. მიზანმიმართულად გააკოტრეს კლინიკა. გატანილია მთელი აპარატურა. ახლა გაგუას სურს, გაპარტახებული კლი­ნიკა ისევ სახელმწიფოს გადაულოცოს. ვფიქრობ, გაგუაც ამ რეჟიმის მსხვერპლია...

- აპარატურა კლინიკიდან ვინ ან როგორ გაიტანა?

- ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თავის დროზე ონკოლოგიის ცენტრს აჩუქა სხივური თერაპიის აპარატი, ე.წ. ხაზოვანი ამაჩქარებელი, რომელიც ერთ-ერთ კერძო კლინიკას "გადაულოცეს". მართალია, ჩვენთან დარჩა ჩეხური აპარატი, მაგრამ ის მას ხარისხით ჩამორჩება. გარდა ამისა, პირადად მე, ფიზიკის ინსტიტუტის დახმარებით აღვადგინე ატომურ-ადსორბციული სპექტრპოფოტომეტრი, რომლის უპირატესობა არის ის, რომ არ საჭიროებდა ყოველდღიურად რეაქტივების ხარჯვას, გაცილებით ეკონომიური იყო. როცა ინვესტორმა შენობაში რემონტი დაიწყო, ეს აპარატი ჩვენთვის გამოყოფილ ფლიგელში გადმოვიტანე, მაგრამ რადგან გაბარიტების გამო დიდი ადგილი სჭირდებოდა, საცავში შევინახეთ. რამდენიმე დღეში აპარატი გაქრა, არადა, შეუძლებელია უზარმაზარი აპარატი, რომლის ადგილიდან დაძვრას 4-5 კაცი სჭირდება, ვიდეოთვალითა და დაცვით აღჭურვილი ტერიტორიიდან გამქრალიყო. მთელი დირექცია ფეხზე დავაყენე, მაგრამ ამაოდ, ხან მის ჩამოწერას შეეცადნენ, ხანაც ქურდობის დაბრალებას ინვესტორზე, მართალია, არაფერი გამოუვიდათ, თუმცა საქმე დღემდე ძიებაშია. ვფიქრობ, იგი გაყიდეს და ფული მიითვისეს. ამას, რასაკვრიველია, რიგითი თანამშრომელი ვერ გააკეთებდა.

- ამბობენ, რომ თქვენს კლინიკაში მკურნალობა გაძვირდა...

- შემიძლია გითხრათ ლაბორატორიულ ანალიზებზე, ანუ იმაზე, რაც ჩემს კომპეტენციაშია. რასაკვირველია, გაძვირდა, თანაც წარმოუდგენელი პროპორციით - 200-250%-ით. მაგალითად, თუ კოაგულოგრამა ღირდა 15 ლარი, გახდა - 35. B, C ჰეპატიტის, შიდსისა და ვასერმანის ანალიზი - 9 ლარი ღირდა, გახდა - 15. მით უმეტეს, ეს ანალიზები ონკოლოგიის პროფილი არ არის და ასეთი ღრმა გამოკვლევა პაციენტებს არ სჭირდებათ. ეს კიდევ არაფერი, პაციენტებს არარსებულ ანალიზში ახდევინებდნენ ფულს. თვალსაჩინოებისთვის თან მაქვს უამრავი ქვითარი. მაგალითად, ერთ-ერთზე ჩამოწერილი საჭირო ანალიზებიდან მეორე, ანუ A-24 - ნარჩენი აზოტის განსაზღვრა, რაშიც პაციენტი 9 ლარს იხდის, არ კეთდება, ის თავისთავად შედის A-39 შარდოვანას (აზოტი) განსაზღვრაში, რაც 10 ლარი ღირს, ანუ პაციენტს (და დღეში რამდენს!) ზედმეტად ახდევინებენ 9 ლარს (სხვა შემთხვევებში კომბინაციები განსხვავებულია). სად მიდის ეს ფული, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის...

- თანამშრომლებს როგორი ანაზღაურება გაქვთ? მით უმეტეს, როგორც თქვენი ნაამბობიდან ჩანს, მძიმე პირობებში გიწევთ მუშაობა...

- ჩემი აზრით, ამას ტრეფიკინგი ჰქვია და არა ღირსეული შრომა. ვმუშაობთ ახალი ხელშეკრულების გარეშე. ძველი ხელშეკრულებით კი ჩვენი ანაზღაურება ნარდობრივია, ანუ გამომუშავების მიხედვით, თუმცა ეს პირობა ერთხელაც არ შესრულებულა. 2-3-ჯერ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ვიდრე გვეკუთვნის. გაპროტესტებისთანავე კი ხელმძღვანელობის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის.

- გამოსავალს ხედავთ?

- როგორც ექიმი და მეცნიერი, მივიჩნევ, რომ პაციენტის, აგრეთვე ჩვენი, ანუ დაქირავებულთა უფლებები სახელმწიფომ უნდა დაიცვას. თანამდებობაზე მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ "არასასურველი კოლეგა" დაბლოკოს (რაც პირადად ჩემ მიმართ ხდება), მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაასამაროს, პაციენტი, ანუ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანი მოატყუოს.

- არ შემიძლია თქვენ ბაბუის, წლების წინ ნობელის პრემიაზე წარდგენილი ვასილ ვარაზის შესახებ არ გკითხოთ...

- ვასილ ვარაზი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრას. დღეს ეს დეპარტამენტი მისი სახელობისაა. ამდენად, ჩემი პროფესიული არჩევანიც ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. იგი ბაბუაჩემის, ივანე ვარაზის ძმა გახლდათ. ივანე ვარაზი კომუნისტურმა რეჟიმმა სამშობლოდან გააძევა, იგი ირანში გარდაიცვალა და თეირანშია დაკრძალული.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"