ციხის ყოფილ თანამშრომელსა და სკანდალური კადრების ავტორს, ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმრები წერილებს უგზავნიან, სადაც მის მიერ პატიმართა წამებისა და ცემის ფაქტების შესახებ საუბრობენ.
წერილების სკანირებული ვერსიები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა. მათი ავტორები რუსთავის მეექვსე საპყრობილის პატიმარი თამაზ რასოიანი და გეგუთის მეთოთხმეტე დაწესებულების პატიმრები, ძმები დავით და გიორგი მამულაშვილები არიან.