მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე

ჩვე­ნი გუნ­დის სურ­ვი­ლია, პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­დეს სა­მა­გა­ლი­თო მო­ქა­ლა­ქე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ელ­თა ეთი­კის კო­დექ­სის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ კო­დექსში შე­სუ­ლი ნორ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ "მი­ვი­ღოთ გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი სის­ტე­მა და ახა­ლი პო­ლი­ცია".

"სამ­წუ­ხა­როდ, რე­ფორ­მა რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2004 წელს და­ი­წყო, არ იყო ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ჩემი და­ვა­ლე­ბით, რე­ფორ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ლად შექ­მნილ­მა სა­ა­გენ­ტომ შე­ი­მუ­შა­ვა 2013 წლის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­რა­ტე­გია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მთელ რიგ რე­ფორ­მებს სა­მი­ნის­ტროს­თვის. ეთი­კის კო­დექ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა და პრე­ზენ­ტა­ცი­აც იმის და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ ჩვენ არ ვჩერ­დე­ბით, ესაა კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ჩვე­ნი გუნ­დის სურ­ვი­ლია, პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­დეს სა­მა­გა­ლი­თო მო­ქა­ლა­ქე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით კო­დექსში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ დრომ­დე ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ თე­მა­ზე - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი.

"იმას, თუ რამ­დე­ნად და­ი­ცა­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, გა­ა­კონ­ტრო­ლებს ჩვე­ნი შიდა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ჩემი ბრძა­ნე­ბით გაძ­ლი­ერ­და და და­ახ­ლო­ე­ბით 50 კა­ცი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თუ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი ამა თუ მო­ქა­ლა­ქის მი­მართ უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, ჩვენ გვექ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­ჯე­ლი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ახა­ლი ეთი­კის კო­დექ­სის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო "რე­დი­ოსნ­ში" დღეს გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე

ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ კოდექსში შესული ნორმების ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, რომ "მივიღოთ გაჯანსაღებული სისტემა და ახალი პოლიცია".

"სამწუხაროდ, რეფორმა რომელიც წინა ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო, არ იყო ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული. ჩემი დავალებით, რეფორმებისა და განვითარების ახლად შექმნილმა სააგენტომ შეიმუშავა 2013 წლის განვითარების სტარატეგია, რომელიც მოიცავს მთელ რიგ რეფორმებს სამინისტროსთვის. ეთიკის კოდექსის შემუშავება და პრეზენტაციაც იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ესაა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით კოდექსში მთავარი აქცენტი ქართული საზოგადოებისთვის ამ დრომდე ყველაზე სენსიტიურ თემაზე - ადამიანის უფლებებზეა გაკეთებული.

"იმას, თუ რამდენად დაიცავენ პოლიციელები ადამიანის უფლებებს, გააკონტროლებს ჩვენი შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც ჩემი ბრძანებით გაძლიერდა და დაახლოებით 50 კაცითაა წარმოდგენილი. თუ ექნება ადგილი ამა თუ მოქალაქის მიმართ უფლებების დარღვევას, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება დაწყებული დისციპლინური სასჯელიდან, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია სასტუმრო "რედიოსნში" დღეს გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ