კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი უფლებადამცველები ქართველ პოლიტპატიმრებს გათავისუფლებას ულოცავენ
რუსი უფლებადამცველები ქართველ პოლიტპატიმრებს გათავისუფლებას ულოცავენ

რუსი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ქარ­თვე­ლო პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­რე­შე აღ­სრულ­და! 2013 წლის 13 იან­ვარს 190 ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა! სა­ქარ­თვე­ლო გახ­და პირ­ვე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც აღი­ა­რა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა და უარი გა­ნა­ცხა­და მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის უფ­ლე­ბა­ზე! ეს მხო­ლოდ იმის გამო გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­ამ მი­აღ­წია მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას და ამის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას. ჩვენ ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი (ამ ქვეყ­ნის სს კო­დექსში შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის ფორ­მა­ლუ­რად არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად), არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად.

ბოლო წლებ­ში ჩვენ ამას არა­ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ­დით სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რუ­სეთ­შიც და სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სად­გმე­ლი დარ­ჩა ბოლო ნა­ბი­ჯი: პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ეს უნდა გახ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის აქტი!

რუ­სეთ­ში ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ წინ დიდი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე და მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ­დე. მაგ­რამ ამის­თვის რუ­სეთს, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, სჭირ­დე­ბა ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ვუ­ლო­ცავთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ქარ­თველ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გო­ნი­ე­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ჰუ­მა­ნიზ­მის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ლუდ­მი­ლა ალექ­სე­ე­ვა, სერ­გეი კო­ვა­ლი­ო­ვი, ალექ­სი სი­მო­ნო­ვი, იური რი­ჟო­ვი და ერნსტ ჩორ­ნი აწე­რენ ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რუსი უფლებადამცველები ქართველ პოლიტპატიმრებს გათავისუფლებას ულოცავენ

რუსი უფლებადამცველები ქართველ პოლიტპატიმრებს გათავისუფლებას ულოცავენ

რუსი უფლებადამცველები საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველო პოლიტპატიმრების გარეშე აღსრულდა! 2013 წლის 13 იანვარს 190 ქართველი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა! საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა და უარი განაცხადა მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის უფლებაზე! ეს მხოლოდ იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ მიაღწია მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამ არჩევნებში გამარჯვებას და ამის შედეგად ხელისუფლების შეცვლას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ქვეყანა, რომელშიც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები (ამ ქვეყნის სს კოდექსში შესაბამისი მუხლის ფორმალურად არარსებობის მიუხედავად), არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად.

ბოლო წლებში ჩვენ ამას არაერთხელ ვიმეორებდით საქართველოშიც, რუსეთშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც.

საქართველოს გადასადგმელი დარჩა ბოლო ნაბიჯი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ეს უნდა გახდეს სამართლიანობის აღდგენის აქტი!

რუსეთში ჩვენ სამწუხაროდ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და მათ რეაბილიტაციამდე. მაგრამ ამისთვის რუსეთს, საქართველოს მსგავსად, სჭირდება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

ვულოცავთ გათავისუფლებულ ქართველ პოლიტპატიმრებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას გონიერების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის გზაზე დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლუდმილა ალექსეევა, სერგეი კოვალიოვი, ალექსი სიმონოვი, იური რიჟოვი და ერნსტ ჩორნი აწერენ ხელს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ