კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა
სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რი პე­ტი­ცია გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პე­ტი­ცი­ა­ში, რომ­ლის ავ­ტო­რია მოძ­რა­ო­ბა "პატ­რი­ო­ტე­ბი", ნათ­ქვა­მია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

"ჩვენ ვი­წყებთ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მისი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბა არის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბა, ასე­ვე, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ბის იმ დიდი ნა­წი­ლის მი­მართ, ვინც მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩია! ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას, აყე­ნე­ბენ პირ­და­პირ ზი­ანს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და ფეხ­ქვეშ თე­ლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­თა ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რო­მელ­თათ­ვის კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი არის უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის­თვის და, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რად ყოფ­ნას მისი კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე(2013 წლის ოქ­ტომ­ბე­რი)! გვინ­და, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი იყოს, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას ითხოვს, არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს და არ წარ­მო­ად­გენს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა 20 იან­ვარს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა

სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა

სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

პეტიციაში, რომლის ავტორია მოძრაობა "პატრიოტები", ნათქვამია - მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი.

"ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება, ასევე, უპატივცემულობაა საქართველოს მოსახლების იმ დიდი ნაწილის მიმართ, ვინც მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია! ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას, აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის და, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე(2013 წლის ოქტომბერი)! გვინდა, ყველასთვის ნათელი იყოს, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, არ არის უფლებამოსილი, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და არ წარმოადგენს მთელი საქართველოს მოსახლეობას", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 20 იანვარს დასრულდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა