კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე
გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე

ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძემ, რო­მე­ლიც 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო მხა­რეს იყო გა­დახ­ვე­წი­ლი, იძუ­ლე­ბი­თი ემიგ­რა­ცი­ი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. სა­ზღვრის დაც­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი უთუ­ოდ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პირ­ვე­ლი­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ნათ­ქვა­მის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს მი­აწ­ვდის...

- "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" მა­ლე­ვე გა­და­უხ­ვია დე­მოკ­რა­ტი­ულ გზას და უღა­ლა­ტა იმ და­ნა­პი­რებს, რომ­ლი­თაც ხალ­ხის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა... სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თე­ბო­და, მან სა­ზღვრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ითხო­ვა. გა­მოვ­ყა­ვი ვერ­ტმფრე­ნი და ოფიც­რე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლე, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­სა­ზღვრო ნა­წი­ლი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. ის ჩეჩ­ნე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე წა­ვიყ­ვა­ნეთ. ესა­უბ­რა მე­სა­ზღვრე­ებს და თბი­ლის­ში ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დაბ­რუნ­და. იმა­ვე ღა­მეს და­მი­რე­კა. ლა­მის ყურ­მილ­ში გა­მოძ­ვრა - ეს რა კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­გი­კე­თე­ბი­ათ! რამ­დე­ნი­მე დღე­ში თქვე­ნი შრო­მა და­ფას­დე­ბა და და­გა­ჯილ­დო­ებ­თო.

- და ამას თქვე­ნი და­წი­ნა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, არა?

- ეს სულ სხვა ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში უკა­ნო­ნოდ შე­მოჭ­რი­ლი თურ­ქე­თის ორი ხო­მალ­დი და­ვა­კა­ვეთ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში დიდი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბო­და და და­მა­ჯილ­დო­ებ­დნენ. მა­შინ სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი. მერე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და თან უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცო­დი და ინ­ტუ­ი­ცი­აც მკარ­ნა­ხობ­და, რომ ასე­თი და­წი­ნა­უ­რე­ბე­ბი და წა­ხა­ლი­სე­ბე­ბი კარ­გის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. უარი ვუ­თხა­რი, მაგ­რამ მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ ის და სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს ვერ მი­ი­ღებ­დნენ... მა­შინ უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი იყო, მისი ერთ-ერთი მო­ად­გი­ლე კი - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე, ამი­რან მეს­ხე­ლი, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, გარ­და იმი­სა, რომ ჯარ­ში ნამ­სა­ხუ­რე­ბი იყო და და­ნიშ­ვნამ­დე, ახალ­ცი­ხე­ში სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში მუ­შა­ობ­და "ვა­ლუტ­ჩი­კად". მი­ნის­ტრის კი­დევ ერთი მო­ად­გი­ლე "პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა" - გიგი უგუ­ლა­ვა იყო.

- ამის გამო აგიც­რუვ­დათ გული მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე?

- ეს წვრილ­მა­ნია, იყო სხვა მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი. მოკ­ლედ, მივ­ხვდი, რომ საქ­მე კარ­გად არ მი­დი­ო­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­მი­კავ­შირ­დნენ კო­ლე­გე­ბი სომ­ხე­თი­დან და გა­მაც­ნეს სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის წი­ნა­და­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა­ში მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ. და­ვუ­კავ­შირ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო. ამ ამ­ბავს სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა და თა­ვის­თან თათ­ბირ­ზე და­მი­ბა­რა, მერე კი ცალ­კე ვი­სა­უბ­რეთ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში თათ­ბი­რის დროს ამი­რან მეს­ხელს ისე­თი ფრა­ზა წა­მოს­ცდა, მივ­ხვდი, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან ჩემი სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი იცო­და. იმა­საც მივ­ხვდი, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტე­ლე­ფონ­საც უს­მენ­დნენ... მალე ინ­ვეს­ტო­რე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შე­ვახ­ვედ­რე. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფურ­ცელ­ზე და­ვუ­წე­რე, რომ უს­მენ­დნენ. იმა­ვე ფურ­ცელ­ზე კი­თხვის ნი­შა­ნი დას­ვა - ანუ ვინო? ხე­ლით მი­ვა­ნიშ­ნე, - ზედა ეშე­ლო­ნე­ბი­დან-მეთ­ქი. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ეს ვე­ღარ მო­ეს­წრო, რად­გან მა­ნამ­დე მოკ­ლეს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მოკ­ლეს?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იო­ტი­სო­დე­ნა ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა.

- პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აჭა­რის მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხეთ...

- ეს მოვ­ლე­ნე­ბი ფო­თი­დან იმარ­თე­ბო­და - მთავ­რო­ბა იქ იყო ჩა­სუ­ლი. მე ამ დროს მივ­ლი­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვი და როცა დავ­ბრუნ­დი, ჩემ­თან მო­ვი­და ორი პი­როვ­ნე­ბა და მი­თხრა, რომ ას­ლან აბა­ში­ძის რე­ზი­დენ­ცი­ის და­ბომბვის ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბო­და! მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას. ამ ამ­ბის გამ­გო­ნე, პრე­მი­ე­რი გა­ფით­რდა - არ იცო­და, რომ ასეთ სე­რი­ო­ზულ საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნას გეგ­მავ­დნენ და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს საქ­მის კურ­სში არ აყე­ნებ­დნენ. რო­გორც ჩანს, ეს და­ბომბვა სწო­რედ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ჩა­შა­ლა.

- მა­ინც, ბოლო წვე­თი რა იყო, რო­მელ­მაც ქვეყ­ნი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­გა­ღე­ბი­ნათ?

- აჭა­რის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, ოპე­რა­ტი­ულ­მა მო­რი­გემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ლუ­ქეს. არც ახ­სნა, არც გან­მარ­ტე­ბა და არც გან­ცხა­დე­ბა არ უს­წრებ­და ამ ქმე­დე­ბას. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ უნდა და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა და გავ­ცლო­დი ყვე­ლა­ფერს. ამას წინ უს­წრებ­და ბინ­ძუ­რი ფაქ­ტი, კერ­ძოდ - პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­და ბინ­ძუ­რი სტა­ტია. მერე და­ი­წყეს ბრი­ფინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ უწყე­ბა­ში ყვა­ო­და კო­რუფ­ცია და გრან­ტებს ვით­ვი­სებ­დი. ეს აბ­სურ­დი იყო, ვი­ნა­ი­დან არც თა­ვად ვე­რე­ო­დი გრან­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში და არც სხვას ვა­ხე­დებ­დი: რო­დე­საც ამე­რი­კე­ლებ­მა მი­თხრეს, გრანტს მოგ­ცემთ და რა­შიც გჭირ­დე­ბათ, იმა­ში და­ხარ­ჯე­თო, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი და შევ­თა­ვა­ზე, ტენ­დე­რიც თა­ვად ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კაც თა­ვად შე­ე­ძი­ნათ - მე მხო­ლოდ სია გა­და­ვე­ცი, თუ რა ტექ­ნი­კა იყო სა­ჭი­რო სა­ზღვრის დაც­ვის­თვის. ამე­რი­კე­ლე­ბი გა­ოც­დნენ და ჩემ­მა გეგ­მამ გა­ა­მარ­თლა. სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტი უცხო­უ­რი გრან­ტე­ბით დად­გა ფეხ­ზე. ბინ­ძუ­რი სტა­ტი­ე­ბის ავ­ტორ­მა კი ერთ ჩემს თა­ნამ­შრო­მელს მოგ­ვი­ა­ნე­ბით უთხრა, - თქვენც გა­და­გე­ხა­დათ 500 დო­ლა­რი და სხვა­ნა­ირ სტა­ტი­ას დავ­წერ­დიო... მა­შინ­დელ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს მივ­მარ­თე პა­ტა­კით, რომ ამ სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ძრუ­ლი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედა ეშე­ლო­ნებ­ში მო­ინ­დო­მეს, მათი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ხუთ კომ­პა­ნი­ას გა­ე­მარ­ჯვა ტენ­დერებ­ში. ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და ჩემი მო­ად­გი­ლე, ვანო ხვიბ­ლი­ა­ნი. და­ი­წყეს მისი დევ­ნა, ჩა­მო­ა­შო­რეს საქ­მეს და სამ­სა­ხურს, შე­დე­გად კი მოხ­და ის, რაც უნ­დო­დათ. მერე ჩემი ერთი ნაც­ნო­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს...

- ამის შემ­დეგ წახ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- წას­ვლამ­დე და­ი­წყეს ჩემი იგ­ნო­რი­რე­ბა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხობ­დნენ. 2004 წლის აპ­რილ­ში გა­დავ­წყვი­ტე, გავ­რი­დე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც დავ­რე­კე და ვი­კი­თხე, რა­ი­მე კი­თხვა ხომ არ ჰქონ­დათ ჩემ­თან? მი­თხრეს, თქვენ მი­მართ არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ გვაქ­ვსო. ამის შემ­დეგ წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში "პუ­ტი­ოვ­კით". 10 დღე­ში მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, შენ­ზე ბინ­ძუ­რი პი­ა­რი და­ი­წყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ალა­პა­რაკ­და, - ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძემ სა­ზღვა­რი გა­ყი­დაო...

- უცხო­ეთ­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- უკ­რა­ი­ნა­ში კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­კონ­სტრუქ­ტო­რო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მერე რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი, იქ რუ­სულ-ბერ­ძნულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბორ­ჯო­მე­ლი ბერ­ძე­ნია. მას თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა და ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც ვიცი, 2008 წლის ომის დროს გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­სა­წე­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­რე­კეთ და ზო­გი­ერთ პი­როვ­ნე­ბას რჩე­ვე­ბიც მი­ე­ცით, მაგ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

- კი, მე­გობ­რებ­თან დავ­რე­კე და ვთქვი, რომ ფო­თი­დან სა­ზღვაო კა­ტარ­ღე­ბი და ხო­მალ­დე­ბი თურ­ქე­თის ტრა­ვერსში (ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში. - ავტ.) გა­და­ეყ­ვა­ნათ, რაც დაშ­ვე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რუ­სე­თი ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და იმის გა­ნად­გუ­რე­ბას, რაც ფო­თის პორ­ტში აა­ფეთ­ქა და ჩა­ძი­რა.

- რო­გო­რი აღ­საქ­მე­ლი იყო უცხო ქვეყ­ნი­დან, სამ­შობ­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი?

- ჩემ­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის­თვის მძი­მე იყო იმის შე­ფა­სე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და. მე­გო­ნა, უფრო ცუ­დად და­ამ­თავ­რებ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოღ­ვა­წე­ო­ბას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა! რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვი­ლი სრუ­ლად გრძნობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ოჯა­ხის, არა­მედ ქვეყ­ნის წი­ნა­შეც. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მას არა­ფე­რი აკ­ლია ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე

გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე

ვალერი ჩხეიძემ, რომელიც 8 წლის განმავლობაში უცხო მხარეს იყო გადახვეწილი, იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტების ყოფილი უფროსი და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი უთუოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველივე ინტერვიუებში ნათქვამის გარდა, საზოგადოებას მომავალშიც საინტერესო ცნობებს მიაწვდის...

- "ვარდების ხელისუფლებამ" მალევე გადაუხვია დემოკრატიულ გზას და უღალატა იმ დანაპირებს, რომლითაც ხალხის ნდობა მოიპოვა... სანამ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართებოდა, მან საზღვრის დათვალიერება ითხოვა. გამოვყავი ვერტმფრენი და ოფიცრები გავაფრთხილე, სააკაშვილისთვის ყველაზე რთული სასაზღვრო ნაწილი ეჩვენებინათ. ის ჩეჩნეთის მონაკვეთზე წავიყვანეთ. ესაუბრა მესაზღვრეებს და თბილისში ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. იმავე ღამეს დამირეკა. ლამის ყურმილში გამოძვრა - ეს რა კარგი საქმეები გაგიკეთებიათ! რამდენიმე დღეში თქვენი შრომა დაფასდება და დაგაჯილდოებთო.

- და ამას თქვენი დაწინაურება მოჰყვა, არა?

- ეს სულ სხვა ამბავს უკავშირდება. 7-საათიანი ოპერაციის შედეგად, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შემოჭრილი თურქეთის ორი ხომალდი დავაკავეთ. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მთავრობის კანცელარიაში დიდი ცერემონია გაიმართებოდა და დამაჯილდოებდნენ. მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი. მერე ვანო მერაბიშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად უნდა გადავსულიყავი და თან უშიშროების მინისტრის მოადგილეც ვიქნებოდი. ჩემი გამოცდილებიდან ვიცოდი და ინტუიციაც მკარნახობდა, რომ ასეთი დაწინაურებები და წახალისებები კარგის მომტანი არ იქნებოდა. უარი ვუთხარი, მაგრამ მერაბიშვილმა მითხრა, რომ ის და სააკაშვილი უარს ვერ მიიღებდნენ... მაშინ უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო, მისი ერთ-ერთი მოადგილე კი - ვანო მერაბიშვილის მეჯვარე, ამირან მესხელი, რომელიც ახალციხიდან ჩამოიყვანეს. მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ჯარში ნამსახურები იყო და დანიშვნამდე, ახალციხეში სავალუტო ჯიხურში მუშაობდა "ვალუტჩიკად". მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე "პატარა ბიჭუნა" - გიგი უგულავა იყო.

- ამის გამო აგიცრუვდათ გული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე?

- ეს წვრილმანია, იყო სხვა მრავალი ფაქტორი. მოკლედ, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. იმ პერიოდში დამიკავშირდნენ კოლეგები სომხეთიდან და გამაცნეს სომხური დიასპორის წინადადება, საქართველოს ენერგეტიკაში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შესახებ. დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც ჩემი ახლობელი იყო. ამ ამბავს სიხარულით შეხვდა და თავისთან თათბირზე დამიბარა, მერე კი ცალკე ვისაუბრეთ. რამდენიმე დღის შემდეგ უშიშროების სამინისტროში თათბირის დროს ამირან მესხელს ისეთი ფრაზა წამოსცდა, მივხვდი, რომ ზურაბ ჟვანიასთან ჩემი საუბრის შინაარსი იცოდა. იმასაც მივხვდი, რომ ზურაბ ჟვანიას ტელეფონსაც უსმენდნენ... მალე ინვესტორები პრემიერ-მინისტრს შევახვედრე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფურცელზე დავუწერე, რომ უსმენდნენ. იმავე ფურცელზე კითხვის ნიშანი დასვა - ანუ ვინო? ხელით მივანიშნე, - ზედა ეშელონებიდან-მეთქი. ზურაბ ჟვანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით კონფიდენციალური შეხვედრა დააპირა, მაგრამ ეს ვეღარ მოესწრო, რადგან მანამდე მოკლეს.

- დარწმუნებული ხართ, რომ მოკლეს?

- დარწმუნებული ვარ, იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება.

- პირველ ინტერვიუებში აჭარის მოვლენებს შეეხეთ...

- ეს მოვლენები ფოთიდან იმართებოდა - მთავრობა იქ იყო ჩასული. მე ამ დროს მივლინებაში ვიყავი და როცა დავბრუნდი, ჩემთან მოვიდა ორი პიროვნება და მითხრა, რომ ასლან აბაშიძის რეზიდენციის დაბომბვის ოპერაცია იგეგმებოდა! მაშინვე დავუკავშირდი ზურაბ ჟვანიას. ამ ამბის გამგონე, პრემიერი გაფითრდა - არ იცოდა, რომ ასეთ სერიოზულ საბრძოლო ამოცანას გეგმავდნენ და პრემიერ-მინისტრს საქმის კურსში არ აყენებდნენ. როგორც ჩანს, ეს დაბომბვა სწორედ ზურაბ ჟვანიამ ჩაშალა.

- მაინც, ბოლო წვეთი რა იყო, რომელმაც ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

- აჭარის რევოლუციის შემდეგ, ოპერატიულმა მორიგემ დამირეკა და მითხრა, რომ მერაბიშვილის დავალებით, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი დალუქეს. არც ახსნა, არც განმარტება და არც განცხადება არ უსწრებდა ამ ქმედებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და გავცლოდი ყველაფერს. ამას წინ უსწრებდა ბინძური ფაქტი, კერძოდ - პრესაში დაიბეჭდა ბინძური სტატია. მერე დაიწყეს ბრიფინგების ჩატარება და იმაზე ლაპარაკი, რომ ჩემს დაქვემდებარებულ უწყებაში ყვაოდა კორუფცია და გრანტებს ვითვისებდი. ეს აბსურდი იყო, ვინაიდან არც თავად ვერეოდი გრანტების განაწილებაში და არც სხვას ვახედებდი: როდესაც ამერიკელებმა მითხრეს, გრანტს მოგცემთ და რაშიც გჭირდებათ, იმაში დახარჯეთო, კატეგორიული უარი ვუთხარი და შევთავაზე, ტენდერიც თავად ჩაეტარებინათ და საჭირო ტექნიკაც თავად შეეძინათ - მე მხოლოდ სია გადავეცი, თუ რა ტექნიკა იყო საჭირო საზღვრის დაცვისთვის. ამერიკელები გაოცდნენ და ჩემმა გეგმამ გაამართლა. სასაზღვრო დეპარტამენტი უცხოური გრანტებით დადგა ფეხზე. ბინძური სტატიების ავტორმა კი ერთ ჩემს თანამშრომელს მოგვიანებით უთხრა, - თქვენც გადაგეხადათ 500 დოლარი და სხვანაირ სტატიას დავწერდიო... მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ირაკლი ოქრუაშვილს მივმართე პატაკით, რომ ამ საგაზეთო სტატიების საფუძველზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე.

ამავე პერიოდში, ხელისუფლების ზედა ეშელონებში მოინდომეს, მათი ინტერესების მქონე ხუთ კომპანიას გაემარჯვა ტენდერებში. ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ჩემი მოადგილე, ვანო ხვიბლიანი. დაიწყეს მისი დევნა, ჩამოაშორეს საქმეს და სამსახურს, შედეგად კი მოხდა ის, რაც უნდოდათ. მერე ჩემი ერთი ნაცნობი დააპატიმრეს...

- ამის შემდეგ წახვედით საქართველოდან?

- წასვლამდე დაიწყეს ჩემი იგნორირება და სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდნენ. 2004 წლის აპრილში გადავწყვიტე, გავრიდებოდი ყველაფერს. პროკურატურაშიც დავრეკე და ვიკითხე, რაიმე კითხვა ხომ არ ჰქონდათ ჩემთან? მითხრეს, თქვენ მიმართ არანაირი კითხვა არ გვაქვსო. ამის შემდეგ წავედი უკრაინაში "პუტიოვკით". 10 დღეში მეუღლემ დამირეკა და მითხრა, შენზე ბინძური პიარი დაიწყო, ხელისუფლება ალაპარაკდა, - ვალერი ჩხეიძემ საზღვარი გაყიდაო...

- უცხოეთში რას საქმიანობდით?

- უკრაინაში კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით, საკონსტრუქტორო კომპანიაში ვმუშაობდი. მერე რუსეთში გადავედი, იქ რუსულ-ბერძნულ კომპანიაში ვმუშაობდი. კომპანიის ხელმძღვანელი ბორჯომელი ბერძენია. მას თბილისის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ძალიან ნიჭიერი პიროვნება და ბიზნესმენია, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში ვეხმარებოდი.

- მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, 2008 წლის ომის დროს გარკვეული კონსულტაციის გასაწევად, საქართველოში დარეკეთ და ზოგიერთ პიროვნებას რჩევებიც მიეცით, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

- კი, მეგობრებთან დავრეკე და ვთქვი, რომ ფოთიდან საზღვაო კატარღები და ხომალდები თურქეთის ტრავერსში (ტერიტორიულ წყლებში. - ავტ.) გადაეყვანათ, რაც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს რომ გაეკეთებინათ, რუსეთი ვერ მოახერხებდა იმის განადგურებას, რაც ფოთის პორტში ააფეთქა და ჩაძირა.

- როგორი აღსაქმელი იყო უცხო ქვეყნიდან, სამშობლოში განვითარებული მოვლენები?

- ჩემთვის და ნებისმიერი ქართველისთვის მძიმე იყო იმის შეფასება, რაც საქართველოში ხდებოდა. მეგონა, უფრო ცუდად დაამთავრებდნენ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მოღვაწეობას. მადლობა ღმერთს, პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა! როგორც ჩანს, ივანიშვილი სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას არა მარტო საკუთარი თავისა და ოჯახის, არამედ ქვეყნის წინაშეც. ეს ბედნიერებაა. მას არაფერი აკლია ცხოვრებაში, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა