დღეს 18:30 საათზე გაიმართება გერმანული ბრენდის, კომპანია "სალერ"-ის ოფიციალური პრეზენტაცია. ამავე ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და კომპანია "სალერის", დამფუძნებელი რიჩარდ სალერი, ქართული სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე ქართველი სპორტსმენების შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით აღჭურვის მიზნით მემორანდუმს გააფორმებენ.
სპორტული ცენტრი "სალერი" წარმატებული კორპორატიული აქტივობების პარალელურად იწყებს აქტიურ დამკვიდრებას ქართული ბაზრის საცალო გაყიდვების სეგმენტში და მომხმარებელს თავაზობს საუკეთესო ფასად საუკეთესო ხარისხის სპორტულ ტანისამოსს და ინვენტარს. გერმანული ბრენდის წარმომადგენლობა მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კომპანია 20 დეკემბრიდან იწყებს გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას, 25-50 % მთლიან კოლექციაზე. გერმანული ბრენდი ასოცირდება არა მარტო ფეხბურთზე, არამედ სხვა სპორტულ სახეობებთანაც, როგორიც არის რაგბი, კალათბურთი და ჭიდაობა.
კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს გვერდში დაუდგეს ქართულ სპორტს განვითარებაში და ჩამოყალიბდეს მის ერთგულ მეგობრად.
R