პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა
მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა

მომ­ღე­რალ­მა მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­ო­პე­რო მუ­სი­კას სე­რი­ო­ზუ­ლად გაჰ­ყვეს. სულ მალე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს და­ას­რუ­ლებს. ახალ­გაზ­რდა სოპ­რა­ნოს მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ე­ბი სე­რი­ო­ზულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ... ცოტა ხნის წინ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­მარ­თულ ორ სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკლში ("რი­გო­ლე­ტო", "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი") მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა... მა­რი­ამს სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე სა­სა­უბ­როდ შინ ვეწ­ვიე. ჩვენს დი­ა­ლოგ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­და­მისს, მომ­ღე­რალ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ვთხო­ვე.

მა­რი­ა­მი:

- ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ ასე ღრმად ჩა­ვეფ­ლო­ბო­დი იმ სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა ჰქვია. არა­და, თა­ვი­დან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბას არც ვა­პი­რებ­დი, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მინ­დო­და... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წელი ბა­ტონ ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის მოს­წავ­ლე გახ­ლდით, ახლა კი ჩემი პე­და­გო­გი დოდო დი­ა­სა­მი­ძეა; ამ ქალ­ბა­ტონ­მა საქ­მე რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად შე­მაყ­ვა­რა - სა­ო­პე­რო ვო­კალს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და...

თამ­რი­კო:

- მა­რი­ამ­მა არ­ჩე­ვა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კის სა­სარ­გებ­ლოდ რომ გა­ა­კე­თა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რას კარგ, გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას ვას­მე­ნი­ნებ­დი. თვე­ე­ბის იყო, როცა ბე­თჰო­ვე­ნის "ზა­ზუ­ნა­ზე" გული აუ­ჩუყ­და და ატირ­და. მერე ამიკ­რძა­ლეს, - აღარ მო­ას­მე­ნი­ნო, ბავ­შვს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არ და­უ­ზი­ან­დე­სო. მე ასე არ ვფიქ­რობ; მი­მაჩ­ნია, რომ ბავ­შვს რა­ღაც უნდა გა­უ­ხარ­დეს კი­დეც და გუ­ლიც აუ­ჩუყ­დეს... ასე რომ, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ეზი­ა­რა ხე­ლოვ­ნე­ბას და არ გამ­კვირ­ვე­ბია, არ­ჩე­ვა­ნი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­სარ­გებ­ლოდ რომ გა­ა­კე­თა... თუმ­ცა, ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა უნ­დო­და. ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი თა­ვის დრო­ზე, მეც მქონ­და და რად­გა­ნაც არ გა­მო­მი­ვი­და, ამი­ტომ მა­რი­ამს ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წყობ­დი ხელს, რათა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

- და რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რა?

- ერთი წლით ადრე, ვიდ­რე მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვლე­ბო­და, მა­რი­ამ­მა იხუმ­რა და კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლით ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თა. მა­მამ რომ მო­უს­მი­ნა, მო­ე­წო­ნა და თქვა, ბავ­შვს ჩემს კო­ლე­გებს მო­ვას­მე­ნი­ნე­ბო; ამა­ზე მა­რი­ამს გა­ე­ცი­ნა... მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მა­რი­ამს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, ასე­თი რამ თქვა: ბა­ბუს მა­შინ­დე­ლი ნათ­ქვა­მი ჭკუ­ა­ში და­მიჯ­დაო. ეს ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რამ იყო, მაგ­რამ არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე. ერთ წე­ლი­წად­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მა­სა­ლა დას­ძლია, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მოკ­ლედ, გა­ა­მარ­თლა. შრო­მის­მოყ­ვა­რეა, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს და პრო­ფე­სი­უ­ლად იზ­რდე­ბა. მამა ამას რომ მოს­წრე­ბო­და, გა­უ­ხარ­დე­ბო­და. ია­მა­ყებ­და, რომ მა­რი­ა­მი მისი კო­ლე­გე­ბის­გან და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს იღებს...

- მა­რი­ამ, რას გვე­ტყვი ცოტა ხნის წინ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნილ სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკლზე - "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი", რო­მელ­შიც მთა­ვა­რი პარ­ტია შე­ას­რუ­ლე?

- სპექ­ტაკლში ადი­ნას როლი მერ­გო წი­ლად. დო­ნი­ცე­ტის ეს ცნო­ბი­ლი ოპე­რა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ო­პე­რო თე­ატ­რში იდ­გმე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა სპექ­ტაკლმა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, რა­მაც შემ­დგო­მი მუ­შა­ო­ბის­თვის უფრო მეტი სტი­მუ­ლი მომ­ცა. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ვი­ღეთ ისე­თი ხალ­ხის­გან, ვისი მო­საზ­რე­ბაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და, გა­მოვ­ყო ორ­კესტრი­სა და გუნ­დის რო­ლიც - ისი­ნი სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის გვამ­ხნე­ვე­ბენ და მხარ­ში გვიდ­გა­ნან; თუ სა­ჭი­როა, შე­ნიშ­ვნებ­საც გვაძ­ლე­ვენ და გვა­ქე­ბენ კი­დეც. დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო რეზო ტა­კი­ძეს, რო­მელ­მაც ჩვენს სპექ­ტაკლზე იდი­რი­ჟო­რა, რე­ჟი­სორ ლელა გვა­რიშ­ვილს და, რა თქმა უნდა, კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან... მა­ნამ­დე კი იყო "რი­გო­ლე­ტო", აგ­რეთ­ვე, ცნო­ბი­ლი ოპე­რა, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელ­ზე ასე­ვე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

- ზო­გა­დად, რას გაძ­ლევს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად იღ­ვწი და გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბიც გაქვს?

- ვიდ­რე სპექ­ტაკ­ლი და­ი­წყე­ბა, მინ­და, სა­დღაც გა­ვიქ­ცე, კუ­ლი­სე­ბი­დან გავ­ქრე, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გას­ვლის­თა­ნა­ვე ეს გან­ცდა ქრე­ბა, ჩემი რო­ლის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. ასე რომ, ეს სამ­ყა­რო უზარ­მა­ზარ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- მოკ­ლედ, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი ხარ...

- კი, მაგ­რამ კი­თხვის ნი­შა­ნი ყო­ველ­თვის მაქვს და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც მექ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე სა­კუ­თარ თავს მუდ­მი­ვად ვუმ­ტკი­ცებ იმას, რომ რა­ღაც შე­მიძ­ლია. სულ სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მი­წევს და როცა მი­ზანს ვაღ­წევ, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვგრძნობ. იმე­დია, ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვას მო­მა­ვალ­შიც შევ­ძლებ.

- შენს უახ­ლო­ეს და გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვი?

- რა თქმა უნდა, სურ­ვი­ლი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გავ­ცდე და ვიმ­ღე­რო სხვა­დას­ხვა სა­ო­პე­რო თე­ატ­რში. ეს რომ არ მინ­დო­დეს, ამ­დენს არც ვიშ­რო­მებ­დი და თავს ამ საქ­მის­თვის არ გა­დავ­დებ­დი. ძა­ლი­ან მინ­და, შრო­მა მეც და­მი­ფას­დეს და ჩემს პე­და­გოგ­საც.

- სა­მე­ბის გუნდში კვი­რა­ო­ბით წირ­ვა­ზე ისევ გა­ლობ?

- კი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბოლო დროს სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სა­გა­ლობ­ლად მის­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი... ახლა ამ საქ­მეს ისევ შე­ვუდ­გე­ბი.

- გა­ლო­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის­გან სრუ­ლი­ად სხვა ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, სა­ო­პე­რო მუ­სი­კა - სხვას, სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რა­საც სულ სხვა ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ჟან­რის სიმ­ღე­რის თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

- უნდა გი­თხრათ, რომ სა­ესტრა­დო მუ­სი­კას ჩა­მოვ­შორ­დი. სა­ერ­თოდ უარი ვთქვი ამ ჟანრ­ზე, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი საქ­მე უნდა ვა­კე­თო და ყვე­ლა­ფერს არ უნდა მი­ვედ-მო­ვე­დო; რო­გორც წესი, "მი­დებ-მო­დე­ბა" არ ამარ­თლებს ხოლ­მე. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ესტრა­დო მუ­სი­კაც. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე ხომ ამ ჟან­რის მუ­სი­კა­ზე გა­ვი­ზარ­დე, ოჯახ­ში სულ ეს მეს­მო­და და დღემ­დე მეს­მის.

თამ­რი­კო:

- ქალ­ბა­ტო­ნი ალა სი­მო­ნიშ­ვი­ლი ოზი­მოს აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლის და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში; ის მა­რი­ა­მის პე­და­გო­გი გახ­ლავთ, მას­ტერკლა­სებს უტა­რებს; ამ ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ამს უთხრა: მცდა­რია შე­ხე­დუ­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლოს. ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, რომ სა­ესტრა­დო და ფოლკ­ლო­რულ ჟანრ­შიც უნდა იმ­ღე­როო. მეც ამის მომ­ხრე ვარ. თუმ­ცა, მა­რი­ამს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევს მუ­შა­ო­ბა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია...

- რო­გორ ფიქ­რობ, მო­მა­ვალ­ში სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რას აღარ მი­უბ­რუნ­დე­ბი?

მა­რი­ა­მი:

- როცა სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­მინ­დე­ბა სახ­ლში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვიმ­ღე­რებ. სა­ერ­თოდ, ვიდ­რე ასე სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­ვიხ­რე­ბო­დი სა­ო­პე­რო მუ­სი­კის­კენ, მა­ნამ­დეც არ მქონ­და ესტრა­და­ზე ყოფ­ნის დიდი სურ­ვი­ლი.

- აღ­ნიშ­ნე, რომ მსოფ­ლი­ოს სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე სიმ­ღე­რის სურ­ვი­ლი გაქვს. რო­გორ ფიქ­რობ, ამის შან­სი და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დენ ხან­ში მო­გე­ცე­მა?

- ამის­თვის იღ­ბა­ლია სა­ჭი­რო. ბევ­რი ისე­თი მომ­ღე­რა­ლი ვიცი, ვინც ფან­ტას­ტი­კუ­რად მღე­რის, მაგ­რამ არ­სად ჩანს...

- ამ­ბო­ბენ, - მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა ლა სკა­ლის თე­ატ­რი­დან მიწ­ვე­ვა მი­ი­ღოო...

- ეს ნა­ად­რე­ვი და ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია. თან, მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ასე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაც ცოტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა... სა­ერ­თოდ, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გან­ჭვრეტ.

- რო­გორც ვიცი, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ოჯა­ხი ყვე­ლა­ნა­ი­რად გი­წყობს ხელს და შვი­ლის აღ­ზრდა­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გეხ­მა­რე­ბი­ან...

- ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მარ­თლაც, მხარ­ში მიდ­გას, მაგ­რამ დედა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­წყობს ხელს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ღამე მშვი­დად მე­ძი­ნოს. სხვა­თა შო­რის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მეხ­მა­რე­ბა. მოკ­ლედ, თამ­რი­კო ჩემ­თვის ფსი­ქო­ლო­გიც არის, მრჩე­ვე­ლიც და კრი­ტი­კო­სიც. რო­დე­საც გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ვარ, უკან არ იხევს...

- მარ­თა­ლია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­ტა­რის აღ­ზრდა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ რო­გორც დე­დას, არ გა­წუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ შვილს მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევრ დროს ვერ უთ­მობ?

- ელე­ნე 2 წლის და 4 თვი­საა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი დამ­ხმა­რე მყავს: დედა, ბე­ბია, ქალ­ბა­ტო­ნი ირა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მუ­ლი ელე­ნეს აღ­ზრდა­ში, ვერ გა­ვექ­ცე­ვით იმ ამ­ბავს, რომ ბავ­შვს ყვე­ლა­ზე მე­ტად დედა სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, თა­ვი­სუ­ფალ დროს მხო­ლოდ შვილს ვუთ­მობ...

თამ­რი­კო:

- მა­რი­ა­მი, რო­გორც დედა, ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს სწავ­ლის, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად დრო შვილს და­უთ­მოს. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი დედა გახ­ლავთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შვი ისე ვერ გა­იზ­რდე­ბა, რომ არ ია­ვად­მყო­ფოს. ასეთ დროს პა­ტა­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად, დე­დის სით­ბო სჭირ­დე­ბა და მა­რი­ა­მიც ელე­ნეს არ სცილ­დე­ბა ხოლ­მე; თუ სა­ჭი­როა, ღა­მე­საც უთე­ნებს...

- მა­რი­ამ, მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნას არ აპი­რებ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, ამან კა­რი­ე­რა­ში შე­მი­შა­ლოს ხელი, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში, თუ ღმერ­თი ინე­ბებს, რა თქმა უნდა, გა­ვა­ჩენ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა

მარიამ როინიშვილი საესტრადო მუსიკას ჩამოშორდა

მომღერალმა მარიამ როინიშვილმა გადაწყვიტა, საოპერო მუსიკას სერიოზულად გაჰყვეს. სულ მალე კონსერვატორიაში მაგისტრატურის კურსს დაასრულებს. ახალგაზრდა სოპრანოს მუსიკისმცოდნეები სერიოზულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ... ცოტა ხნის წინ კონსერვატორიაში გამართულ ორ სტუდენტურ სპექტაკლში ("რიგოლეტო", "სიყვარულის ნექტარი") მთავარი პარტიები წარმატებით შეასრულა... მარიამს საკუთარ კარიერაზე სასაუბროდ შინ ვეწვიე. ჩვენს დიალოგში მონაწილეობა დედამისს, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს ვთხოვე.

მარიამი:

- ვერ წარმომედგინა, თუ ასე ღრმად ჩავეფლობოდი იმ საოცარ სამყაროში, რასაც სერიოზული მუსიკა ჰქვია. არადა, თავიდან კონსერვატორიაში ჩაბარებას არც ვაპირებდი, სწავლის გაგრძელება სამედიცინო უნივერსიტეტში მინდოდა... კონსერვატორიაში რამდენიმე წელი ბატონ ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე გახლდით, ახლა კი ჩემი პედაგოგი დოდო დიასამიძეა; ამ ქალბატონმა საქმე რაღაც სხვანაირად შემაყვარა - საოპერო ვოკალს ვგულისხმობ, თორემ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, სიმღერა ყოველთვის მიყვარდა...

თამრიკო:

- მარიამმა არჩევანი სერიოზული მუსიკის სასარგებლოდ რომ გააკეთა, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან ჯერ კიდევ ძალიან პატარას კარგ, გემოვნებიან მუსიკას ვასმენინებდი. თვეების იყო, როცა ბეთჰოვენის "ზაზუნაზე" გული აუჩუყდა და ატირდა. მერე ამიკრძალეს, - აღარ მოასმენინო, ბავშვს ნერვული სისტემა არ დაუზიანდესო. მე ასე არ ვფიქრობ; მიმაჩნია, რომ ბავშვს რაღაც უნდა გაუხარდეს კიდეც და გულიც აუჩუყდეს... ასე რომ, ძალიან პატარა ეზიარა ხელოვნებას და არ გამკვირვებია, არჩევანი კლასიკური მუსიკის სასარგებლოდ რომ გააკეთა... თუმცა, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა. ამ პროფესიის დაუფლების სურვილი თავის დროზე, მეც მქონდა და რადგანაც არ გამომივიდა, ამიტომ მარიამს ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რათა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

- და რატომ გადაიფიქრა?

- ერთი წლით ადრე, ვიდრე მამაჩემი გარდაიცვლებოდა, მარიამმა იხუმრა და კლასიკური ვოკალით ცნობილი მომღერლების იმიტაცია გააკეთა. მამამ რომ მოუსმინა, მოეწონა და თქვა, ბავშვს ჩემს კოლეგებს მოვასმენინებო; ამაზე მარიამს გაეცინა... მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მარიამს უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩაებარებინა, ასეთი რამ თქვა: ბაბუს მაშინდელი ნათქვამი ჭკუაში დამიჯდაო. ეს ჩემთვის გამაოგნებელი რამ იყო, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე. ერთ წელიწადში სერიოზული მასალა დასძლია, რაც ძალიან გამიხარდა. მოკლედ, გაამართლა. შრომისმოყვარეა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და პროფესიულად იზრდება. მამა ამას რომ მოსწრებოდა, გაუხარდებოდა. იამაყებდა, რომ მარიამი მისი კოლეგებისგან დადებით შეფასებებს იღებს...

- მარიამ, რას გვეტყვი ცოტა ხნის წინ კონსერვატორიაში წარმოდგენილ სტუდენტურ სპექტაკლზე - "სიყვარულის ნექტარი", რომელშიც მთავარი პარტია შეასრულე?

- სპექტაკლში ადინას როლი მერგო წილად. დონიცეტის ეს ცნობილი ოპერა მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში იდგმება. აღნიშნულმა სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, რამაც შემდგომი მუშაობისთვის უფრო მეტი სტიმული მომცა. მე და ჩემმა მეგობრებმა კარგი შეფასებები მივიღეთ ისეთი ხალხისგან, ვისი მოსაზრებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, გამოვყო ორკესტრისა და გუნდის როლიც - ისინი სცენაზე ყოველთვის გვამხნევებენ და მხარში გვიდგანან; თუ საჭიროა, შენიშვნებსაც გვაძლევენ და გვაქებენ კიდეც. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო რეზო ტაკიძეს, რომელმაც ჩვენს სპექტაკლზე იდირიჟორა, რეჟისორ ლელა გვარიშვილს და, რა თქმა უნდა, კოლეგებს, რომლებიც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან... მანამდე კი იყო "რიგოლეტო", აგრეთვე, ცნობილი ოპერა, რომელმაც მაყურებელზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ზოგადად, რას გაძლევს კლასიკური მუსიკის სამყარო, რომელშიც თავდაუზოგავად იღვწი და გარკვეული წარმატებებიც გაქვს?

- ვიდრე სპექტაკლი დაიწყება, მინდა, სადღაც გავიქცე, კულისებიდან გავქრე, მაგრამ სცენაზე გასვლისთანავე ეს განცდა ქრება, ჩემი როლის გარდა, ყველაფერი მავიწყდება. ასე რომ, ეს სამყარო უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს.

- მოკლედ, პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხარ...

- კი, მაგრამ კითხვის ნიშანი ყოველთვის მაქვს და ალბათ, მომავალშიც მექნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე საკუთარ თავს მუდმივად ვუმტკიცებ იმას, რომ რაღაც შემიძლია. სულ სიძნელეების გადალახვა მიწევს და როცა მიზანს ვაღწევ, უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ. იმედია, ბარიერების დაძლევას მომავალშიც შევძლებ.

- შენს უახლოეს და გრძელვადიან გეგმებზე რას გვეტყვი?

- რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, საქართველოს ფარგლებს გავცდე და ვიმღერო სხვადასხვა საოპერო თეატრში. ეს რომ არ მინდოდეს, ამდენს არც ვიშრომებდი და თავს ამ საქმისთვის არ გადავდებდი. ძალიან მინდა, შრომა მეც დამიფასდეს და ჩემს პედაგოგსაც.

- სამების გუნდში კვირაობით წირვაზე ისევ გალობ?

- კი, მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს სპექტაკლებისთვის ვემზადებოდი, სამების ტაძარში საგალობლად მისვლას ვერ ვახერხებდი... ახლა ამ საქმეს ისევ შევუდგები.

- გალობა შემსრულებლისგან სრულიად სხვა ენერგიას მოითხოვს, საოპერო მუსიკა - სხვას, საესტრადო სიმღერასაც სულ სხვა ძალისხმევა სჭირდება. სხვადასხვა ჟანრის სიმღერის თანაბარი წარმატებით შესრულებას როგორ ახერხებ?

- უნდა გითხრათ, რომ საესტრადო მუსიკას ჩამოვშორდი. საერთოდ უარი ვთქვი ამ ჟანრზე, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საქმე უნდა ვაკეთო და ყველაფერს არ უნდა მივედ-მოვედო; როგორც წესი, "მიდებ-მოდება" არ ამართლებს ხოლმე. თუმცა, ძალიან მიყვარს საესტრადო მუსიკაც. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამ ჟანრის მუსიკაზე გავიზარდე, ოჯახში სულ ეს მესმოდა და დღემდე მესმის.

თამრიკო:

- ქალბატონი ალა სიმონიშვილი ოზიმოს აკადემიაში ასწავლის და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში; ის მარიამის პედაგოგი გახლავთ, მასტერკლასებს უტარებს; ამ ქალბატონმა მარიამს უთხრა: მცდარია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საოპერო მომღერალმა მხოლოდ კლასიკური ნაწარმოები უნდა შეასრულოს. ისეთი მონაცემები გაქვს, რომ საესტრადო და ფოლკლორულ ჟანრშიც უნდა იმღეროო. მეც ამის მომხრე ვარ. თუმცა, მარიამს ჯერჯერობით მხოლოდ საოპერო მიმართულებით უწევს მუშაობა, რაც აბსოლუტურად გასაგებია...

- როგორ ფიქრობ, მომავალში საესტრადო სიმღერას აღარ მიუბრუნდები?

მარიამი:

- როცა საესტრადო სიმღერების შესრულება მომინდება სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვიმღერებ. საერთოდ, ვიდრე ასე სერიოზულად გადავიხრებოდი საოპერო მუსიკისკენ, მანამდეც არ მქონდა ესტრადაზე ყოფნის დიდი სურვილი.

- აღნიშნე, რომ მსოფლიოს საოპერო სცენებზე სიმღერის სურვილი გაქვს. როგორ ფიქრობ, ამის შანსი დაახლოებით, რამდენ ხანში მოგეცემა?

- ამისთვის იღბალია საჭირო. ბევრი ისეთი მომღერალი ვიცი, ვინც ფანტასტიკურად მღერის, მაგრამ არსად ჩანს...

- ამბობენ, - მარიამ როინიშვილმა ლა სკალის თეატრიდან მიწვევა მიიღოო...

- ეს ნაადრევი და ხმამაღალი ნათქვამია. თან, მსგავსი რაღაცები ასე მარტივად არ ხდება და ასეთი ინფორმაციის პრესაში გამოქვეყნებაც ცოტა არ იყოს, სასაცილოა... საერთოდ, წინასწარ ვერაფერს განჭვრეტ.

- როგორც ვიცი, დასახული მიზნის მიღწევაში ოჯახი ყველანაირად გიწყობს ხელს და შვილის აღზრდაშიც მაქსიმალურად გეხმარებიან...

- ოჯახის ყველა წევრი მართლაც, მხარში მიდგას, მაგრამ დედა განსაკუთრებულად მიწყობს ხელს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღამე მშვიდად მეძინოს. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურადაც მეხმარება. მოკლედ, თამრიკო ჩემთვის ფსიქოლოგიც არის, მრჩეველიც და კრიტიკოსიც. როდესაც გასაკრიტიკებელი ვარ, უკან არ იხევს...

- მართალია, ოჯახის წევრები პატარის აღზრდაში გეხმარებიან, მაგრამ როგორც დედას, არ გაწუხებს ის ფაქტი, რომ შვილს მაინცდამაინც ბევრ დროს ვერ უთმობ?

- ელენე 2 წლის და 4 თვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამხმარე მყავს: დედა, ბებია, ქალბატონი ირა, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული ელენეს აღზრდაში, ვერ გავექცევით იმ ამბავს, რომ ბავშვს ყველაზე მეტად დედა სჭირდება. ამიტომაც, თავისუფალ დროს მხოლოდ შვილს ვუთმობ...

თამრიკო:

- მარიამი, როგორც დედა, ოსტატურად ახერხებს სწავლის, რეპეტიციებისა და სპექტაკლების პარალელურად დრო შვილს დაუთმოს. ყურადღებიანი და თბილი დედა გახლავთ. მოგეხსენებათ, ბავშვი ისე ვერ გაიზრდება, რომ არ იავადმყოფოს. ასეთ დროს პატარას ყველაზე მეტად, დედის სითბო სჭირდება და მარიამიც ელენეს არ სცილდება ხოლმე; თუ საჭიროა, ღამესაც უთენებს...

- მარიამ, მეორე შვილის გაჩენას არ აპირებ?

- ჯერჯერობით - არა, რადგანაც შესაძლოა, ამან კარიერაში შემიშალოს ხელი, მაგრამ მომავალში, თუ ღმერთი ინებებს, რა თქმა უნდა, გავაჩენ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება