კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი
2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი

თბი­ლი­სის 59-ე სკო­ლა­ში 6 წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, დაჩ­ქარ­დეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "უსაფრ­თხო სკო­ლის" კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

შემ­თხვე­ვა სამ­შა­ბათს, გლ­და­ნის 59-ე სკო­ლა­ში მოხ­და. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე ან­დრია ას­პა­ნი­ძეს სა­წე­რი კალ­მის თავ­სა­ხუ­რი გა­და­ეყ­ლა­პა, რის შემ­დე­გაც სუნ­თქვა ვე­ღარ შეძ­ლო და გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლი ამ­ბობს, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მაც ვერ შეძ­ლეს.

"ბავ­შვი გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ტუ­ა­ლეტ­ში გას­ვლა მო­ი­თხო­ვა. პე­და­გოგ­მა გა­უშ­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წუთ­ში დაბ­რუნ­და და პე­და­გოგს უთხრა, რომ კალ­მის თავ­სა­ხუ­რი გა­და­ეყ­ლა­პა. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ წა­იყ­ვა­ნა და ცოტა ხან­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ ბავ­შვი და­ი­ღუ­პა", - უთხრა მე-9 არ­ხის ჟურ­ნა­ლისტს სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე მზია დო­ვო­სო­ვამ.

და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ახ­ლობ­ლე­ბი ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას არ ითხო­ვენ, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის მუხ­ლით, უკვე აღიძ­რა.

ბავ­შვის ბა­ბუა "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, სკო­ლას ექი­მი რომ ჰყო­ლო­და.

"ბავ­შვს კალ­მის თავ­სა­ხუ­რი გა­დას­ცდა და მის ამო­ღე­ბას რა უნ­დო­და? ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლია და ყვე­ლამ იცის, ვი­საც მე­დი­ცი­ნას­თან აქვს შე­ხე­ბა. ექი­მი არ ჰყავთ. ამ­ბო­ბენ, რომ სას­წრა­ფო გვი­ან მო­ვი­და და ბავ­შვი ამ დროს უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო", - ჰყვე­ბა თა­მაზ ას­პა­ნი­ძე.

ნორ­მა­ლუ­რია თუ არა, რომ სკო­ლებ­ში, სა­დაც ასო­ბით ბავ­შვი ნა­ხე­ვარ დღეს ატა­რებს, არ იყოს ექი­მი და რას ამ­ბობს კა­ნო­ნი ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, ამ კი­თხვე­ბით ჩვენ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რისტს, ირმა პავ­ლი­აშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია ბავ­შვებს უსაფრ­თხო გა­რე­მო შეს­თა­ვა­ზოს, თუმ­ცა მათ ამის რე­სურ­სი თა­ვად უნდა გა­მო­ნა­ხონ.

"კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ სკო­ლამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, რათა მან და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს სტან­დარ­ტე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ექი­მის ან ექთ­ნის შტა­ტი, ან შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან, რომ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს საშ­ტა­ტო გან­რიგს უმ­ტკი­ცებს. მა­გა­ლი­თად, 2010 წელს წარ­დგე­ნი­ლი საშ­ტა­ტო გან­რი­გი სა­მი­ნის­ტრომ შე­ამ­ცი­რა და სკო­ლებს მოს­თხო­ვა, რომ ამ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გან­რი­გის მი­ხედ­ვით აეყ­ვა­ნათ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ამ მას­ში არ­სე­ბუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბით გა­ნე­სა­ზღვრათ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. ეს იქ­ნე­ბო­და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი, დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე თუ ა.შ. ზუს­ტად მა­შინ ამო­ი­ღეს ექი­მის საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი.

თუმ­ცა, იგი­ვე 2010 წელს მი­ნის­ტრის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლე­ბი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი არი­ან და რო­დე­საც ისი­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­ივ­ლიდ­ნენ, ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამ დე­ბუ­ლე­ბით სკო­ლე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი გახ­დნენ, რომ თვი­თონ მო­ე­ძებ­ნათ რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც ექი­მებ­სა თუ ექთ­ნებს აიყ­ვან­დნენ", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ირმა პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

თუ რა­ტომ გა­უქ­მდა სკო­ლებ­ში ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის შტა­ტი და იგეგ­მე­ბა თუ არა სა­მო­მავ­ლოდ მათი აღ­დგე­ნა, რათა სკო­ლებ­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს, "რე­ზო­ნანსს" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე ესა­უბ­რა. მისი თქმით, სკო­ლე­ბი­დან ექი­მე­ბი 2010 წელს გა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ისიც გა­სარ­კვე­ვია, თუ რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბი სა­ჭი­რო სტან­დარ­ტებს და რამ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო მათი კვა­ლი­ფი­კა­ცია.

"ამ თე­მის ის­ტო­რია ასე­თია - ალ­ბათ იცით, რომ სკო­ლებ­ში ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის შტა­ტი იყო. 2010 წელს ეს შტა­ტი გა­უქ­მდა. რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, რომ ესა და ეს შტა­ტი გა­უქ­მდეს, არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სქე­მა შემ­დე­გი იყო - მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მა­ში­ნაც და დღე­საც, სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­ი­მუ­შა­ვებს საშ­ტა­ტო გან­რიგს და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უთან­ხმებს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად, ეს მუხ­ლი, 2010 წელს ამოქ­მედ­და. ამ შე­თან­ხმე­ბის დროს, სკო­ლებს შტა­ტის ამო­ღე­ბა მო­უ­წი­ათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

თუმ­ცა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა მო­ი­თხოვს ვთქვათ, რომ არც იმ მო­მენ­ტში და არც მა­ნამ­დე, სკო­ლა­ში ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობ­და. ანუ, არ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რა სტან­დარ­ტი უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ექიმს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.

ერ­თია, რომ მას ზო­გა­დად ექი­მის დიპ­ლო­მი აქვს, მაგ­რამ ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სკო­ლა სპე­ცი­ფი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. თან, არ არ­სე­ბობ­და მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სის­ტე­მა. თა­ვის­თა­ვად, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ სა­ჭი­როა იმ ადა­მი­ა­ნის ცოდ­ნის გა­და­ხა­ლი­სე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს.

ასე რომ, სტან­დარ­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც არ დაგ­ვხვედ­რია და დღე­საც არ არ­სე­ბობს. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, ზუს­ტად სტან­დარ­ტის შექ­მნით უნდა და­ი­წყოს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უნდა თქვას თუ რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სკო­ლის ექი­მი, რად­გან ეს არ არის ტი­პი­უ­რი შემ­თხვე­ვა.

ამას კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მნა უნდა მოჰ­ყვეს და შემ­დე­გი ლო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა, რო­მელ­თაც გა­დამ­ზა­დე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ. დღე­ის­თვის, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ეგე­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პერ­სო­ნა­ლი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. თუ იარ­სე­ბებს, ძა­ლი­ან მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და ეს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს. მათი გაყ­ვა­ნა იოლი იყო, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რებს მო­ი­თხოვს. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში შექ­მნი­ლი­ყო სტან­დარ­ტი და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მომ­ხდა­რი­ყო მათი გა­დამ­ზა­დე­ბაც", - ამ­ბობს გოგ­ლი­ჩი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იმის­თვის, რომ ეს შტა­ტი ისევ ამოქ­მედ­დეს. ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვერ აკონ­კრე­ტებს, კონ­კრე­ტუ­ლად რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ამას.

"რაც მე ჩა­მოვ­თვა­ლე, იმ მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად, ამავდრო­უ­ლად სა­ჭი­როა მოხ­დეს იმის გა­და­ხედ­ვა, თუ სად გა­მო­ი­ყო­ფა ფარ­თი, რა ფორ­მით მოხ­დე­ბა მათი გა­დამ­ზა­დე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბა, შერ­ჩე­ვა და ა.შ. ვი­ნა­ი­დან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს არ აქვს იმის კომ­პე­ტენ­ცია, რომ ექი­მის კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­დოს და თა­ვად შე­არ­ჩი­ოს და შე­ა­ფა­სოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია თუ არა ექი­მი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი იგეგ­მე­ბა. ამას გან­ყე­ნე­ბუ­ლად არ გან­ვი­ხი­ლავთ. მას გან­ვი­ხი­ლავთ ზო­გა­დად უსაფრ­თხო სკო­ლის კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. დღე­ი­სათ­ვის ამ კონ­ცეფ­ცი­ას რე­ა­ლი­ზე­ბას ვუ­წევთ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. ანუ, მან­და­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ უზ­რუნ­ველ­ყოფთ ფი­ზი­კუ­რად უსაფრ­თხო გა­რე­მოს, მაგ­რამ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ უსაფრ­თხო სკო­ლა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ გა­რე­მოს არ ნიშ­ნავს. ეს მო­ი­აზ­რებს სა­მე­დი­ცი­ნო უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბას და ა.შ.

"სხვა­თა შო­რის, ამ თე­მა­ზე, ჩვენ აქამ­დეც ვმუ­შა­ობ­დით და დღე­საც ვაგ­რძე­ლებთ. გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი გვაქვს თუ რო­გო­რი მო­დე­ლით შე­იძ­ლე­ბა ეს ამუ­შავ­დეს", - აცხა­დებს "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ალუ­და გოგ­ლი­ჩი­ძე.

თაკო მა­თეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი

2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი

თბილისის 59-ე სკოლაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, შესაძლოა, დაჩქარდეს სამუშაოები, რომლებიც "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შემთხვევა სამშაბათს, გლდანის 59-ე სკოლაში მოხდა. წინასწარი ვერსიით, პირველი კლასის მოსწავლე ანდრია ასპანიძეს საწერი კალმის თავსახური გადაეყლაპა, რის შემდეგაც სუნთქვა ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.

როგორც სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, ბავშვის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ექიმებმაც ვერ შეძლეს.

"ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა, როცა ტუალეტში გასვლა მოითხოვა. პედაგოგმა გაუშვა. დაახლოებით 3 წუთში დაბრუნდა და პედაგოგს უთხრა, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა და ცოტა ხანში შეგვატყობინეს, რომ ბავშვი დაიღუპა", - უთხრა მე-9 არხის ჟურნალისტს სასწავლო ნაწილის გამგე მზია დოვოსოვამ.

დაღუპული ბავშვის ახლობლები ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ ითხოვენ, თუმცა სისხლის სამართლის საქმე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით, უკვე აღიძრა.

ბავშვის ბაბუა "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ მისი შვილიშვილის გადარჩენა ადვილი იქნებოდა, სკოლას ექიმი რომ ჰყოლოდა.

"ბავშვს კალმის თავსახური გადასცდა და მის ამოღებას რა უნდოდა? ეს ელემენტარულია და ყველამ იცის, ვისაც მედიცინასთან აქვს შეხება. ექიმი არ ჰყავთ. ამბობენ, რომ სასწრაფო გვიან მოვიდა და ბავშვი ამ დროს უკვე დაღუპული იყო", - ჰყვება თამაზ ასპანიძე.

ნორმალურია თუ არა, რომ სკოლებში, სადაც ასობით ბავშვი ნახევარ დღეს ატარებს, არ იყოს ექიმი და რას ამბობს კანონი ამ ყველაფრის შესახებ, ამ კითხვებით ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ირმა პავლიაშვილს მივმართეთ.

როგორც აღმოჩნდა, კანონის მიხედვით, სკოლა ვალდებულია ბავშვებს უსაფრთხო გარემო შესთავაზოს, თუმცა მათ ამის რესურსი თავად უნდა გამონახონ.

"კანონი ზოგადი განათლების შესახებ ამბობს, რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა, რათა მან დააკმაყოფილოს სტანდარტები. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალის, ექიმის ან ექთნის შტატი, ან შესაბამისი მომსახურეობის ხელშეკრულება ისეთ დაწესებულებასთან, რომლის საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევას უზრუნველყოფს.

სამინისტრო სკოლებს საშტატო განრიგს უმტკიცებს. მაგალითად, 2010 წელს წარდგენილი საშტატო განრიგი სამინისტრომ შეამცირა და სკოლებს მოსთხოვა, რომ ამ დამტკიცებული განრიგის მიხედვით აეყვანათ თანამშრომლები და ამ მასში არსებული ერთეულებით განესაზღვრათ თანამდებობის პირები. ეს იქნებოდა ბიბლიოთეკარი, დირექტორის თანაშემწე თუ ა.შ. ზუსტად მაშინ ამოიღეს ექიმის საშტატო ერთეული.

თუმცა, იგივე 2010 წელს მინისტრის მიერ მიღებული დებულების მიხედვით, სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და როდესაც ისინი ავტორიზაციას გაივლიდნენ, ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების მექანიზმები. ამ დებულებით სკოლები ვალდებულნი გახდნენ, რომ თვითონ მოეძებნათ რესურსი, რომლითაც ექიმებსა თუ ექთნებს აიყვანდნენ", - უთხრა "რეზონანსს" ირმა პავლიაშვილმა.

თუ რატომ გაუქმდა სკოლებში ექიმებისა და ექთნების შტატი და იგეგმება თუ არა სამომავლოდ მათი აღდგენა, რათა სკოლებში ზემოხსენებული უბედური შემთხვევის მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, "რეზონანსს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ესაუბრა. მისი თქმით, სკოლებიდან ექიმები 2010 წელს გაიყვანეს, თუმცა ისიც გასარკვევია, თუ რამდენად აკმაყოფილებდნენ სკოლაში მომუშავე ექიმები საჭირო სტანდარტებს და რამდენად მაღალი იყო მათი კვალიფიკაცია.

"ამ თემის ისტორია ასეთია - ალბათ იცით, რომ სკოლებში ექიმებისა და ექთნების შტატი იყო. 2010 წელს ეს შტატი გაუქმდა. რაიმე სამართლებრივი აქტი, რომ ესა და ეს შტატი გაუქმდეს, არ ყოფილა, მაგრამ სქემა შემდეგი იყო - მოქმედი კანონმდებლობით, მაშინაც და დღესაც, სკოლის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს საშტატო განრიგს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უთანხმებს. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის არსებობის ისტორიაში, პირველად, ეს მუხლი, 2010 წელს ამოქმედდა. ამ შეთანხმების დროს, სკოლებს შტატის ამოღება მოუწიათ. ფაქტობრივად, სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.

თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ არც იმ მომენტში და არც მანამდე, სკოლაში ექიმის კვალიფიკაციის სტანდარტი არ არსებობდა. ანუ, არ იყო განსაზღვრული, თუ რა სტანდარტი უნდა დაეკმაყოფილებინა ექიმს, რომელიც სკოლაში მუშაობდა.

ერთია, რომ მას ზოგადად ექიმის დიპლომი აქვს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ სკოლა სპეციფიკური დაწესებულებაა. თან, არ არსებობდა მათი პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა. თავისთავად, გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა იმ ადამიანის ცოდნის გადახალისება, რომელიც მხოლოდ სკოლაში მუშაობს.

ასე რომ, სტანდარტი, ბუნებრივია, ჩვენც არ დაგვხვედრია და დღესაც არ არსებობს. ამ პრობლემის მოგვარება, ზუსტად სტანდარტის შექმნით უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას თუ რა კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ექიმი, რადგან ეს არ არის ტიპიური შემთხვევა.

ამას კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნა უნდა მოჰყვეს და შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი კადრების შერჩევა იქნება, რომელთაც გადამზადება დასჭირდებათ. დღეისთვის, რამდენადაც მე ვიცი, ეგეთი კვალიფიკაციის პერსონალი უბრალოდ არ არსებობს. თუ იარსებებს, ძალიან მცირერიცხოვანი იქნება და ეს სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათი გაყვანა იოლი იყო, მაგრამ დაბრუნება, ბუნებრივია, გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. უმჯობესი იქნებოდა, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილიყო სტანდარტი და პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო მათი გადამზადებაც", - ამბობს გოგლიჩიძე.

მისივე თქმით, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ეს შტატი ისევ ამოქმედდეს. ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა დრო დასჭირდება ამას.

"რაც მე ჩამოვთვალე, იმ მოქმედებებთან ერთად, ამავდროულად საჭიროა მოხდეს იმის გადახედვა, თუ სად გამოიყოფა ფართი, რა ფორმით მოხდება მათი გადამზადება, დაფინანსება, შერჩევა და ა.შ. ვინაიდან განათლების სამინისტროს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ექიმის კონკურსი გამოაცხადოს და თავად შეარჩიოს და შეაფასოს კვალიფიციურია თუ არა ექიმი.

ამ მიმართულებით სამუშაოები იგეგმება. ამას განყენებულად არ განვიხილავთ. მას განვიხილავთ ზოგადად უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში. დღეისათვის ამ კონცეფციას რეალიზებას ვუწევთ მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. ანუ, მანდატურის საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფთ ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ უსაფრთხო სკოლა მხოლოდ ფიზიკურ გარემოს არ ნიშნავს. ეს მოიაზრებს სამედიცინო უსაფრთხოებას, სახანძრო უსაფრთხოებას და ა.შ.

"სხვათა შორის, ამ თემაზე, ჩვენ აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც ვაგრძელებთ. გარკვეული მონახაზები გვაქვს თუ როგორი მოდელით შეიძლება ეს ამუშავდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში ალუდა გოგლიჩიძე.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"