კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"
მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი, ერა­ყი­სა და ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ე­ბის ვე­ტე­რა­ნი, გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის წევ­რი, მა­ი­ო­რი მა­მუ­კა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს:

- სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან 2011 წელს და­მი­თხო­ვეს. იმ­ხა­ნად პირ­ველ სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­და­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. ავ­ღა­ნე­თი­დან, სა­დაც 8 თვე დავ­ყა­ვი, ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. რო­გორც ჩემ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ერთ-ერთი სამ­ხედ­რო და­ვით ლონ­და­რი­ძე რუ­სე­თის აგენ­ტო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შემ­დეგ ყვე­ლა, ვი­საც რუ­სეთ­ში გვქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი, დაგ­ვი­ბა­რეს (მე რი­ა­ზა­ნის სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე), ჯერ მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში დაგ­ვკი­თხეს, - რა­ტომ წახ­ვე­დი რუ­სეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად, ვინ გა­გიშ­ვაო? ვუ­თხა­რი, რომ რუ­სეთ­ში იმ­დრო­ინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძის ბრძა­ნე­ბით წა­ვე­დი. იმ­ხა­ნად, 1994 წელს, ნი­ქო­ზის სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ონ­ში ვმსა­ხუ­რობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო კი დსთ-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა იყო. მე­ო­რედ უკვე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში დაგ­ვი­ბა­რეს ყვე­ლა ოფი­ცე­რი, ვი­საც რუ­სეთ­ში გვქონ­და მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ასამ­დე კაცი. იქ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გვი­თხა­რით, რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას იქა­ურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა თუ გა­და­გი­ბი­რე­სო. ამას მოჰ­ყვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­კი­თხვე­ბი თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან. შექ­მნი­ლი ჰქონ­დათ კო­მი­სია, რო­მელ­შიც მი­ნის­ტრი­სა და გენშტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­ე­ბი შე­დი­ოდ­ნენ: გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი, მე­რაბ კი­კა­ბი­ძე და სხვე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, კო­ბა­ლა­ძე რა და­ვა­ლე­ბებს გაძ­ლევ­დაო? რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, გე­ნე­რალ კო­ბა­ლა­ძე­ზე მხო­ლოდ კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია, ღირ­სე­უ­ლი ოფი­ცე­რი და ვაჟ­კა­ცია, ის თვი­სე­ბე­ბი აქვს, რაც დღეს ასე აკ­ლია ქარ­თულ ჯარს-მეთ­ქი, რა­ზეც ძალ­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თქვა: რა ნა­ხეს ასე­თი კო­ბა­ლა­ძე­შიო. ეს შეხ­ვედ­რა 25 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს კი ბრი­გა­და­ში მო­რი­გე­ო­ბა­ზე მი­სულს, მე­თა­ურ­მა მი­თხრა, და­გი­თხო­ვე­სო. ამის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან და გიგი კა­ლან­და­ძეს­თან შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

- რო­გორც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ იმ­დრო­ინ­დელ პრო­ცე­სებს?

- პირ­ველ ქვე­ით ბრი­გა­და­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი ას­რუ­ლებ­და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და ჩვენ უნდა შეგ­ვეც­ვა­ლა. იმ­ხა­ნად პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის არას­რუ­ლი მე-11 ბა­ტა­ლი­ო­ნის ერთ-ერთი ასე­უ­ლის მე­თა­უ­რად და­ვი­ნიშ­ნე, რომ­ლის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი შიდა ქარ­თლის სო­ფე­ლი ერედ­ვი იყო, ამ სოფ­ლი­დან აჩა­ბეთ­ში, ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­ში გა­და­სას­ვლე­ლი გზა უნდა გაგ­ვე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ერთი ოცე­უ­ლი წვე­რი­ა­ხოს სი­მაღ­ლე­ზე გან­ვა­ლა­გე. სი­მაღ­ლეს, რო­მელ­ზეც მცხე­თი­ჯვრის სა­ლო­ცა­ვია, 2004 წელს, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას, ცხინ­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი მხა­რე ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებს. ამის შემ­დეგ იყო სი­მაღ­ლე, სა­დაც ჩეჩ­ნუ­რი ასე­უ­ლი იდგა რუ­სუ­ლი დრო­შის ქვეშ... ერ­თმა­ნეთს სულ 7 მეტ­რი გვა­შო­რებ­და. 2008 წლის 3 ივ­ლისს ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­ში გა­და­სას­ვლელ გზა­ზე დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვის ავ­ტო­კო­ლო­ნა აა­ფეთ­ქეს და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა სა­რა­ბუ­კის მთა, რად­გან ამ სი­მაღ­ლი­დან შეგ­ვეძ­ლო გვე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა რო­გორც შე­მოვ­ლი­თი გზა (რო­მე­ლიც წვე­რი­ა­ხოს მთა­ზე გავ­ლით აკავ­ში­რებ­და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის სოფ­ლებ­თან), ასე­ვე გარ­შე­მო მდე­ბა­რე ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი: დმე­ნი­სი, კო­ხა­თი, ქვე­მო და ზემო სა­რა­ბუ­კი. პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ვა­მაგ­რეთ და სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი ავაფ­რი­ა­ლეთ. 4 ივ­ლისს, გან­თი­ად­ზე, ცე­ცხლი გა­იხ­სნა ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან, რა­საც ცე­ცხლით ვუ­პა­სუ­ხეთ, მას შემ­დეგ ყო­ველ­ღა­მე იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და. 28 ივ­ლი­სი­დან კი უკვე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა და­ი­წყეს. 6 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს, ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ცხინ­ვა­ლი­სა­კენ და­იძ­რა, სო­ფელ ერედვ­ში III ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 32-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი ამო­ვი­და. ბრი­გა­დის მე­თა­უ­რის ბრძა­ნე­ბით, ბა­ტა­ლი­ონს ოსუ­რი სოფ­ლე­ბის - კო­ხა­თის, ქვე­მო სა­რა­ბუ­კის, ზემო სა­რა­ბუ­კის აღე­ბა­ში უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი. 7 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სოფ­ლე­ბი უდა­ნა­კარ­გოდ ავი­ღეთ, თუ არ ჩავ­თვლით სამ მსუ­ბუ­ქად დაჭ­რილს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ამო­ვი­ღეთ შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ვი­პო­ვეთ რვე­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბით, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბით, სა­ხე­ლე­ბით. და­კა­ვე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და­ვამ­შვი­დეთ, რომ ჩვენ­გან საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­დათ, ოღონდ ხელი არ უნდა შე­ე­შა­ლათ. გზა სო­ფელ თლი­ა­ყა­ნის­კენ გა­ვაგ­რძე­ლეთ, რო­მე­ლიც ძალ­ზე ახ­ლოა ჯა­ვას­თან. ამ დროს და­მი­რე­კა მე­გო­ბარ­მა და მი­თხრა რომ ჩემი ძმა, გი­ორ­გი წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გო­რის სა­ტან­კო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და, და­ბომბვა­ში მოყ­ვა და ჰოს­პი­ტალ­ში იყო, კავ­ში­რი წყდე­ბო­და, ძმის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მეტი ვე­რა­ფე­რი შე­ვი­ტყვე და ისღა დამ­რჩე­ნო­და, და­სა­ხულ ამო­ცა­ნა­ზე მე­ფიქ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ად­გი­ლამ­დე ერთი ასე­უ­ლი­ღა მი­ვე­დით, რად­გან ბა­ტა­ლი­ო­ნის სხვა მე­ომ­რებ­მა ხე­ო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­მო­სას­ვლე­ლი გზე­ბი გა­და­კე­ტეს და გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო ძალა აღარ გვყავ­და. არა­და, წე­სით, ეს გზე­ბი რე­ზერ­ვის­ტთა ასე­უ­ლებს უნდა გა­და­ე­კე­ტათ; რე­ა­ლუ­რად კი რა მოხ­და? რე­ზერ­ვის­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა იმის ნაც­ვლად, რომ ჩვენ­თვის ზურ­გი გა­ე­მაგ­რე­ბი­ნათ, გორ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ტაქ­სე­ბი და­ი­ქი­რა­ვა და სახ­ლებ­ში გა­იქ­ცა... არა­და, ყვე­ლა ჩა­მო­სას­ვლე­ლი გზა უნდა გა­და­კე­ტი­ლი­ყო, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ალ­ყა­ში რომ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ა­თი­ა­ნი ზავი გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც ბრძო­ლა­ში რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია ჩა­ერ­თო და ჩვე­ნი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და. სამი სა­ა­თის შემ­დეგ უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეთ.

- ვინ გას­ცა უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბა?

- ალ­ბათ, უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა, სხვას ამის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. ამის შემ­დეგ სო­ფელ ერედვ­ში ჩა­ვე­დი, რო­მე­ლიც მი­წას­თან იყო გას­წო­რე­ბუ­ლი. 10 აგ­ვის­ტოს კი ტი­რძნის­ში ჩა­ვე­დით, ცხინ­ვა­ლის გარ­შე­მო ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის დაც­ვის მიზ­ნით. ამის შემ­დეგ კი­დევ ერთი ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეთ უკან­და­ხე­ვის შე­სა­ხებ.

- სამ­ხედ­რო პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს მარ­თლა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით უკავ­შირ­დე­ბო­დით?

- ეს მცი­რე ხნით. შემ­დეგ ყვე­ლა სიგ­ნა­ლი ჩა­ახშვეს, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბა­ში ისე იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ცხინ­ვალ­ში გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ლუ­მი­სათ­ვის დრო­შე­ბი და წი­თე­ლი ხა­ლი­ჩე­ბი ჰქონ­დათ მზა­დო.

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერგნეთ­თან დრო­შე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნა ედ­გათ გამ­ზა­დე­ბუ­ლი და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, ვინ პირ­ვე­ლი ააფ­რი­ა­ლებ­და დრო­შას. იქ, სა­დაც ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნი იბ­რძო­და, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, ოფი­ცერ­თა ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ბრძა­ნე­ბას ხში­რად გას­ცემ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, მათ შო­რის, ლა­პა­რა­კი იყო თბი­ლი­სის მერ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­ზე.

- ვისი და რისი ბრა­ლი იყო, რომ ომი მხო­ლოდ ხუთ დღეს გაგ­რძელ­და და ქარ­თუ­ლი არ­მია არ აღ­მოჩ­ნდა ისე ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, რო­გორც ამა­ში ტე­ლეკ­ლი­პე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ?

- აფხა­ზე­თის ომი ცა­მეტ თვე­სა და ცა­მეტ დღეს გაგ­რძელ­და, თუმ­ცა იმ­ხა­ნად არ გვყო­ლია ისე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ­მია, რო­გო­რიც 2008 წელს. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ომში მთა­ვა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა კი არა, საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა, საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ამის მი­ზე­ზი ისიც არის, რომ 2004 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის დის­კრი­მი­ნა­ცი­ამ, მისი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვამ მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო. ჯარი ნა­თე­სა­ურ-კლა­ნუ­რი პრინ­ცი­პით ყა­ლიბ­დე­ბო­და და არა პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით. უცხო­ეთ­ში, მათ შო­რის აშშ-ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ოც­მე­თა­უ­რე­ბი, ას­მე­თა­უ­რე­ბი და ა.შ. ქარ­თულ ჯარ­ში შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე კი არა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, თბილ ად­გი­ლებ­ზე ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, ქვე­და­ნა­ყო­ფებ­თან კი ერთი და იგი­ვე ხალ­ხი მუ­შა­ობ­და, რა­მაც ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა მო­არ­ყია, ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­საც დავ­შორ­დით. ყვე­ლას გვახ­სოვს ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­სას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლის, თინა ქე­ი­დე­ნა­უს გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს და­ნიშ­ვნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ იყო, ახა­ლა­ი­ას მი­სა­მარ­თით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბის გამო, მაგ­რამ... ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას და არც ოქ­რუ­აშ­ვილს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი არ გა­უვ­ლი­ათ, სამ­ხედ­რო ფორ­მა არ სცმი­ათ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის ერთი წევ­რი ან ნა­თე­სა­ვი მა­ინც და­ა­სა­ხე­ლონ, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თის ან ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და! ჩვენ, გე­ნე­რალ­თა კლუბს, უამ­რა­ვი ოფი­ცე­რი მოგ­ვმარ­თავს სა­ჩივ­რით, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი, ღირ­სე­ბა ილა­ხე­ბო­და; ცხა­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჩივ­რე­ბი უნდა გა­ნი­ხი­ლოს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს! ზო­გი­ერ­თი ბაჩო ახა­ლა­ი­ას უფ­ლე­ბებს იცავს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კი აღარ ახ­სოვს.

ცნო­ბი­სათ­ვის

მა­მუ­კა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით 2001 წელს კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რის გამო, როცა რუ­სებ­მა დე­სან­ტი გად­მოს­ხეს აჟა­რა­ში.

2002 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში, რის­თვი­საც მი­ი­ღო მე­და­ლი "მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის".

2008 წელს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია მედ­ლით "მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის".

2011 წელს და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

ესა­უბ­რა ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"

მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"

შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს თადარიგის ოფიცერი, ერაყისა და ავღანეთის მისიების ვეტერანი, გენერალთა კლუბის წევრი, მაიორი მამუკა წკრიალაშვილი გამოხატავს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2011 წელს დამითხოვეს. იმხანად პირველ საარტილერიო ბრიგადაში ვმსახურობდი. ავღანეთიდან, სადაც 8 თვე დავყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი სამხედრო დავით ლონდარიძე რუსეთის აგენტობის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ ყველა, ვისაც რუსეთში გვქონდა დამთავრებული სამხედრო სასწავლებელი, დაგვიბარეს (მე რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი დავამთავრე), ჯერ მოდულის შენობაში დაგვკითხეს, - რატომ წახვედი რუსეთში სასწავლებლად, ვინ გაგიშვაო? ვუთხარი, რომ რუსეთში იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის ბრძანებით წავედი. იმხანად, 1994 წელს, ნიქოზის სამშვიდობო ბატალიონში ვმსახურობდი, საქართველო კი დსთ-ს წევრი ქვეყანა იყო. მეორედ უკვე სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს ყველა ოფიცერი, ვისაც რუსეთში გვქონდა მიღებული განათლება, დაახლოებით ასამდე კაცი. იქ გვეუბნებოდნენ, გვითხარით, რუსეთში სწავლისას იქაურმა სპეცსამსახურებმა თუ გადაგიბირესო. ამას მოჰყვა ინდივიდუალური დაკითხვები თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან. შექმნილი ჰქონდათ კომისია, რომელშიც მინისტრისა და გენშტაბის უფროსის მოადგილეები შედიოდნენ: გიორგი კალანდაძე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, მერაბ კიკაბიძე და სხვები. განსაკუთრებული ინტერესით მეკითხებოდნენ, კობალაძე რა დავალებებს გაძლევდაო? რაზეც ვუპასუხე, ყველა დავალება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესიდან გამომდინარე იყო, გენერალ კობალაძეზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ღირსეული ოფიცერი და ვაჟკაცია, ის თვისებები აქვს, რაც დღეს ასე აკლია ქართულ ჯარს-მეთქი, რაზეც ძალზე გაღიზიანებულმა ბაჩო ახალაიამ თქვა: რა ნახეს ასეთი კობალაძეშიო. ეს შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართა. 1-ელ ოქტომბერს კი ბრიგადაში მორიგეობაზე მისულს, მეთაურმა მითხრა, დაგითხოვესო. ამის შემდეგ რამდენჯერმე ვცადე ბაჩო ახალაიასთან და გიგი კალანდაძესთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ.

- როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, როგორ შეაფასებთ იმდროინდელ პროცესებს?

- პირველ ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი. შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი ასრულებდა სამშვიდობო მისიას ცხინვალის რეგიონში და ჩვენ უნდა შეგვეცვალა. იმხანად პირველი ქვეითი ბრიგადის არასრული მე-11 ბატალიონის ერთ-ერთი ასეულის მეთაურად დავინიშნე, რომლის დისლოკაციის ადგილი შიდა ქართლის სოფელი ერედვი იყო, ამ სოფლიდან აჩაბეთში, ლიახვის ხეობაში გადასასვლელი გზა უნდა გაგვეკონტროლებინა. ერთი ოცეული წვერიახოს სიმაღლეზე განვალაგე. სიმაღლეს, რომელზეც მცხეთიჯვრის სალოცავია, 2004 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობისას, ცხინვალში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქართული მხარე ვეღარ აკონტროლებს. ამის შემდეგ იყო სიმაღლე, სადაც ჩეჩნური ასეული იდგა რუსული დროშის ქვეშ... ერთმანეთს სულ 7 მეტრი გვაშორებდა. 2008 წლის 3 ივლისს ლიახვის ხეობაში გადასასვლელ გზაზე დიმიტრი სანაკოევის ავტოკოლონა ააფეთქეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკავებინა სარაბუკის მთა, რადგან ამ სიმაღლიდან შეგვეძლო გვეკონტროლებინა როგორც შემოვლითი გზა (რომელიც წვერიახოს მთაზე გავლით აკავშირებდა დანარჩენ საქართველოს ლიახვის ხეობის სოფლებთან), ასევე გარშემო მდებარე ოსებით დასახლებული სოფლები: დმენისი, კოხათი, ქვემო და ზემო სარაბუკი. პოზიციები გავამაგრეთ და სამშვიდობო ძალებისა და ქართული დროშები ავაფრიალეთ. 4 ივლისს, განთიადზე, ცეცხლი გაიხსნა ოსებით დასახლებული სოფლებიდან, რასაც ცეცხლით ვუპასუხეთ, მას შემდეგ ყოველღამე იგივე მეორდებოდა. 28 ივლისიდან კი უკვე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს. 6 აგვისტოს, საღამოს, ჩვენი ქვედანაყოფები, ბრძანების თანახმად, ცხინვალისაკენ დაიძრა, სოფელ ერედვში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამოვიდა. ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, ბატალიონს ოსური სოფლების - კოხათის, ქვემო სარაბუკის, ზემო სარაბუკის აღებაში უნდა დავხმარებოდი. 7 აგვისტოს, დილით, აღნიშნული სოფლები უდანაკარგოდ ავიღეთ, თუ არ ჩავთვლით სამ მსუბუქად დაჭრილს. მოწინააღმდეგისაგან მიტოვებული საბრძოლო პოზიციებიდან ამოვიღეთ შეიარაღება, ვიპოვეთ რვეული კოორდინატებით, ტელეფონის ნომრებით, სახელებით. დაკავებული სოფლების მოსახლეობა დავამშვიდეთ, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრებოდათ, ოღონდ ხელი არ უნდა შეეშალათ. გზა სოფელ თლიაყანისკენ გავაგრძელეთ, რომელიც ძალზე ახლოა ჯავასთან. ამ დროს დამირეკა მეგობარმა და მითხრა რომ ჩემი ძმა, გიორგი წკრიალაშვილი, რომელიც გორის სატანკო ნაწილში მსახურობდა, დაბომბვაში მოყვა და ჰოსპიტალში იყო, კავშირი წყდებოდა, ძმის მდგომარეობაზე მეტი ვერაფერი შევიტყვე და ისღა დამრჩენოდა, დასახულ ამოცანაზე მეფიქრა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილამდე ერთი ასეულიღა მივედით, რადგან ბატალიონის სხვა მეომრებმა ხეობაში მოწინააღმდეგის სავარაუდო ჩამოსასვლელი გზები გადაკეტეს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის შესაბამისი სამხედრო ძალა აღარ გვყავდა. არადა, წესით, ეს გზები რეზერვისტთა ასეულებს უნდა გადაეკეტათ; რეალურად კი რა მოხდა? რეზერვისტების დიდმა ნაწილმა იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის ზურგი გაემაგრებინათ, გორში ჩასვლის შემდეგ ტაქსები დაიქირავა და სახლებში გაიქცა... არადა, ყველა ჩამოსასვლელი გზა უნდა გადაკეტილიყო, მოწინააღმდეგის ალყაში რომ არ მოვქცეულიყავით. ამის შემდეგ დროებითი სამსაათიანი ზავი გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრძოლაში რუსული ავიაცია ჩაერთო და ჩვენი საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა. სამი საათის შემდეგ უკან დახევის ბრძანება მივიღეთ.

- ვინ გასცა უკან დახევის ბრძანება?

- ალბათ, უმაღლესმა მთავარსარდალმა, სხვას ამის უფლება არავის აქვს. ამის შემდეგ სოფელ ერედვში ჩავედი, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. 10 აგვისტოს კი ტირძნისში ჩავედით, ცხინვალის გარშემო ქართული სოფლების დაცვის მიზნით. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება მივიღეთ უკანდახევის შესახებ.

- სამხედრო პირები ერთმანეთს მართლა მობილური ტელეფონებით უკავშირდებოდით?

- ეს მცირე ხნით. შემდეგ ყველა სიგნალი ჩაახშვეს, კავშირგაბმულობა მწყობრიდან გამოვიდა.

- ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება ამ ომში გამარჯვებაში ისე იყო დარწმუნებული, ცხინვალში გამარჯვების აღლუმისათვის დროშები და წითელი ხალიჩები ჰქონდათ მზადო.

- ჩემი ინფორმაციით, ერგნეთთან დროშებით დატვირთული მანქანა ედგათ გამზადებული და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ პირველი ააფრიალებდა დროშას. იქ, სადაც ჩვენი ბატალიონი იბრძოდა, ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა, ოფიცერთა ნაწილი ამბობდა, რომ საბრძოლო მოქმედებებისას ბრძანებას ხშირად გასცემდნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის, ლაპარაკი იყო თბილისის მერზე, პარლამენტის წევრებზე.

- ვისი და რისი ბრალი იყო, რომ ომი მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა და ქართული არმია არ აღმოჩნდა ისე ბრძოლისუნარიანი, როგორც ამაში ტელეკლიპები გვარწმუნებდნენ?

- აფხაზეთის ომი ცამეტ თვესა და ცამეტ დღეს გაგრძელდა, თუმცა იმხანად არ გვყოლია ისეთი შეიარაღებული არმია, როგორიც 2008 წელს. ეს ადასტურებს, რომ ომში მთავარი შეიარაღება კი არა, საბრძოლო სულისკვეთება, საქმისადმი დამოკიდებულებაა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ 2004 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ადამიანის დისკრიმინაციამ, მისი უფლებების შელახვამ მასობრივი სახე მიიღო. ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა და არა პროფესიული ნიშნით. უცხოეთში, მათ შორის აშშ-ში განათლების მიღების შემდეგ ოცმეთაურები, ასმეთაურები და ა.შ. ქართულ ჯარში შესაბამის თანამდებობებზე კი არა, თავდაცვის სამინისტროში, თბილ ადგილებზე ინიშნებოდნენ, ქვედანაყოფებთან კი ერთი და იგივე ხალხი მუშაობდა, რამაც ჯარის სტრუქტურა მოარყია, ნატოს სტანდარტებსაც დავშორდით. ყველას გვახსოვს ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს განცხადება, რომ ეს დანიშვნა რეკომენდებული არ იყო, ახალაიას მისამართით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული კითხვის ნიშნების გამო, მაგრამ... ჩემი ინფორმაციით, არც ბაჩანა ახალაიას და არც ოქრუაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ, სამხედრო ფორმა არ სცმიათ. მაღალჩინოსნებმა თავიანთი ოჯახის ერთი წევრი ან ნათესავი მაინც დაასახელონ, რომელიც ავღანეთის ან ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა! ჩვენ, გენერალთა კლუბს, უამრავი ოფიცერი მოგვმართავს საჩივრით, რომ მათი უფლებები, ღირსება ილახებოდა; ცხადია, პროკურატურამ ამ ადამიანების საჩივრები უნდა განიხილოს და სამართლიანობა აღდგეს! ზოგიერთი ბაჩო ახალაიას უფლებებს იცავს, ეს ადამიანები კი აღარ ახსოვს.

ცნობისათვის

მამუკა წკრიალაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით 2001 წელს კოდორის ხეობაში სამსახურის გამო, როცა რუსებმა დესანტი გადმოსხეს აჟარაში.

2002 წელს მონაწილეობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რისთვისაც მიიღო მედალი "მხედრული მამაცობისათვის".

2008 წელს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისათვის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისთვის".

2011 წელს დაჯილდოვდა მედლით ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე