კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლიმპიელმა ბიოლოგიური დედა იპოვა
წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლიმპიელმა ბიოლოგიური დედა იპოვა

22 წლის ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ქვე­და ნა­წი­ლის გა­რე­შე და­ი­ბა­და, მსოფ­ლიო კლა­სის მო­ცუ­რა­ვეა. წლე­ვან­დელ პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, სტო­უ­ნი აშშ-ის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და და რამ­დე­ნი­მე მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. გო­გო­ნა წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არის, ის ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში იზ­რდე­ბო­და.

ელი­ზა­ბეთ სტო­უ­ნი, იგი­ვე ქე­თე­ვან ხურ­ცი­ძე ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რი­დან მი­ჩი­გა­ნელ­მა ფსი­ქო­თე­რა­პევტმა ლინ­და სტო­უნ­მა იშ­ვი­ლა და აშშ-ში ჩა­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ოთხი წლის გო­გო­ნას კი­დუ­რის პირ­ვე­ლი პრო­თე­ზი გა­უ­კე­თეს.

ელი­ზა­ბე­თის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა 73 წლის ლი­ა­ნა ხურ­ცი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ფელ დი­ხაშ­ხო­ში ცხოვ­რობს, მა­მას ამ­ბერ­კი ერ­ქვა. ოჯახ­ში ქე­თე­ვა­ნი მე­სა­მე შვი­ლი იყო.

მის და­ბა­დე­ბამ­დე 3 წლით ადრე ოჯახ­ში ტყუ­პე­ბი გაჩ­ნდნენ: ელი­ზა­ბე­თის ძმა - ლაშა და და - თე­ო­ნა.

ელი­ზა­ბე­თი 1990 წელს და­ი­ბა­და და­ა­ვა­დე­ბით, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში თე­ძოს ძვლის პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი კე­რის დე­ფი­ცი­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა აცხა­დებს, ექი­მებ­მა და ოჯა­ხის მე­გობ­რებ­მა მისი მე­უღ­ლე და­არ­წმუ­ნეს, რომ ქე­თე­ვა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ.

პა­ტა­რას­თვის პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა ღა­რიბ­მა ოჯახ­მა ვერ შეძ­ლო. მათ ოჯახ­ში ქე­თე­ვა­ნის გარ­და, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ცხოვ­რობ­და, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბის სი­დუ­ხ­ჭი­რე მე­ფობ­და. ლი­ა­ნას თქმით, ქა­ლიშ­ვი­ლი მხო­ლოდ ერთხელ ნახა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი მის გა­რე­შე გა­და­წყდა.

ქე­თე­ვა­ნი ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს. გო­გო­ნას გაშ­ვი­ლე­ბამ­დე მისი ნახ­ვა მა­მას და ოჯა­ხის მე­გო­ბარს შე­ეძ­ლო. მხო­ლოდ მათ იცოდ­ნენ გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ლი­ა­ნა ამ­ბობს, რომ არ იცის, ჰქონ­დათ თუ არა მათ ქე­თე­ვა­ნის გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია. თუმ­ცა, შემ­დეგ ორი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა ყვე­ლა კი­თხვა, რო­მე­ლიც ქე­თე­ვა­ნის შე­სა­ხებ აწუ­ხებ­და.

რო­გორც გო­გო­ნას ძმა, ლაშა ამ­ბობს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­კარ­გუ­ლი დის ფიქ­რში ტკი­ვი­ლით იცხოვ­რა. ქე­თე­ვა­ნის და­საც ძა­ლი­ან სურს მისი გაც­ნო­ბა.

"იმე­დი მაქვს მას გა­ვიც­ნობ. არ ვიცი უნდა თუ არა ჩვე­ნი გაც­ნო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობს, რომ მი­ვა­ტო­ვეთ. შე­იძ­ლე­ბა არც გვა­პა­ტი­ოს, მაგ­რამ რო­გორც დედ­მა­მიშ­ვილს, რო­გორც ერთ სის­ხლსა და ხორცს ძა­ლი­ან მინ­და, შევ­ხვდე", - ამ­ბობს თე­ო­ნა.

ქე­თე­ვა­ნის გამ­ზრდე­ლის, ლინ­და სტო­უ­ნის თქმით, ქე­თე­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­დეგ მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან შორს, მი­ჩი­გან­ში დაბ­რუნ­და. თურ­მე ქე­თე­ვა­ნი მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­თან თა­მა­შის დროს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და და მე­გობ­რებს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკ­საც ას­წავ­ლი­და. ლინ­და აცხა­დებს, რომ ელი­ზა­ბეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლას და ხურ­ცი­ძე­ე­ბის გაც­ნო­ბას აპი­რებს.

"ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას შევ­ხვდე­ბო­დი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ვცდი­ლობ­დი, გა­მე­გო იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც წარ­მო­შო­ბით ვარ. მათ ინ­გლი­სუ­რი არ იცი­ან, მე ქარ­თუ­ლად კარ­გად ვერ ვსა­უბ­რობ. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ამა­რელ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ქე­თე­ვა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლიმპიელმა ბიოლოგიური დედა იპოვა

წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლიმპიელმა ბიოლოგიური დედა იპოვა

22 წლის ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. წლევანდელ პარაოლიმპიურ თამაშებზე, სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობდა და რამდენიმე მედალი მოიპოვა. გოგონა წარმოშობით საქართველოდან არის, ის ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.

ელიზაბეთ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე ბავშვთა თავშესაფრიდან მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის გოგონას კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს.

ელიზაბეთის ბიოლოგიური დედა 73 წლის ლიანა ხურციძე საქართველოში, სოფელ დიხაშხოში ცხოვრობს, მამას ამბერკი ერქვა. ოჯახში ქეთევანი მესამე შვილი იყო.

მის დაბადებამდე 3 წლით ადრე ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ: ელიზაბეთის ძმა - ლაშა და და - თეონა.

ელიზაბეთი 1990 წელს დაიბადა დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი. როგორც ქალბატონი ლიანა აცხადებს, ექიმებმა და ოჯახის მეგობრებმა მისი მეუღლე დაარწმუნეს, რომ ქეთევანის გადასარჩენად უკეთესი იქნებოდა, ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ.

პატარასთვის პროთეზის გაკეთება და განსაკუთრებული სამედიცინო დახმარების გაწევა ღარიბმა ოჯახმა ვერ შეძლო. მათ ოჯახში ქეთევანის გარდა, ორი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდა, ხოლო ქვეყანაში 90-იანი წლების სიდუხჭირე მეფობდა. ლიანას თქმით, ქალიშვილი მხოლოდ ერთხელ ნახა და სხვა ყველაფერი მის გარეშე გადაწყდა.

ქეთევანი ქუთაისის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. გოგონას გაშვილებამდე მისი ნახვა მამას და ოჯახის მეგობარს შეეძლო. მხოლოდ მათ იცოდნენ გოგონას ადგილსამყოფელი. ლიანა ამბობს, რომ არ იცის, ჰქონდათ თუ არა მათ ქეთევანის გაშვილების შესახებ რაიმე ინფორმაცია. თუმცა, შემდეგ ორივე გარდაიცვალა და უპასუხოდ დარჩა ყველა კითხვა, რომელიც ქეთევანის შესახებ აწუხებდა.

როგორც გოგონას ძმა, ლაშა ამბობს, მთელი ცხოვრება დაკარგული დის ფიქრში ტკივილით იცხოვრა. ქეთევანის დასაც ძალიან სურს მისი გაცნობა.

"იმედი მაქვს მას გავიცნობ. არ ვიცი უნდა თუ არა ჩვენი გაცნობა, შეიძლება ფიქრობს, რომ მივატოვეთ. შეიძლება არც გვაპატიოს, მაგრამ როგორც დედმამიშვილს, როგორც ერთ სისხლსა და ხორცს ძალიან მინდა, შევხვდე", - ამბობს თეონა.

ქეთევანის გამზრდელის, ლინდა სტოუნის თქმით, ქეთევანის შვილად აყვანის შემდეგ მშობლიური ქვეყნიდან ძალიან შორს, მიჩიგანში დაბრუნდა. თურმე ქეთევანი მეზობლის ბავშვებთან თამაშის დროს ქართულად ლაპარაკობდა და მეგობრებს ქართულად ლაპარაკსაც ასწავლიდა. ლინდა აცხადებს, რომ ელიზაბეთთან ერთად საქართველოში ჩასვლას და ხურციძეების გაცნობას აპირებს.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ვცდილობდი, გამეგო იმ ქვეყნის კულტურისა და ცხოვრების შესახებ, საიდანაც წარმოშობით ვარ. მათ ინგლისური არ იციან, მე ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ამარელვებელი იქნება", - ამბობს ქეთევანი.

მომზადებულია რადიო "თავისუფლების" მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"