პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში "დაკარგულები"
შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში "დაკარგულები"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნი რამ ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ხან­და­ხან რთუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მახ­სოვ­რო და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე. ზო­გა­დად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დე და რა­ი­მე გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვერც ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბულ ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს, აკო მი­ნაშ­ვილს, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­ურ­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სხვა ოდი­ო­ზურ სა­ხე­ებს წარ­მო­ვიდ­გენ­დით.

პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი აწ უკვე ოპო­ზი­ცი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა", რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ისევ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. სა­ოც­რე­ბაა, მაგ­რამ "ბო­ბო­ხი­ძე გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­საც" ვერ შე­ე­ლივ­ნენ, თუმ­ცა არა მგო­ნია, თუ გუ­ბაზ­ზე ხე­ლის აწე­ვა გა­ბე­და, ცნო­ბი­ლი "მი­ლი­ო­ნე­რი" ამას პეტ­რე მამ­რა­ძი­სე­უ­ლი სიმ­შვი­დით შეხ­ვდეს.

"ნა­ცე­ბის" ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი უც­ნა­უ­რად გაქ­რა. არა­და, მახ­სოვს, როცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რედ გა­ი­მარ­ჯვეს, მათი რი­გე­ბი­დან მხო­ლოდ მაია ნა­დი­რა­ძე გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმ­დე­ნად აღი­ზი­ა­ნებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, უბ­რა­ლოდ "გა­და­მა­ლეს". ამ­ჯე­რად წმენ­დას უფრო მეტი სახე შე­ე­წი­რა.

ვერა ქო­ბა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგ­რე­სი­ას მხო­ლოდ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო იწ­ვევ­და, თო­რემ რე­ა­ლუ­რად, მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი თით­ქმის არ გვახ­სოვს. მას ხში­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბი­თაც ამ­კობ­დნენ, იყო დრო, რო­დე­საც ბარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი პი­კან­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გამო კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ვე­რას პერ­სო­ნას არა­სო­დეს მი­უღ­წე­ვია აგ­რე­სი­ის იმ სი­მაღ­ლემ­დე, სა­დამ­დეც თუნ­დაც თა­ვის დრო­ზე მაია ნა­დი­რა­ძე და ამ­ჯე­რად ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი ავიდ­ნენ. სკან­და­ლუ­რი იყო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. მდგრა­დი მი­ნის­ტრის მა­შინ­დე­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა არც ისე მდგრა­დი აღ­მოჩ­ნდა და პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას მისი პი­რა­დუ­ლიც შე­ე­წი­რა.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვერა პო­ლი­ტი­კური არე­ნი­დან გა­ქრა. ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს.

პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გახ­და ნინო კა­ლან­და­ძეც, რო­მე­ლიც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლე იყო. რო­გორც ჩანს, მაია ფან­ჯი­კი­ძე ვერ მო­ი­ხიბ­ლა მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ და­ტო­ვა. არა მგო­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლურ შურ­თან გვქო­ნო­და საქ­მე, რად­გან ვა­შა­ძის ერთ-ერთ მო­ად­გი­ლე სერ­გი კა­პა­ნა­ძეს ფან­ჯი­კი­ძემ დარ­ჩე­ნა და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ კა­პა­ნა­ძე ამ წი­ნა­და­დე­ბას არ და­თან­ხმდა. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც" რჩე­ბი­ან პარ­ტი­ის ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუნ­დაც პარ­ტი­ამ ისი­ნი და­ი­ვი­წყოს. ამის მა­გა­ლი­თი გახ­ლავთ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გამ­ქრა­ლი და სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი ნიკა გვა­რა­მი­აც, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ამ­პლუ­ა­ში დაგ­ვიბ­რუნ­და.

ზო­გა­დად ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თგვარ მო­დად იქცა სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლის მორ­გე­ბა და შემ­დგომ სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­რე­ბა, თუმ­ცა ისიც ვნა­ხეთ, რო­გორ დაბ­რუნ­და ნას­წავ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე და კი­ნა­ღამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

დღეს ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბა­ში ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა, ამას არც პო­ლი­ტი­კურ გუნდში უარ­ყო­ფენ, შე­სა­ბა­მი­სად, მა­შინ­დე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის სახე მისი გა­დად­გო­მის დღი­დან­ვე გაქ­რა ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან. სად არის "ცი­ხე­ე­ბის დე­დო­ფა­ლი", რო­გორც მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით უწო­დეს, არა­ვინ იცის. სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, არც არა­ვინ კი­თხუ­ლობს. ლე­გენ­დე­ბი, რომ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და, ისევ ლე­გენ­დე­ბად დარ­ჩა. ის არც პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­უ­ცი­ათ და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო, მაგ­რამ ორაზ­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რი მხო­ლოდ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ა­კე­თა. მე­ო­რე დღეს პრე­ზი­დენტს წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და გა­დად­გა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მას­ზე გა­ბე­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გაქ­რა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაბ­რუნ­და და დღეს ცი­ხე­ში გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა.

ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა მის­მა ძმამ დათა ახა­ლა­ი­ამ, სად არის დღეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და დად­გე­ბა თუ არა მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ჯერ უც­ნო­ბია. ორი კვი­რის წინ დათა ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლეს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ბავ­შვს "სკან­და­ლუ­რი" ბი­ძის სა­ხე­ლი, ბა­ჩა­ნა და­არ­ქვეს.

პო­ლი­ტი­კო­სი არ არის და ალ­ბათ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას დღემ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და პრე­ზი­დენ­ტის "ნე­ბი­ე­რას" უწო­დე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ მოხ­ვდა "და­კარ­გულ­თა" სი­ა­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძე. მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს და ხან­და­ხან წე­ლი­წად­ში ორ­ჯე­რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ მომ­ღერ­ლებ­თან დუ­ეტს წერ­და, დღეს აღარ ჩანს.

მი­უ­ზიკ­ლე­ბის ხარ­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად სო­ფოს­თვის იდ­გმე­ბო­და, ლე­გენ­დე­ბი ვრცელ­დე­ბო­და. სო­ფოს და სპექ­ტაკლზე მო­მუ­შა­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს მა­შინ ეს სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნი­დათ, თუმ­ცა გა­სულ კვი­რას ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ მი­უ­ზიკ­ლი "ქეთო და კოტე" სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 2 მი­ლი­ონ 125 ათა­სი ლარი და­უჯ­და, ბა­თუმ­ში ან­დრია ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტის­თვის კი, სა­დაც სო­ფომ მო­რი­გი დუ­ე­ტი შე­ას­რუ­ლა, პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან 2,4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

სოფო წი­ნა­სა­არ­ჩევნ­ოდ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" მზა­დე­ბი­სას პარ­ტი­უ­ლი მა­ი­სუ­რის ჩაც­მით გა­მო­ხა­ტავ­და. მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ყველ­გან იყო და "ქალი-დუ­ტაც" კი შე­არ­ქვეს, დღეს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩნდე­ბა, ისიც იშ­ვი­ა­თად.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხე­ებ­ი­დან უგზო-უკვლოდ გამ­ქრალ­თა სიას შე­უ­ერ­თდა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. გამ­ქრა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან წე­რი­ლე­ბით მხო­ლოდ დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა მოგ­ვმარ­თა. ერთი პე­რი­ო­დი ისე მო­ე­წო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი წე­რი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ლა­მის ჩვე­ვა­ში გა­და­ე­ზარ­და, მაგ­რამ რუხ­მა კარ­დი­ნალ­მა (ასე უწო­დებ­დნენ ექსმი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს) ერთი წე­რი­ლის ღირ­სიც არ გა­ხა­და ქარ­თვე­ლი ერი.

დღეს არა­ვინ იცის, სად იმ­ყო­ფე­ბა ადე­იშ­ვი­ლი, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ ვენ­დო­ბით, გაქ­ცე­ულ ექსმი­ნისტრს ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ეს­ტუმ­რა და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ადე­იშ­ვილს ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კბი­ლე­ბი ჩა­უმტვრია და ცხვი­რი "შე­უ­ლა­მა­ზა", თუმ­ცა ამ ამ­ბავ­ში სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია, რად­გან ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ "ოქრო" რე­ვან­შის­თვის ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ემ­ზა­დე­ბო­და.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სპექტრი­დან "და­კარ­გულ­თა" სიას ამ­ჯე­რად პირ­ვე­ლი ლე­დით და­ვას­რუ­ლებთ. სან­დრა რუ­ლოვ­სი ბოლო წლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე ჩნდე­ბო­და. არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ კი პირ­ვე­ლი ლედი ტე­ლე­ვი­ზი­ით აღარ გვი­ნა­ხავს. პრე­ზი­დენ­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ოჯახ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი. ამ­ჯე­რა­დაც ახალ­მა ჭორ­მა არ და­ა­ყოვ­ნა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბამ­დე მო­უ­წო­დებ­და უფ­რო­სი ვაჟი მამა-სა­ა­კაშ­ვილს გა­დად­გო­მის­კენ, ამ­ბო­ბენ, რომ მამა-შვილს შო­რის ამის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც მომ­ხდა­რა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ედუ­არ­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ტინ­გებ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ამ­ბა­ვი ცოტა და­უ­ჯე­რებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.

მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას "და­კარ­გუ­ლე­ბი" მხო­ლოდ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­გებ­ში არ გვი­ძებ­ნია. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ერთი-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით შე­მოგ­ვე­ფან­ტა სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა: ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი და ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი.

ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ თუნ­დაც ერთი კვი­რა ცნო­ბი­ლი მშრო­მე­ლე­ბის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­რე­შე ჩა­ივ­ლი­და. დღეს აღარ ის­მის მათი ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბი და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი კი არა, სოსო შატ­ბე­რაშ­ვი­ლიც სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­და. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი გა­ი­ბუტ­ნენ, მათ ხომ "უკა­ნას­კნე­ლი შან­სი" მის­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ და მშრო­მე­ლებ­მაც "ქვეყ­ნის შე­ნე­ბა" ვერ და­ი­წყეს...

მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვა პო­ლი­ტი­კა და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ. ექი­მი, მე­წარ­მე, ლი­დე­რი, ბო­ლომ­დე ასე დარ­ჩა და ამ სამ­მა რე­გა­ლი­ამ პო­ლი­ტი­კო­სო­ბა ვე­ღარ და­ი­ტია. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი­ვით გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ "ახალ­მა მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა" პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სი და­კარ­გეს, რად­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ გა­ერ­თი­ან­დნენ. მათ მი­მართ ხალ­ხის აგ­რე­სია ნაკ­ლე­ბად შე­იმ­ჩნე­ო­და, მაგ­რამ ბოლო დროს არც მხარ­დამ­ჭერ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ფაქ­ტია, რომ სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ჩაბ­მის შემ­დეგ პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ი­ჩაგრნენ და მძი­მე შე­დე­გი­თაც და­ას­რუ­ლეს. და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლა და პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, მაგ­რამ დარ­ჩნენ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი: ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე, მა­ნა­ნა ნა­ჭყე­ბია, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძე, თუმ­ცა დღეს ისი­ნი არ­სად ჩა­ნან და სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტებ­შიც არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი და პარ­ტი­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო კლი­პე­ბი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, ალ­ბათ მა­ინც ლე­ი­ბო­რის­ტებ­სა და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი მუდ­მი­ვად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის რო­ბი­ნჰუ­დო­ბამ ღა­რი­ბე­ბი გა­ა­ხა­რა, მდიდ­რე­ბი კი შე­ა­ში­ნა. მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი", რომ­ლე­ბიც ხმა­უ­რი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ჩევ­ნებ­ში მა­ინც და­მარ­ცხდნენ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი გზა აირ­ჩი­ეს "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა". არ ვიცი, ვინ იზ­რუ­ნა მათ პი­არ­ზე, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ვი იყო მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წინ ტრი­ბუ­ნას­თან მდგა­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე, რო­მე­ლიც ბოლო ხმა­ზე გაჰ­ყვი­რო­და. "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი" ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბოდ­ნენ კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი და მათ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ტე­ლი­ტურ პარ­ტი­ა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ოპო­ზი­ცია ამ­ბობ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" სა­ხით სურ­და, პარ­ლა­მენ­ტში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია შე­ეყ­ვა­ნა, რო­მელ­საც თა­ვად მარ­თავ­დნენ. ერთხელ გა­მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ მე­ო­რედ აღარ დას­ჭირ­დათ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხმა­მაღ­ლა აკ­რი­ტი­კებ­დნენ მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" გულ­წრფე­ლო­ბის ხალ­ხს ნაკ­ლე­ბად სჯე­რო­და.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ინგა გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბამ. "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა სა­ხემ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბი­დან კან­დი­და­ტუ­რას ხსნი­და და დრო­ე­ბით უგზო-უკვლოდ გა­და­ი­კარ­გა. პარ­ტი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინგა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ლე­ვან ვე­ფხვა­ძე იმა­საც აცხა­დებ­და, რომ ინგა მო­ნას­ტერ­ში იყო წა­სუ­ლი, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბის მერე გრი­გო­ლია დაბ­რუნ­და და კო­ლე­გის გან­ცხა­დე­ბით ნა­წყე­ნი დარ­ჩა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­უმ­ხი­ლა, სად იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბით ეი­ფო­რი­ა­ში მყოფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს თემა მალე მი­ი­ვი­წყა.

და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თუ არა ოდეს­მე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კას, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. დღეს შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­დან, რო­მელ­თა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა თა­ვის დრო­ზე დიდ პრო­ტესტს იწ­ვევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ბევ­რი თა­ვი­სუფ­ლად და­სე­ირ­ნობს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­შიც გა­მოჩ­ნდა, ზო­გიც რუ­სე­თი­დან გვმო­ძღვრავს, მაგ­რამ მათი აღა­რა­ვის ეში­ნია და არც არა­ვის სჯე­რა. გა­და­იქ­ცე­ვი­ან თუ არა ახა­ლი "და­კარ­გუ­ლე­ბი" კახა თარ­გა­მა­ძე­ე­ბად, ვი­ტა­ლი ხა­ზა­რა­ძე­ე­ბად და ლე­ვან მა­მა­ლა­ძე­ე­ბად, ამ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცე­მა.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში "დაკარგულები"

შალვა, ვერონიკა, ხათუნა, სოფო... პოლიტიკაში "დაკარგულები"

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოველდღიურად იმდენი რამ ხდება ქვეყანაში, ხანდახან რთულია, ყველაფერი დაიმახსოვრო და მოვლენების განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვე. ზოგადად წარმოუდგენელია, საქართველოში ცხოვრობდე და რაიმე გაგიკვირდეს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ვერც ოპოზიციაში გადაბარგებულ ეკა ხერხეულიძეს, აკო მინაშვილს, ხათუნა ოჩიაურსა და "ნაცმოძრაობის" სხვა ოდიოზურ სახეებს წარმოვიდგენდით.

პარლამენტში შესული აწ უკვე ოპოზიციური "ნაცმოძრაობა", რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისევ ძველი სახეებისგან შედგება. საოცრებაა, მაგრამ "ბობოხიძე გამანადგურებელსაც" ვერ შეელივნენ, თუმცა არა მგონია, თუ გუბაზზე ხელის აწევა გაბედა, ცნობილი "მილიონერი" ამას პეტრე მამრაძისეული სიმშვიდით შეხვდეს.

"ნაცების" ცნობილი სახეებიდან რამდენიმე მათგანი უცნაურად გაქრა. არადა, მახსოვს, როცა საპარლამენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვეს, მათი რიგებიდან მხოლოდ მაია ნადირაძე გაუჩინარდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ქალბატონი იმდენად აღიზიანებდა საზოგადოებას, უბრალოდ "გადამალეს". ამჯერად წმენდას უფრო მეტი სახე შეეწირა.

ვერა ქობალია საზოგადოების აგრესიას მხოლოდ არაკომპეტენტურობის გამო იწვევდა, თორემ რეალურად, მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები თითქმის არ გვახსოვს. მას ხშირად შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც ამკობდნენ, იყო დრო, როდესაც ბარში გადაღებული პიკანტური ფოტოების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მაგრამ ვერას პერსონას არასოდეს მიუღწევია აგრესიის იმ სიმაღლემდე, სადამდეც თუნდაც თავის დროზე მაია ნადირაძე და ამჯერად ხათუნა ოჩიაური ავიდნენ. სკანდალური იყო მისი პირადი ცხოვრებაც. მდგრადი მინისტრის მაშინდელი ოჯახური ცხოვრება არც ისე მდგრადი აღმოჩნდა და პოლიტიკურ კარიერას მისი პირადულიც შეეწირა.

არჩევნების შემდეგ ვერა პოლიტი­კური არენიდან გა­ქრა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტის მრჩევლად გადაიყვანეს.

პრეზიდენტის მრჩეველი გახდა ნინო კალანდაძეც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყო. როგორც ჩანს, მაია ფანჯიკიძე ვერ მოიხიბლა მისი სამუშაო გამოცდილებით და თანამდებობაზე აღარ დატოვა. არა მგონია, ამ შემთხვევაში ქალურ შურთან გვქონოდა საქმე, რადგან ვაშაძის ერთ-ერთ მოადგილე სერგი კაპანაძეს ფანჯიკიძემ დარჩენა და მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ კაპანაძე ამ წინადადებას არ დათანხმდა. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" რჩებიან პარტიის ერთგული ადამიანები, თუნდაც პარტიამ ისინი დაივიწყოს. ამის მაგალითი გახლავთ რამდენიმე წლის წინ გამქრალი და სასწავლებლად წასული ნიკა გვარამიაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ამპლუაში დაგვიბრუნდა.

ზოგადად ძველ ხელისუფლებაში ერთგვარ მოდად იქცა სხვადასხვა უწყებაში მინისტრის სავარძლის მორგება და შემდგომ სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა ისიც ვნახეთ, როგორ დაბრუნდა ნასწავლი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე და კინაღამ ხელისუფლება შეცვალა.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ციხეში გადაღებული წამების კადრების გავრცელებამ უდიდესი როლი შეასრულა, ამას არც პოლიტიკურ გუნდში უარყოფენ, შესაბამისად, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის სახე მისი გადადგომის დღიდანვე გაქრა ტელეეკრანებიდან. სად არის "ციხეების დედოფალი", როგორც მას მოგვიანებით უწოდეს, არავინ იცის. სიმართლე რომ ითქვას, არც არავინ კითხულობს. ლეგენდები, რომ ხათუნა კალმახელიძე პატიმრების წამებას ხელმძღვანელობდა და ბრძანებებს გასცემდა, ისევ ლეგენდებად დარჩა. ის არც პასუხისგებაში მიუციათ და ამ თემაზე საჯარო, მაგრამ ორაზროვანი კომენტარი მხოლოდ კადრების გავრცელების დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. მეორე დღეს პრეზიდენტს წერილობითი განცხადებით მიმართა და გადადგა. უცნაურია, მაგრამ მასზე გაბედული აღმოჩნდა ბაჩანა ახალაია, რომელიც, მართალია, არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გაქრა, მაგრამ მოულოდნელად დაბრუნდა და დღეს ციხეში განაჩენს ელოდება.

ქვეყანა დატოვა მისმა ძმამ დათა ახალაიამ, სად არის დღეს მაღალჩინოსანი და დადგება თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია. ორი კვირის წინ დათა ახალაიას მეუღლეს შვილი შეეძინა და ბავშვს "სკანდალური" ბიძის სახელი, ბაჩანა დაარქვეს.

პოლიტიკოსი არ არის და ალბათ არასოდეს ყოფილა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებული, თუმცა მას დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის "ნებიერას" უწოდებენ. სწორედ ამიტომ მოხვდა "დაკარგულთა" სიაში სოფო ნიჟარაძე. მომღერალი, რომელიც ყოველ წელს და ხანდახან წელიწადში ორჯერაც საქართველოში ჩამოსულ მომღერლებთან დუეტს წერდა, დღეს აღარ ჩანს.

მიუზიკლების ხარჯებზე, რომელიც სპეციალურად სოფოსთვის იდგმებოდა, ლეგენდები ვრცელდებოდა. სოფოს და სპექტაკლზე მომუშავე შემოქმედებით ჯგუფს მაშინ ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუმცა გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაამჟღავნა, რომ მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა, ბათუმში ანდრია ბოჩელის კონცერტისთვის კი, სადაც სოფომ მორიგი დუეტი შეასრულა, პრეზიდენტის ფონდიდან 2,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

სოფო წინასაარჩევნ­ოდ ნაციონალებისადმი მხარდაჭერას მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებზე" მზადებისას პარტიული მაისურის ჩაცმით გამოხატავდა. მომღერალი, რომელიც ყველგან იყო და "ქალი-დუტაც" კი შეარქვეს, დღეს მხოლოდ სოციალურ ქსელში ჩნდება, ისიც იშვიათად.

ნაციონალური სახეებ­ი­დან უგზო-უკვლოდ გამქრალთა სიას შეუერთდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. გამქრალი მაღალჩინოსნებიდან წერილებით მხოლოდ დიმიტრი შაშკინმა მოგვმართა. ერთი პერიოდი ისე მოეწონა სოციალურ ქსელში თავის გასამართლებელი წერილების გამოქვეყნება, ლამის ჩვევაში გადაეზარდა, მაგრამ რუხმა კარდინალმა (ასე უწოდებდნენ ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილს) ერთი წერილის ღირსიც არ გახადა ქართველი ერი.

დღეს არავინ იცის, სად იმყოფება ადეიშვილი, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, გაქცეულ ექსმინისტრს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მოულოდნელად ირაკლი ოქრუაშვილი ესტუმრა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ამბობენ, ადეიშვილს ოქრუაშვილმა კბილები ჩაუმტვრია და ცხვირი "შეულამაზა", თუმცა ამ ამბავში საოცარი არაფერია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ "ოქრო" რევანშისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ემზადებოდა.

ნაციონალური სპექტრიდან "დაკარგულთა" სიას ამჯერად პირველი ლედით დავასრულებთ. სანდრა რულოვსი ბოლო წლები პრეზიდენტის გვერდით მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდებოდა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი პირველი ლედი ტელევიზიით აღარ გვინახავს. პრეზიდენტის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საზოგადოებაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები. ამჯერადაც ახალმა ჭორმა არ დააყოვნა, თუმცა უცნობია, რამდენად შეესაბამება რეალობას. როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ არჩევნებში დამარცხებამდე მოუწოდებდა უფროსი ვაჟი მამა-სააკაშვილს გადადგომისკენ, ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის ამის გამო სერიოზული დაპირისპირებაც მომხდარა. იმასაც ამბობენ, რომ ედუარდი ბიძინა ივანიშვილის მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება.

მასალის მომზადებისას "დაკარგულები" მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების რიგებში არ გვიძებნია. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ერთი-მეორის მიყოლებით შემოგვეფანტა სამი პოლიტიკური ძალა: ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები.

ალბათ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თუნდაც ერთი კვირა ცნობილი მშრომელების პრესკონფერენციის გარეშე ჩაივლიდა. დღეს აღარ ისმის მათი ხმაურიანი შეძახილები და შალვა ნათელაშვილი კი არა, სოსო შატბერაშვილიც სანატრელი გაგვიხდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლეიბორისტები გაიბუტნენ, მათ ხომ "უკანასკნელი შანსი" მისცეს საზოგადოებას, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და მშრომელებმაც "ქვეყნის შენება" ვერ დაიწყეს...

მოულოდნელად დატოვა პოლიტიკა დავით გამყრელიძემ. ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ბოლომდე ასე დარჩა და ამ სამმა რეგალიამ პოლიტიკოსობა ვეღარ დაიტია. სამძიმრის წერილივით გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ "ახალმა მემარჯვენეებმა" პარლამენტში მოხვედრის სერიოზული შანსი დაკარგეს, რადგან "ქართული ოცნების" კოალიციაში არ გაერთიანდნენ. მათ მიმართ ხალხის აგრესია ნაკლებად შეიმჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს არც მხარდამჭერთა განსაკუთრებული რაოდენობით გამოირჩეოდნენ. ფაქტია, რომ საარჩევნო მარათონში "ქართული ოცნების" ჩაბმის შემდეგ პატარა პარტიები ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ და მძიმე შედეგითაც დაასრულეს. დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ დანაპირები შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დარჩნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები: ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ნაჭყებია, მამუკა კაციტაძე, თუმცა დღეს ისინი არსად ჩანან და სატელევიზიო დებატებშიც არ მონაწილეობენ.

წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიების სარეკლამო კლიპები რომ გავიხსენოთ, ალბათ მაინც ლეიბორისტებსა და ქრისტიან-დემოკრატებს გამოვარჩევდი. ლეიბორისტები მუდმივად გამოირჩეოდნენ კრეატიულობით, შალვა ნათელაშვილის რობინჰუდობამ ღარიბები გაახარა, მდიდრები კი შეაშინა. მათ არაფრით ჩამოუვარდებოდნენ "ქრისტიან-დემოკ­რატები", რომლებიც ხმაურიანი კამპანიის მიუხედავად, არჩევნებში მაინც დამარცხდნენ. წინასაარჩევნოდ ყველაზე უცნაური გზა აირჩიეს "ქრისტიან-დემოკრატებმა". არ ვიცი, ვინ იზრუნა მათ პიარზე, თუმცა ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო მრავალათასიანი მხარდამჭერების წინ ტრიბუნასთან მდგარი გიორგი თარგამაძე, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა. "ქრისტიან-დემოკრატები" ყველაზე ხშირად ხდებოდნენ კრიტიკის ობიექტი და მათ ყოფილი ხელისუფლების სატელიტურ პარტიადაც მოიხსენიებდნენ. ოპოზიცია ამბობდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "ქრისტიან-დემოკრატების" სახით სურდა, პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია შეეყვანა, რო­მელსაც თავად მართავდნენ. ერთხელ გამოუვიდათ, მაგრამ მეორედ აღარ დასჭირდათ... მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, "ქრისტიან-დემოკრატების" გულწრფელობის ხალხს ნაკლებად სჯეროდა.

წინასაარჩევნოდ პარტიას სერიოზული დარტყმა მიაყენა ინგა გრიგოლიას განცხადებამ. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სახემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გლდანის მაჟორიტარობიდან კანდიდატურას ხსნიდა და დროებით უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. პარტიაში განაცხადეს, რომ ინგა შეცდომაში შეიყვანეს. ლევან ვეფხვაძე იმასაც აცხადებდა, რომ ინგა მონასტერში იყო წასული, თუმცა არჩევნების მერე გრიგოლია დაბრუნდა და კოლეგის განცხადებით ნაწყენი დარჩა. საზოგადოებას არ გაუმხილა, სად იმყოფებოდა, თუმცა "ქართული ოცნების" გამარჯვებით ეიფორიაში მყოფმა საზოგადოებამ ეს თემა მალე მიივიწყა.

დაუბრუნდებიან თუ არა ოდესმე ეს ადამიანები პოლიტიკას, ამას დრო გვიჩვენებს. დღეს შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკებიდან, რომელთა კორუმპირებულობა თავის დროზე დიდ პროტესტს იწვევდა საზოგადოებაში, ბევრი თავისუფლად დასეირნობს თბილისის ქუჩებში, რამდენიმე სხვადასხვა დროს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც გამოჩნდა, ზოგიც რუსეთიდან გვმოძღვრავს, მაგრამ მათი აღარავის ეშინია და არც არავის სჯერა. გადაიქცევიან თუ არა ახალი "დაკარგულები" კახა თარგამაძეებად, ვიტალი ხაზარაძეებად და ლევან მამალაძეებად, ამ შეკითხვას პასუხი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაეცემა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"