პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"
ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"

"მა­ღა­ლო, სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია, უბ­რა­ლოდ, ჩვენ უნდა დავ­შორ­დეთ, რად­გან ასე სურს ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბას... არა­და, ერთი თვის წინ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი იყა­ვი და უცებ ხალ­ხმა ზურ­გი შე­გაქ­ცია. გულს ნუ გა­ი­ტეხ, მარ­თა­ლია, პრე­ზი­დენ­ტი ვე­ღარ იქ­ნე­ბი, მაგ­რამ "ზატო" შენ შვი­დი ენა იცი... ვერ დაგ­ტო­ვებ ასე მარ­ტოს, შენ­თან ერ­თად მეც ოპო­ზი­ცი­ა­ში მოვ­დი­ვარ", - ასე მი­მარ­თა ორი ოქ­ტომ­ბრის "აბე­ბის" ეთერ­ში ვა­სი­კო ოდიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს დარ­ჩა ვალ­ში და თა­ვი­სი ბას­რი კბი­ლი მა­საც გაჰ­კრა. "თუ არ აღ­მო­ფხვრი მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლას, უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს, თავ­გა­სულ ძა­ლოვ­ნებს, პარ­ტი­ის ერ­თგუ­ლე­ბით გა­კე­თე­ბულ კა­რი­ე­რას, შენც თუ ნა­გა­ზე­ბი­ვით და­გე­შავ კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს და შენს გე­მო­ზე გა­და­ღე­ბავ და გად­მო­ღე­ბავ ქვე­ყა­ნას, წყნა­რად და მშვი­დად, არ­ცთუ ისე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­გი­ყე­ნებთ კუ­დი­გო­რის გზას. ნარ­ჩევ-ნარ­ჩე­ვი კმა­რე­ლე­ბი მო­ვი­ნე­ლეთ და შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ებს რა­ღას ვუ­ზამთ, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. ძრწო­დე და ცახ­ცა­ხებ­დე, ბიძო, მოვ­დი­ვარ!"

- ვა­სი­კო, ალ­ბათ რთუ­ლი იყო იმ გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ხის კად­რებს ეხე­ბო­და...

- მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ რომ ვი­ყა­ვით ყვე­ლა­ნი, ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. მგო­ნი, ამ შე­კი­თხვას ყვე­ლა­ზე უკეთ იმ დღის გა­და­ცე­მამ უპა­სუ­ხა. მე პი­რა­დად სუფ­თა ადა­მი­ა­ნუ­რად რამ­დე­ნი­მე დღე დეპ­რე­სია მქონ­და. რო­გორც ყვე­ლამ, მეც ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლურ­მა ეფექ­ტმა გა­და­ავ­სო ის ფი­ა­ლა, რო­მელ­საც მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ჰქვია, და რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა ადა­მი­ანს პი­რამ­დე ჰქონ­და სავ­სე. ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს სხვა რე­აქ­ცია არც უნდა ჰქო­ნო­და.

- რად­გან იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა გაქვს, იფიქ­რეთ, რა კუ­თხით გა­გე­კე­თე­ბი­ნათ გა­და­ცე­მა, რომ კი­დევ არ გა­გე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნათ მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- გა­და­ცე­მის მი­ზა­ნი ვინ­მეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სუ­ლაც არ არის. გა­და­ცე­მას ჰქვია "აბე­ბი". ეს წამ­ლად უფრო უნდა აღიქ­ვას მა­ყუ­რე­ბელ­მა, ვიდ­რე ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ გა­და­ცე­მად. რო­დე­საც თემა რთუ­ლი ან ფა­ქი­ზია, ტექ­სტი მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბი­თა და სიფრ­თხი­ლით იქ­მნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის სა­კი­თხია, რომ პი­რა­დად შენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მე­ბი ტენ­დენ­ცი­უ­რად არ გაჟ­ღერ­დეს გა­და­ცე­მა­ში. კონ­კრე­ტუ­ლად ამ გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბის დროს ვე­ცა­დეთ, არ გა­დაგ­ვემ­ლა­შე­ბი­ნა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა ის გა­და­ცე­მა, ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ღა­მეს რომ მო­ვამ­ზა­დეთ, კარ­გად არც მახ­სოვს, იმ­დე­ნად მძი­მედ ვი­ყა­ვი. ასე­თი­ვე რთუ­ლი იყო ჩვენ­თვის გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა 26 მა­ისს და მის შემ­დგომ დღე­ებ­შიც. ამ ორ­წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვე­ნი გა­და­ცე­მა არ­სე­ბობს, ბევ­რი ისე­თი რამ მოხ­და ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე, მათ შო­რის "აბე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ზე, მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს შენი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფა­სე­ბა, მას აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა ეს მძი­მე თემა "აბე­ბის" სტილ­ში, ელო­დე­ბა, აბა, რას და რო­გორ იტყვი­ან ახლა "აბებ­ში". ის ელო­დე­ბა კონ­კრე­ტულ პრო­დუქტს და შენ ის უნდა მო­ამ­ზა­დო.

- ხში­რად ბილ­წსი­ტყვა­ობ გა­და­ცე­მა­ში, რა­საც შემ­დეგ ეთერ­ში ხმა ახ­შობს. იმა­თი დე­დე­ბიც მო­იხ­სე­ნიე, რბი­ლად რომ ვთქვათ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო კონ­ტექ­სტში, ვი­საც ეგო­ნა, რომ შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ცი­ხის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს გა­და­ფა­რავ­და.

- მო­ვიხ­სე­ნიე, კი. სცე­ნარ­ში ეწე­რა ეს ტექ­სტი და მთლი­ა­ნად ვე­თან­ხმე­ბი. "აბე­ბის" ფორ­მა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს წამ­ყვა­ნის ასეთ ზოგ­ჯერ უცენ­ზუ­რო, ზოგ­ჯერ ეპა­ტა­ჟურ გა­მოხ­დო­მებს, ოღონდ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, დოზა აქვს.

- საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი იყა­ვი ბოლო დროს. ხომ არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე სა­ხის მუ­ქა­რა, გაფრ­თხი­ლე­ბის დო­ნე­ზე მა­ინც?

- გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და, მაგ­რამ ჩე­მამ­დე ნამ­დვი­ლად არა­ვინ მო­სუ­ლა.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- რომ მა­ვან­სა და მა­ვანს არ მოს­წონ­და ჩემი გა­და­ცე­მა. სხვას არა­ფერს გე­ტყვი, ტყუ­ი­ლად ნუ ჩა­მა­ცივ­დე­ბი.

- ვა­სი­კო, შენ "რუს­თა­ვი 2"-შიც მუ­შა­ობ­დი, დი­ლის ეთერ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის ბლოკს უძღვე­ბო­დი. დღეს კო­ლე­გე­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბაც გი­წევს. რთუ­ლი არ არის ეს შენ­თვის?

- რთუ­ლია, რა თქმა უნდა. მარ­ტო კო­ლე­გე­ბის კი არა, მე­გობ­რე­ბის კრი­ტი­კაც მი­წევს.

- მა­გა­ლი­თად?

- დუტა სხირტლა­ძე გა­მიკ­რი­ტი­კე­ბია არა­ერ­თხელ. რთუ­ლია, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გა­და­ცე­მის კე­თე­ბა. "იცი, ეს ჩემი მე­გო­ბა­რია და მოდი ამა­ზე არ ვთქვათ", ჩვენ­თან ასე­თი რამ არ ხდე­ბა.

- მერე, არ და­უ­რე­კავს თუნ­დაც დუ­ტას და არ გა­მო­უ­ხა­ტავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა?

- სულ ორ­ჯერ და­მი­რე­კეს, ოღონდ არა იმ მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მოხ­ვდნენ "აბე­ბის" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და მკი­თხეს, რა­ტო­მო. მე გან­ვუ­მარ­ტე რა­ტო­მაც. ჩემი მე­გობ­რე­ბი არც და­მი­რე­კავ­დნენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ, რომ მათ კარ­გად იცი­ან ჩემი ხა­სი­ა­თი და რაც სათ­ქმე­ლია, იმას ყო­ველ­თვის ვი­ტყვი, რაც უნდა მწა­რე იყოს. თუ ადა­მი­ა­ნი "ჯან­სა­ღია", ეს ჯან­სა­ღად უნდა მი­ი­ღოს.

- ვა­სი­კო, მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რა თქვენ მიერ შერ­ქმე­უ­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ლი - სა­ა­კაშ­ვი­ლი, ტა­ნა­დი - უგუ­ლა­ვა და კო­რექ­ტუ­ლი ბაქ­რა­ძე. ხომ არ ფიქ­რობთ უკვე ახალ მეტ­სა­ხე­ლებ­ზე ახა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის?

- სპე­ცი­ა­ლუ­რად მეტ­სა­ხე­ლი არა­ვის­თვის მოგ­ვი­გო­ნე­ბია. ეს სა­ხე­ლე­ბი თა­ვის­თა­ვად იბა­დე­ბო­და სა­უ­ბარ­ში. მა­გა­ლი­თად, სოსო გი­ჭერთ თო­ფუ­რი­ძე, ვანო გის­მენთ მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ა.შ.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ღა­ლი რომ არის, ამა­ში ვერ შე­გე­და­ვე­ბი, მაგ­რამ უგუ­ლა­ვას ტა­ნა­დი რა პრინ­ცი­პით შე­არ­ქვით?

- უგუ­ლა­ვას დი­ე­ტა აბა რა არის? დი­ე­ტა ტა­ნა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ახა­ლი სა­ხე­ლე­ბიც გაჩ­ნდე­ბა ალ­ბათ. თუმ­ცა არის უკვე რამ­დე­ნი­მე, მა­გა­ლი­თად, ბი­ძი­ნა­ჩე­მი.

- რა­ტომ არის ბი­ძი­ნა შენი?

- მასე არ არის. ამ სა­ხელს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ვხმა­რობ: ბი­ძი­ნა­ჩე­მი, ბი­ძი­ნა­შე­ნი, ბი­ძი­ნაჩ­ვე­ნი, ბი­ძი­ნათ­ქვე­ნი, როცა რო­გორ მო­ი­თხოვს ტექ­სტი - ისე.

- ყვე­ლა­ზე "უდაჩ­ნი" რეკ­ლა­მი­ცი­ნი რა გახ­სენ­დე­ბა ახლა?

- (ფიქ­რობს) ბევ­რია ასე­თი. მა­გა­ლი­თად, "ბი­ძი­ნა, აჩ­ვე­ნე მი­შას პას­პორ­ტი".

- ზოგ­ჯერ მღე­რი გა­და­ცე­მა­ში. ბო­ლოს ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბამ აგამ­ღე­რა...

- ივა­ნიშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ად­რე­ვე რომ ეკუთ­ვნო­და, ამას ჩემი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. და თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო აქამ­დე, რა­ტომ დას­ჭირ­და ამ­დე­ნი დრო, არ ვიცი. სიმ­ღე­რა არ გა­მო­ვი­და მგო­ნი ური­გო.

- ქალ­ბა­ტონ ჩი­ო­რას ახ­სე­ნებ­დი ხში­რად გა­და­ცე­მა­ში.

- ვახ­სე­ნებ­დი და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კი­დევ ბევ­რჯერ ვახ­სე­ნებ. ვინც გა­მოჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში, ჩი­ო­რა იქ­ნე­ბა ეს, აკა­კი, ლა­მა­რა თუ ნო­და­რი, ყვე­ლას ვახ­სე­ნებ ისე, რო­გორც ეს სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნი ჩი­ო­რა აე­რო­პორ­ტში გა­ა­ჩე­რეს და ჰკი­თხეს, საით მიფ­რი­ნავთ, ქალ­ბა­ტო­ნო ჩი­ო­რაო. თბილ ქვეყ­ნებ­შიო, პა­სუ­ხობს ჩი­ო­რა... რომ არ გა­ა­მარ­თლა ამ თქვენ­მა ანეკ­დოტ­მა?

- ძა­ლი­ან კარ­გი, თუ არ გა­მარ­თლდა ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი. სა­ერ­თოდ, მინ­და, არა­ვინ გარ­ბო­დეს ქვეყ­ნი­დან და ცხოვ­რობ­დნენ ისე, რომ და­ედ­გო­მე­ბო­დეთ აქ.

- ვა­სი­კო, მა­ღალს დაჰ­პირ­დი, გან­საც­დელ­ში ვერ მი­გა­ტო­ვებ და მოგ­ყვე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­შიო. რა­ტომ მიჰ­ყვე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში მა­ღალს?

- მაგ ლო­გი­კით ჩი­ო­რაც თბილ ქვეყ­ნებ­ში გაფ­რინ­და (იცი­ნის).

- ახლა რას აპი­რებთ, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მი­უ­თი­თებთ შეც­დო­მებ­ზე?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. თუკი აქამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მეტი კრი­ტი­კა ის­მო­და ჩვე­ნი გა­და­ცე­მი­დან, იმ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, რომ მათ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბო­დათ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ახლა ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან. ასე რომ, ახლა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა მიფრ­თხილ­დეს, რო­გორც კი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ჩემი აბე­ბის მი­წო­დე­ბა მათი მი­სა­მარ­თით, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაწ­ვდი.

- ერთი უკვე მი­ა­წო­დე, როცა "მა­ესტრო" არ და­უშ­ვეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე.

- კი, იყო ასე­თი. მე მი­ვიჩ­ნევ, რომ როცა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე არ უნდა კეთ­დე­ბო­დეს. ან შე­დის ყვე­ლა, ან - არა­ვინ.

- 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ამ გა­და­ცე­მას უძღვე­ბი, ყო­ველ­დღე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში. ოჯა­ხის­თვის, გარ­თო­ბის­თვის თუ გრჩე­ბა დრო?

- შა­ბათ-კვი­რა მაქვს ოჯა­ხი­სა და გარ­თო­ბის­თვის. მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვა­კონ­ტრო­ლო გარ­თო­ბის ხა­რის­ხი, ორ­შა­ბათს ჩა­წე­რა­ზე ნა­ბა­ხუ­სე­ვი რომ არ მი­ვი­დე (ეღი­მე­ბა).

- ნიცა არის შენი გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- იშ­ვი­ა­თად უყუ­რებს. ათი წლის გახ­დე­ბა მალე. ხატ­ვა და თა­მა­ში უფრო აინ­ტე­რე­სებს. ადრე უფრო უხა­რო­და მამა ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ახლა მი­ეჩ­ვია უკვე და ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა.

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხარ. თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი ახლა რო­მე­ლი­მე თე­ატ­რში?

- ვთა­მა­შობ ილი­ას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში, ყო­ფილ "ვა­კის სარ­დაფ­ში". თუმ­ცა ზოგ­ჯერ, როცა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ცალ­კე­ულ სპექ­ტაკ­ლებ­ზე ჩემს როლს დუბ­ლი­ო­რი ას­რუ­ლებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და მინ­და, მთლი­ა­ნად ჩემი პრო­ფე­სი­ით დავ­კავ­დე. ფილმშიც თუ გა­და­მი­ღე­ბენ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

- შენი მე­უღ­ლე ეკა "მა­ესტროს" მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია, ხომ არ გჩაგ­რავს? ვიცი, რომ კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო არ რჩე­ბა.

- და­ჩაგ­რულს ვგა­ვარ (იცი­ნის). ამ­ბო­ბენ, ერთ სამ­სა­ხურ­ში რომ მუ­შა­ობს ცოლ-ქმა­რი, კარ­გი არა­აო, მაგ­რამ ჩვენ თით­ქმის ვერ ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს. ნო­მი­ნა­ლუ­რად ეკა ჩემ­ზე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი საქ­მე აქვს. კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მარ­თლაც არ რჩე­ბა დრო, მაგ­რამ ამის­თვის სი­დედ­რი მყავს, 10 წე­ლია უკვე, ჩვენს გას­ტრო­ნო­მი­ულ მო­თხოვ­ნებ­ზე ზრუ­ნავს.

- რა სი­დედ­რი გყო­ლია! მად­ლი­ე­რე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტავ ამის­თვის?

- "რუს­თა­ვი 2"-ში რომ ვმუ­შა­ობ­დი, კუ­ლი­ნა­რი­ის ბლოკ­ში, ყო­ველ ორ­შა­ბათს "რე­ი­ტინ­გი" მიმ­ქონ­და სა­ჩუქ­რად, ახა­ლი კერ­ძი რომ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა. იქ ხომ ჩვე­ნი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებს წერ­დით.

- დღეს რა მი­გაქვს სახ­ლში სი­დედ­რის­თვის?

- კარ­გი გან­წყო­ბა მი­მაქვს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"

ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"

"მაღალო, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავშორდეთ, რადგან ასე სურს ხალხის უმრავლესობას... არადა, ერთი თვის წინ დავით აღმაშენებელი იყავი და უცებ ხალხმა ზურგი შეგაქცია. გულს ნუ გაიტეხ, მართალია, პრეზიდენტი ვეღარ იქნები, მაგრამ "ზატო" შენ შვიდი ენა იცი... ვერ დაგტოვებ ასე მარტოს, შენთან ერთად მეც ოპოზიციაში მოვდივარ", - ასე მიმართა ორი ოქტომბრის "აბების" ეთერში ვასიკო ოდიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს. ამავე გადაცემაში არც ბიძინა ივანიშვილს დარჩა ვალში და თავისი ბასრი კბილი მასაც გაჰკრა. "თუ არ აღმოფხვრი მედიაზე ზეწოლას, უსამართლო სასამართლოს, თავგასულ ძალოვნებს, პარტიის ერთგულებით გაკეთებულ კარიერას, შენც თუ ნაგაზებივით დაგეშავ კოორდინატორებს და შენს გემოზე გადაღებავ და გადმოღებავ ქვეყანას, წყნარად და მშვიდად, არცთუ ისე დემოკრატიული არჩევნების საშუალებით გაგიყენებთ კუდიგორის გზას. ნარჩევ-ნარჩევი კმარელები მოვინელეთ და შევარდნაძის სახეებს რაღას ვუზამთ, ხომ წარმოგიდგენიათ. ძრწოდე და ცახცახებდე, ბიძო, მოვდივარ!"

-  ვასიკო, ალბათ რთული იყო იმ გადაცემის მომზადება, რომელიც ციხის კადრებს ეხებოდა...

-  მორალურად ძალიან მძიმედ რომ ვიყავით ყველანი, ამას განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება. მგონი, ამ შეკითხვას ყველაზე უკეთ იმ დღის გადაცემამ უპასუხა. მე პირადად სუფთა ადამიანურად რამდენიმე დღე დეპრესია მქონდა. როგორც ყველამ, მეც ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვიზუალურმა ეფექტმა გადაავსო ის ფიალა, რომელსაც მოთმინების ფიალა ჰქვია, და რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ყველა ადამიანს პირამდე ჰქონდა სავსე. ნორმალურ ადამიანს სხვა რეაქცია არც უნდა ჰქონოდა.

-  რადგან იუმორისტული გადაცემა გაქვს, იფიქრეთ, რა კუთხით გაგეკეთებინათ გადაცემა, რომ კიდევ არ გაგეღიზიანებინათ მაყურებელი?

-  გადაცემის მიზანი ვინმეს გაღიზიანება სულაც არ არის. გადაცემას ჰქვია "აბები". ეს წამლად უფრო უნდა აღიქვას მაყურებელმა, ვიდრე ვიღაცის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემად. როდესაც თემა რთული ან ფაქიზია, ტექსტი მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით იქმნება, პროფესიონალიზმის საკითხია, რომ პირადად შენთვის მტკივნეული თემები ტენდენციურად არ გაჟღერდეს გადაცემაში. კონკრეტულად ამ გადაცემის მომზადების დროს ვეცადეთ, არ გადაგვემლაშებინა. სიმართლე გითხრათ, ახლა ის გადაცემა, ციხის კადრების გავრცელების ღამეს რომ მოვამზადეთ, კარგად არც მახსოვს, იმდენად მძიმედ ვიყავი. ასეთივე რთული იყო ჩვენთვის გადაცემის მომზადება 26 მაისს და მის შემდგომ დღეებშიც. ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენი გადაცემა არსებობს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ქვეყანაში, რომელიც ყველაზე, მათ შორის "აბების" შემოქმედებით ჯგუფზე, მოქმედებდა, მაგრამ მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს შენი ფსიქოლოგიური თუ მორალური მდგომარეობა ან სერიოზული შეფასება, მას აინტერესებს ყველა ეს მძიმე თემა "აბების" სტილში, ელოდება, აბა, რას და როგორ იტყვიან ახლა "აბებში". ის ელოდება კონკრეტულ პროდუქტს და შენ ის უნდა მოამზადო.

-  ხშირად ბილწსიტყვაობ გადაცემაში, რასაც შემდეგ ეთერში ხმა ახშობს. იმათი დედებიც მოიხსენიე, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში, ვისაც ეგონა, რომ შემდეგ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ციხის ვიდეოჩანაწერებს გადაფარავდა.

-  მოვიხსენიე, კი. სცენარში ეწერა ეს ტექსტი და მთლიანად ვეთანხმები. "აბების" ფორმატი არ გამორიცხავს წამყვანის ასეთ ზოგჯერ უცენზურო, ზოგჯერ ეპატაჟურ გამოხდომებს, ოღონდ ყველაფერს თავისი ადგილი და, რაც მთავარია, დოზა აქვს.

-  საკმაოდ რადიკალური იყავი ბოლო დროს. ხომ არ ყოფილა რაიმე სახის მუქარა, გაფრთხილების დონეზე მაინც?

-  გარკვეული ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ჩემამდე ნამდვილად არავინ მოსულა.

-  რას გულისხმობ?

-  რომ მავანსა და მავანს არ მოსწონდა ჩემი გადაცემა. სხვას არაფერს გეტყვი, ტყუილად ნუ ჩამაცივდები.

-  ვასიკო, შენ "რუსთავი 2"-შიც მუშაობდი, დილის ეთერში კულინარიის ბლოკს უძღვებოდი. დღეს კოლეგების გაკრიტიკებაც გიწევს. რთული არ არის ეს შენთვის?

-  რთულია, რა თქმა უნდა. მარტო კოლეგების კი არა, მეგობრების კრიტიკაც მიწევს.

-  მაგალითად?

-  დუტა სხირტლაძე გამიკრიტიკებია არაერთხელ. რთულია, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია გადაცემის კეთება. "იცი, ეს ჩემი მეგობარია და მოდი ამაზე არ ვთქვათ", ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება.

-  მერე, არ დაურეკავს თუნდაც დუტას და არ გამოუხატავს უკმაყოფილება?

-  სულ ორჯერ დამირეკეს, ოღონდ არა იმ მეგობრებმა, რომლებიც მოხვდნენ "აბების" ყურადღების ცენტრში და მკითხეს, რატომო. მე განვუმარტე რატომაც. ჩემი მეგობრები არც დამირეკავდნენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან ჩემი ხასიათი და რაც სათქმელია, იმას ყოველთვის ვიტყვი, რაც უნდა მწარე იყოს. თუ ადამიანი "ჯანსაღია", ეს ჯანსაღად უნდა მიიღოს.

-  ვასიკო, მაყურებელმა უკვე კარგად დაიმახსოვრა თქვენ მიერ შერქმეული მეტსახელები მაღალჩინოსნებზე. მაგალითად, მაღალი - სააკაშვილი, ტანადი - უგულავა და კორექტული ბაქრაძე. ხომ არ ფიქრობთ უკვე ახალ მეტსახელებზე ახალი მაღალჩინოსნებისთვის?

-  სპეციალურად მეტსახელი არავისთვის მოგვიგონებია. ეს სახელები თავისთავად იბადებოდა საუბარში. მაგალითად, სოსო გიჭერთ თოფურიძე, ვანო გისმენთ მერაბიშვილი და ა.შ.

-  სააკაშვილი მაღალი რომ არის, ამაში ვერ შეგედავები, მაგრამ უგულავას ტანადი რა პრინციპით შეარქვით?

-  უგულავას დიეტა აბა რა არის? დიეტა ტანადობას უზრუნველყოფს. ახალი სახელებიც გაჩნდება ალბათ. თუმცა არის უკვე რამდენიმე, მაგალითად, ბიძინაჩემი.

-  რატომ არის ბიძინა შენი?

-  მასე არ არის. ამ სახელს სხვადასხვაგვარად ვხმარობ: ბიძინაჩემი, ბიძინაშენი, ბიძინაჩვენი, ბიძინათქვენი, როცა როგორ მოითხოვს ტექსტი - ისე.

-  ყველაზე "უდაჩნი" რეკლამიცინი რა გახსენდება ახლა?

-  (ფიქრობს) ბევრია ასეთი. მაგალითად, "ბიძინა, აჩვენე მიშას პასპორტი".

-  ზოგჯერ მღერი გადაცემაში. ბოლოს ივანიშვილისადმი მოქალაქეობის მინიჭებამ აგამღერა...

-  ივანიშვილს მოქალაქეობა ადრევე რომ ეკუთვნოდა, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. და თუ ეს შესაძლებელი იყო აქამდე, რატომ დასჭირდა ამდენი დრო, არ ვიცი. სიმღერა არ გამოვიდა მგონი ურიგო.

-  ქალბატონ ჩიორას ახსენებდი ხშირად გადაცემაში.

-  ვახსენებდი და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ბევრჯერ ვახსენებ. ვინც გამოჩნდება პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, ჩიორა იქნება ეს, აკაკი, ლამარა თუ ნოდარი, ყველას ვახსენებ ისე, როგორც ეს საჭირო იქნება.

-  ქალბატონი ჩიორა აეროპორტში გააჩერეს და ჰკითხეს, საით მიფრინავთ, ქალბატონო ჩიორაო. თბილ ქვეყნებშიო, პასუხობს ჩიორა... რომ არ გაამართლა ამ თქვენმა ანეკდოტმა?

-  ძალიან კარგი, თუ არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი. საერთოდ, მინდა, არავინ გარბოდეს ქვეყნიდან და ცხოვრობდნენ ისე, რომ დაედგომებოდეთ აქ.

-  ვასიკო, მაღალს დაჰპირდი, განსაცდელში ვერ მიგატოვებ და მოგყვები ოპოზიციაშიო. რატომ მიჰყვები ოპოზიციაში მაღალს?

-  მაგ ლოგიკით ჩიორაც თბილ ქვეყნებში გაფრინდა (იცინის).

-  ახლა რას აპირებთ, ახალ ხელისუფლებასაც მიუთითებთ შეცდომებზე?

-  რასაკვირველია. თუკი აქამდე ხელისუფლებაზე მეტი კრიტიკა ისმოდა ჩვენი გადაცემიდან, იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ახლა ისინი უმცირესობაში არიან. ასე რომ, ახლა ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს, როგორც კი საჭირო გახდება ჩემი აბების მიწოდება მათი მისამართით, აუცილებლად მივაწვდი.

-  ერთი უკვე მიაწოდე, როცა "მაესტრო" არ დაუშვეს "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პირველ შეხვედრაზე.

-  კი, იყო ასეთი. მე მივიჩნევ, რომ როცა მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობ, გამონაკლისები არც ერთ ტელევიზიაზე არ უნდა კეთდებოდეს. ან შედის ყველა, ან - არავინ.

-  2 წელიწადზე მეტია ამ გადაცემას უძღვები, ყოველდღე, უწყვეტ რეჟიმში. ოჯახისთვის, გართობისთვის თუ გრჩება დრო?

-  შაბათ-კვირა მაქვს ოჯახისა და გართობისთვის. მაგრამ ვალდებული ვარ, ვაკონტროლო გართობის ხარისხი, ორშაბათს ჩაწერაზე ნაბახუსევი რომ არ მივიდე (ეღიმება).

-  ნიცა არის შენი გადაცემის მაყურებელი?

-  იშვიათად უყურებს. ათი წლის გახდება მალე. ხატვა და თამაში უფრო აინტერესებს. ადრე უფრო უხაროდა მამა ტელევიზორში. ახლა მიეჩვია უკვე და ნაკლებად ინტერესდება.

-  პროფესიით მსახიობი ხარ. თუ ხარ დაკავებული ახლა რომელიმე თეატრში?

-  ვთამაშობ ილიას სახელობის უნივერსიტეტის თეატრში, ყოფილ "ვაკის სარდაფში". თუმცა ზოგჯერ, როცა ძალიან დაკავებული ვარ, ცალკეულ სპექტაკლებზე ჩემს როლს დუბლიორი ასრულებს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა, მთლიანად ჩემი პროფესიით დავკავდე. ფილმშიც თუ გადამიღებენ, ძალიან კარგი იქნება.

-  შენი მეუღლე ეკა "მაესტროს" მთავარი პროდიუსერია, ხომ არ გჩაგრავს? ვიცი, რომ კერძების მოსამზადებლად დრო არ რჩება.

-  დაჩაგრულს ვგავარ (იცინის). ამბობენ, ერთ სამსახურში რომ მუშაობს ცოლ-ქმარი, კარგი არააო, მაგრამ ჩვენ თითქმის ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ნომინალურად ეკა ჩემზე მაღალ თანამდებობას იკავებს ტელევიზიაში და შესაბამისად, მეტი საქმე აქვს. კერძების მოსამზადებლად მართლაც არ რჩება დრო, მაგრამ ამისთვის სიდედრი მყავს, 10 წელია უკვე, ჩვენს გასტრონომიულ მოთხოვნებზე ზრუნავს.

-  რა სიდედრი გყოლია! მადლიერებას როგორ გამოხატავ ამისთვის?

-  "რუსთავი 2"-ში რომ ვმუშაობდი, კულინარიის ბლოკში, ყოველ ორშაბათს "რეიტინგი" მიმქონდა საჩუქრად, ახალი კერძი რომ მოემზადებინა. იქ ხომ ჩვენი კერძების რეცეპტებს წერდით.

-  დღეს რა მიგაქვს სახლში სიდედრისთვის?

-  კარგი განწყობა მიმაქვს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"