კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა
გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ და და­ზღვე­ვის პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის 31 ოქ­ტომ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უშუ­ა­ლოდ ფი­ნანსთა მი­ნისტრს აკის­რებს და აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეც­დო­მა­ში უშუ­ა­ლოდ ნო­დარ ხა­დურ­მა შე­იყ­ვა­ნა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში უგუ­ლა­ვამ ხა­დურს სა­უბ­რის ტო­ნიც და­უ­წუ­ნა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ჩვე­ნი შე­უ­ვა­ლი პო­ზი­ცი­აა, შე­ნარ­ჩუნ­დეს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სე­ლებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის დუჟ­მო­რე­უ­ლი ინ­ტო­ნა­ცია, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან მო­დის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უფრო მე­ტად სწო­რედ ნო­დარ ხა­დურს ეკის­რე­ბა, რად­გან, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არაა და პრაქ­ტი­კუ­ლად, დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე ხელი ხა­დურ­მა მო­ა­წე­რი­ნა, რი­თაც სა­მარ­თლებ­რი­ვად შექ­მნა ის ვა­კუ­უ­მი, რომ­ლის­გა­ნაც გა­მო­სა­ვა­ლი ისევ ჩვენ უნდა ვი­პო­ვოთ. ინ­ტო­ნა­ცია, რომ­ლი­თაც ხა­დუ­რი სა­უბ­რობს, მი­უ­ღე­ბე­ლია. მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს მის­გან მო­ვის­მი­ნეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოა, რად­გან ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ტრანსფე­რი არ არის ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის წყა­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის­თვის, ესაა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტრანსფე­რი, რომ­ლის მი­ცე­მა-არ­მი­ცე­მა არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ზე", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გარ­კვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის ცენ­ტრა­ლურ ბი­უ­ჯეტ­ში უნი­ფი­ცი­რე­ბა იმ კომ­პლექ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ას და თბი­ლის­ში მოქ­მე­დი შე­ღა­ვა­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ სარ­გებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეს არა­ნა­ი­რად არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ცვლი­ლე­ბას­თან. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ზე თა­ნაბ­რად გავ­რცელ­დეს შე­ღა­ვა­თე­ბი, თუმ­ცა, შე­დე­გად ვი­ღებთ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და პრო­კუ­რო­რის მან­ტი­ით შე­მო­სი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო კლერ­კი გვი­კი­თხავს ნო­ტა­ცი­ებს, რომ ყვე­ლა კა­პიკს და­ით­ვლის. რა თქმა უნდა, ყვე­ლა კა­პი­კი უნდა იყოს დათ­ვლი­ლი, მაგ­რამ მინ­და შე­ვახ­სე­ნო ფი­ნანსთა მი­ნისტრს, რომ ამის­თვის არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო და ეს არ არის მისი საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, დე­და­ქა­ლაქს აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რად­გან ტრანსფე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მი­მარ­თა.

"ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის საქ­მე არაა ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო ბი­უ­ჯეტს რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლებს. ჩვენ გვე­დო ეს თან­ხე­ბი, მაგ­რამ რად­გან ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ ამ თე­მის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და მოხ­და ყვე­ლა ნორ­მა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის ცვლი­ლე­ბა, ის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­და­ნა­წილ­და, მათ შო­რის ავა­რი­ულ სახ­ლებ­ზე, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბის გამო თა­ნა­სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ახალ მთავ­რო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ დას­ხდნენ და გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვონ. "თუ ჩვენ ვსა­უ­ბობთ სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ზე, შეგ­ვიძ­ლია ის სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ, ხოლო თუ ჩვენ გვინ­და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, მა­შინ დავ­სხდეთ და მოვ­ძებ­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ. მე მაქვს მო­საზ­რე­ბე­ბი რო­გორ ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი რო­გორც წლის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე გრძელ­ვა­დი­ა­ნად - ვინ რაზე აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მზად ვართ, თუნ­დაც დღეს მოხ­დეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სამ­სა­ხუ­რებს შო­რის, თუნ­დაც პი­რა­დად ჩემ­თან", - დას­ძი­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის 2012 წლის 19 ოქ­ტომ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა. ამა­ვე წლის 31 ოქ­ტომ­ბერს კი, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა მთავ­რო­ბამ 19 ოქ­ტომ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბა ისევ გა­ა­უქ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა

გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქელების სოციალურ და დაზღვევის პროგრამებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის 31 ოქტომბრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ ფინანსთა მინისტრს აკისრებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში უშუალოდ ნოდარ ხადურმა შეიყვანა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში უგულავამ ხადურს საუბრის ტონიც დაუწუნა და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

"ჩვენი შეუვალი პოზიციაა, შენარჩუნდეს ყველა სოციალური დახმარება, რომელიც თბილისელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ჩვენთვის მიუღებელია ის დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის. პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად სწორედ ნოდარ ხადურს ეკისრება, რადგან, რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ივანიშვილი საქმის ვითარებაში ბოლომდე გაცნობიერებული არაა და პრაქტიკულად, დადგენილებაზე ხელი ხადურმა მოაწერინა, რითაც სამართლებრივად შექმნა ის ვაკუუმი, რომლისგანაც გამოსავალი ისევ ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ინტონაცია, რომლითაც ხადური საუბრობს, მიუღებელია. მუქარა, რომელიც ჩვენ დღეს მისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად უკანონოა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი არ არის ცენტრალური მთავრობის წყალობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ესაა კანონით გათვალისწინებული ტრანსფერი, რომლის მიცემა-არმიცემა არაა დამოკიდებული ფინანსთა სამინისტროზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, გარკვეული პროგრამების ცენტრალურ ბიუჯეტში უნიფიცირება იმ კომპლექსური გადაწყვეტილების გამოძახილი იყო, რომელიც სოციალური შეღავათების სტანდარტიზაციას და თბილისში მოქმედი შეღავათებით საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მიერ სარგებლობას ითვალისწინებს.

"ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ბიუჯეტის ცვლილებასთან. ეს განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად გავრცელდეს შეღავათები, თუმცა, შედეგად ვიღებთ ლანძღვა-გინებას და პროკურორის მანტიით შემოსილი საბიუჯეტო კლერკი გვიკითხავს ნოტაციებს, რომ ყველა კაპიკს დაითვლის. რა თქმა უნდა, ყველა კაპიკი უნდა იყოს დათვლილი, მაგრამ მინდა შევახსენო ფინანსთა მინისტრს, რომ ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო და ეს არ არის მისი საქმე", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქს აღნიშნული პროგრამების განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ტრანსფერით გათვალისწინებული თანხები სხვა მიმართულებებზე მიმართა.

"ფინანსთა მინისტრის საქმე არაა ქალაქის საკრებულო ბიუჯეტს როგორ გაანაწილებს. ჩვენ გვედო ეს თანხები, მაგრამ რადგან ცენტრალურმა მთავრობამ ამ თემის სტანდარტიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და მოხდა ყველა ნორმატიული დოკუმენტის ცვლილება, ის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდა, მათ შორის ავარიულ სახლებზე, საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების ტარიფის შემცირების გამო თანასუბსიდირებაზე", - განაცხადა უგულავამ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერმა ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. "თუ ჩვენ ვსაუბობთ სამართლებრივ დავაზე, შეგვიძლია ის სასამართლოში გადავიტანოთ, ხოლო თუ ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება, მაშინ დავსხდეთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომ თბილისელები არ დაზარალდნენ. მე მაქვს მოსაზრებები როგორ ვიპოვოთ გამოსავალი როგორც წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, ისე გრძელვადიანად - ვინ რაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მზად ვართ, თუნდაც დღეს მოხდეს პირველი შეხვედრა სამსახურებს შორის, თუნდაც პირადად ჩემთან", - დასძინა თბილისის მერმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, აღნიშნული პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს კი, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება ისევ გააუქმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა