ირანის სამედიცინო და საქველმოქმედო ფონდებმა განაცხადეს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად 6 მილიონამდე ირანელი მოქალაქის ჯამრთელობა მკვეთრად გაუარესდა.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს მიზანში უშუალოდ ჯანდაცვის ინდუსტრია არ ჰყავთ ამოღებული, წამლების და სამედიცინო აპარატურის იმპორტი ქვეყანაში სულ უფრო რთული ხდება. თეირანის უნივერსტიტეტის ერთ-ერთი პროფესორის განცხადებით, სანქციების შედეგად ზარალდება საბანკო და სანავთობო ინდუსტრიები, რაც აბრკოლებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, შესაბამისად შეუძლებელი ხდება ჯანდაცვისათვის საჭირო სამედიცინო პრეპარატებისა და ტექნიკის იმპორტირებაც.
ირანი ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამედიცინო პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს ახდენს, მაგრამ სახელმწიფო მაინც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წამალი ქვეყანაშივე დაამზადოს.