ნიუ-იორკში ქარიშხალ "სენდის" 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა. დატბორილია ფინანსური რაიონი, მეტროსადგურის გვირაბები, ეზოები, პარკები. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და შედეგად 6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი, ჩაკეტილია სატრანსპორტო გვირაბები, გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი და დახურულია სკოლები. როგორც 911-ის ოპერატორები ამბობენ, მათთან ყოველ ნახევარ საათში დახლოებით 20 000 ადამიანი რეკავს.
მანჰეტენზე მდებარე სამედიცინო ცენტრ The New York University Langone Medical Center-ის პერსონალმა დილით 215 პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანა, რადგანაც დაწესებულებაში გენერატორის ენერგიის მარაგი ამოიწურა.
სპეციალისტთა აზრით, ქარიშხლის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.