საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა
გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი შე­ფის ბად­რი ბი­წა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე გია უჩა­ვა ჩვე­ნე­ბას ცვლის და მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც "გლო­ბალ­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა კახა მუმ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გია უჩა­ვას სა­ხალ­ხო კრე­ბის 1 700 შე­ფი­ცუ­ლის გა­უ­ბე­დუ­რე­ბი­თა და პი­რა­დად მისი ოჯა­ხის ლიკ­ვი­და­ცი­ით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"რო­გორც გიამ მი­ამ­ბო, კუდ-ს თავ­და­პირ­ვე­ლად კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს და­კა­ვე­ბა არ ჰქონ­და გან­სა­ზღვრუ­ლი, უბ­რა­ლოდ, უნ­დო­დათ ეს რო­მე­ლი­მე ლი­დე­რი ყო­ფი­ლი­ყო და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მა­შინ მომ­ხდა­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს ხელ­ში უჩა­ვა შერ­ჩათ. სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან ის დათა ახა­ლა­ი­ას ჩა­უს­ვეს მან­ქა­ნა­ში და "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მისი ცემა და­ი­წყეს მხო­ლოდ ტა­ნის არე­ში. ცე­მის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფომ პა­ტიმ­რის მი­ღე­ბი­სა­საც და­ა­დას­ტუ­რა. მას ნეკ­ნე­ბი ჰქონ­და ჩამ­ტვრე­უ­ლი, ხე­ლის თი­თე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი და სა­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში დათა ახა­ლა­ი­ამ ის კე­დელ­თან მი­ა­ყე­ნა და შე­სა­ში­ნებ­ლად უჩა­ვას დახ­ვრე­ტის იმი­ა­ტა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორ­ჯერ გას­რო­ლით, შემ­დეგ კი თო­ფუ­რი­ძის კა­ბი­ნეტ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და აქე­დან და­ი­წყო მას­ზე ზე­წო­ლა", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თო­ფუ­რი­ძემ უჩა­ვას უთხრა, რომ გა­დამ­დგა­რი გე­ნერ­ლის ოჯა­ხი მძევ­ლად ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი და თუ არ მის­ცემ­და ბად­რი ბი­წა­ძი­სა და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას, მისი ოჯა­ხი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი გახ­დე­ბო­და.

"უჩა­ვას ასე­ვე და­უ­დეს შე­ფი­ცულ­თა სია და უთხრეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და მათი ოჯა­ხე­ბი გა­უ­ბე­დურ­დე­ბოდ­ნენ, ეს კი უჩა­ვას სინ­დის­ზე იქ­ნე­ბო­და. სოსო თო­ფუ­რი­ძის სი­ტყვე­ბია: "ბად­რი ბი­წა­ძის და­ჭე­რა შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ცი­ხე­ში არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა, მას ისე­ვე უნდა მო­ვექ­ცეთ, რო­გორც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს".

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ვი­თა­რე­ბა იმა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით, უჩა­ვა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას მხო­ლოდ ბად­რი ბი­წა­ძის წი­ნა­აღდმეგ და­თან­ხმდა. და­ბეჭ­დი­ლი ჩვე­ნე­ბა შე­უ­ტა­ნეს და მან ხელი მო­ა­წე­რა. ამის შემ­დეგ, უჩა­ვას ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბად­რი ბი­წა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა", - გა­ნუ­ცხა­და "გლო­ბალ­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა.

კახა მუმ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, უჩა­ვას და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ოჯახს იძუ­ლე­ბი­თი დაც­ვა და­უ­ნიშ­ნეს.

"მათ ოჯახ­ში ვი­თომ ბი­წა­ძის­გან და­სა­ცა­ვად, რე­ა­ლუ­რად კი კონ­ტრო­ლის­თვის, ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ცხოვ­რობ­და. ოჯახს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და არა­თუ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ, ნა­თე­სა­ვებ­თან კონ­ტაქ­ტიც კი", - აღ­ნიშ­ნა მან.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გია უჩა­ვა ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ვნას ელო­დე­ბა და მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

უჩა­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "სა­ხალ­ხო კრე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე 2010 წლის 22 მა­ისს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­ნო­ბის წინ და­ა­კა­ვეს. შს სა­მი­ნის­ტრომ გა­დამ­დგა­რი გე­ნერ­ლის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ის "შე­ფი­ცუ­ლე­ბის" გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა და სა­უბ­რობს და­მა­ტე­ბით ძა­ლა­ზე, რო­მე­ლიც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით იქ­ნე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

უჩა­ვას ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, "შე­ფი­ცუ­ლებს" პლასტმა­სის ხელ­კე­ტე­ბის გარ­და, "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი" და შურ­დუ­ლე­ბი უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, რომ­ლე­ბიც რკი­ნის ბურ­თებს ის­ვრის. ამას­თან, მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და მან­ქა­ნე­ბის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა ევა­ლე­ბო­დათ.

და­კა­ვე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი­სა" და შურ­დუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის იდეა ბად­რი ბი­წა­ძეს ეკუთ­ვნო­და და მას­ვე უნდა აეღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 23 მა­ი­სი­დან ამ ძა­ლე­ბის მარ­თვა­ზე.

გა­დამ­დგა­რი გე­ნერ­ლის ჩვე­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ბად­რი ბი­წა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს. ბად­რი ბი­წა­ძის ბრალ­დე­ბა­ში არც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, არც სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა და არც სხვა დე­ტა­ლი ფი­გუ­რი­რებს, რო­მელ­ზეც უჩა­ვა სა­უბ­რობს. ბი­წა­ძეს ბრა­ლად მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვი­სათ­ვის ხე­ლის ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით შეშ­ლა ედე­ბა, რის­თვი­საც მას და­უს­წრებ­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის 5 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა და ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

"გლო­ბალ­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

გია უჩავამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფის ბადრი ბიწაძის სისხლის სამართლის საქმის მთავარი მოწმე გია უჩავა ჩვენებას ცვლის და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც "გლობალნიუსს" ადვოკატმა კახა მუმლაძემ განუცხადა, გია უჩავას სახალხო კრების 1 700 შეფიცულის გაუბედურებითა და პირადად მისი ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

"როგორც გიამ მიამბო, კუდ-ს თავდაპირველად კონკრეტულად ვინმეს დაკავება არ ჰქონდა განსაზღვრული, უბრალოდ, უნდოდათ ეს რომელიმე ლიდერი ყოფილიყო და ტელევიზიასთან მაშინ მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს ხელში უჩავა შერჩათ. სპორტის სასახლესთან ის დათა ახალაიას ჩაუსვეს მანქანაში და "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს, სადაც ახალაიას ბრძანების საფუძველზე მისი ცემა დაიწყეს მხოლოდ ტანის არეში. ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები მოგვიანებით ციხის საავადმყოფომ პატიმრის მიღებისასაც დაადასტურა. მას ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, ხელის თითები დამტვრეული და სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. "მოდულის" შენობაში დათა ახალაიამ ის კედელთან მიაყენა და შესაშინებლად უჩავას დახვრეტის იმიატაცია განახორციელა ორჯერ გასროლით, შემდეგ კი თოფურიძის კაბინეტში გადაიყვანეს და აქედან დაიწყო მასზე ზეწოლა", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, თოფურიძემ უჩავას უთხრა, რომ გადამდგარი გენერლის ოჯახი მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუ არ მისცემდა ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ჩვენებას, მისი ოჯახი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა.

"უჩავას ასევე დაუდეს შეფიცულთა სია და უთხრეს, რომ თითოეული მათგანი და მათი ოჯახები გაუბედურდებოდნენ, ეს კი უჩავას სინდისზე იქნებოდა. სოსო თოფურიძის სიტყვებია: "ბადრი ბიწაძის დაჭერა შეგვიძლია, მაგრამ ის საქართველოში და ციხეში არაფერში გვჭირდება, მას ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს".

ამ სიტუაციაში, როდესაც ვითარება იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით, უჩავა ჩვენების მიცემას მხოლოდ ბადრი ბიწაძის წინააღდმეგ დათანხმდა. დაბეჭდილი ჩვენება შეუტანეს და მან ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, უჩავას ჩვენების საფუძველზე ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა", - განუცხადა "გლობალნიუსს" ადვოკატმა.

კახა მუმლაძის განმარტებით, უჩავას დაკავებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მის ოჯახს იძულებითი დაცვა დაუნიშნეს.

"მათ ოჯახში ვითომ ბიწაძისგან დასაცავად, რეალურად კი კონტროლისთვის, ორი შეიარაღებული პირი ცხოვრობდა. ოჯახს აკრძალული ჰქონდა არათუ მედიასთან ურთიერთობა, არამედ, ნათესავებთან კონტაქტიც კი", - აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, გია უჩავა ახალი მთავარი პროკურორის ოფიციალურად დანიშვნას ელოდება და მზადყოფნას გამოთქვამს მასთან თანამშრომლობაზე.

უჩავა სამართალდამცველებმა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2010 წლის 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დააკავეს. შს სამინისტრომ გადამდგარი გენერლის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, რომელშიც ის "შეფიცულების" გეგმების შესახებ დეტალურად ყვება და საუბრობს დამატებით ძალაზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იქნებოდა შეიარაღებული.

უჩავას ჩვენების თანახმად, "შეფიცულებს" პლასტმასის ხელკეტების გარდა, "მოლოტოვის კოქტეილები" და შურდულები უნდა გამოეყენებინათ, რომლებიც რკინის ბურთებს ისვრის. ამასთან, მათ სამართალდამცველებზე თავდასხმები და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ევალებოდათ.

დაკავებულის განცხადებით, "მოლოტოვის კოქტეილებისა" და შურდულების გამოყენების იდეა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მასვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა 23 მაისიდან ამ ძალების მართვაზე.

გადამდგარი გენერლის ჩვენების გავრცელების შემდეგ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბადრი ბიწაძის ბრალდებაში არც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, არც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არც სხვა დეტალი ფიგურირებს, რომელზეც უჩავა საუბრობს. ბიწაძეს ბრალად მხოლოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის ჯგუფურად ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეშლა ედება, რისთვისაც მას დაუსწრებლად თავისუფლების 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა და ძებნა გამოცხადდა.

”გლობალნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ