კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"
ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"

ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე თვალ­საზ­რისს კომ­პო­ზი­ტო­რი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, რით ახ­სნით, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლო­ვან­თა დიდ­მა ნა­წილ­მა გა­მო­უ­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა?

- ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად დაყო: მა­თი­ა­ნე­ბად და სხვე­ბად. პრე­ზი­დენ­ტსაც(?!) არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს ასე­თი რი­ტო­რი­კის­თვის. ამი­ტომ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა დიდი ნა­წი­ლი ვე­ლო­დე­ბო­დით პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე იმგვა­რი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნას, რომ­ლის­თვი­საც ხე­ლოვ­ნე­ბის იდე­ო­ლო­გი­ზე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. და აი, ასე­თი ძალა, უფრო სწო­რად, პი­როვ­ნე­ბა, მარ­თლაც გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი, ეს რე­ა­ლო­ბაა, რა­საც ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა! ჩემი აზ­რით, მისი სა­ხე­ლი, კა­ცო­ბა და სი­კე­თით სავ­სე რე­პუ­ტა­ცია რომ არა, ამ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ქვე­ყა­ნა ვერ მი­ვი­დო­და. მან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მით გვაჩ­ვე­ნა, რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს შენი სამ­შობ­ლო, შენი ოჯა­ხი.

- თქვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ახალ სიმ­ღე­რას - "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით", ხალ­ხის ტაშ­თან ერ­თად, გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში აჟი­ო­ტა­ჟიც მოჰ­ყვა. ერთ-ერ­თმა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მას სა­ხელ­და­ხე­ლო სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა. კი­თხვა­ზე: ვისი დაბ­რუ­ნე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა? - შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და სხვა­თა ფო­ტო­ებს აჩ­ვე­ნებ­დნენ.

- მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორს, ვინ­მე ლე­ვან ჩუ­გოშ­ვილს ჩემი და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის. მან ახ­სე­ნა სამი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის სა­ე­ტა­პოა. თურ­მე, ჩემს სიმ­ღე­რას შე­უძ­ლია ისე­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რომ ლა­მის რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყოს. ეს ჟურ­ნა­ლის­ტი და­მი­კავ­შირ­და და ინ­ტერ­ვიუ მთხო­ვა; ვუ­თხა­რი, რომ ქა­ლაქ­ში არ ვი­ყა­ვი, ხოლო ტე­ლე­ფო­ნით ინ­ტერ­ვი­უ­ზე ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ. დავ­პირ­დი, რომ მე­ო­რე დღეს ქა­ლაქ­ში ვიქ­ნე­ბო­დი და მის ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას გავ­ცემ­დი პა­სუხს. იქვე შე­ვა­ტყვე, რომ ჟურ­ნა­ლისტს აჩ­ქა­რებ­დნენ, თან ჩვენს სა­უ­ბარს იწერ­დნენ. არა­და, სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დე: ახლა და­ი­ჩე­მე­ბენ, სე­ფი­აშ­ვი­ლი ლე­ნი­ნის, ორ­ჯო­ნი­კი­ძის, შე­ვარ­დნა­ძის დაბ­რუ­ნე­ბას უმ­ღე­რი­სო. გრცხვე­ნო­დეთ! ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ოც­ნე­ბას - 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ემიგ­რან­ტის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და აქ ღირ­სე­ულ ცხოვ­რე­ბას უმ­ღე­რის. მი­ხა­რია, რომ ემიგ­რან­ტე­ბის აქ­ცი­ებ­ზე გა­მოჩ­ნდა პლა­კა­ტე­ბი: "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით!"

- თქვენს სიმ­ღე­რებ­ში ტექსტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

- ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნია ავ­ტო­რი ამ ტექ­სტი­სა, რო­მე­ლიც სი­მოვ­ნე­ბით ავამ­ღე­რე. ჩვენ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა ვმე­გობ­რობთ, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ამ ზა­ფხულს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი, კარ­გად გა­ვე­ცა­ნი ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბის ყო­ფას: ეს ხალ­ხი გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის, სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო არის გა­დახ­ვე­წი­ლი სამ­შობ­ლო­დან, მათი დიდი ნა­წი­ლი მძი­მე შრო­მა­საც იტანს, აქ ოჯა­ხე­ბი რომ არ­ჩი­ნოს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით" ასე თბი­ლად მი­ი­ღეს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ემიგ­რა­ცი­ა­ში. ემიგ­რან­ტებ­მა მი­თხრეს, ერ­თმა­ნეთს უკვე ასე ვე­სალ­მე­ბი­თო: "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით!".

- რო­გორ გე­სა­ხე­ბათ კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, კერ­ძოდ, ქარ­თულ ესტრა­და­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის გზე­ბი?

- ახალ რე­ა­ლო­ბას ყვე­ლა უნდა შე­ე­გუ­ოს. გული მტკი­ვა, რომ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, მომ­ღერ­ლე­ბის დიდი ოჯა­ხი გა­ყო­ფი­ლია, უფრო ზუს­ტად, აქამ­დე იყო გა­ყო­ფი­ლი. ვი­მე­დოვ­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა. მჯე­რა, უხამ­სო­ბას, უგე­მოვ­ნო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბის უნი­ჭო ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ოპუ­სე­ბით მო­წამ­ვლას ბო­ლო მო­ე­ღე­ბა.

- თქვენ 30 წელი იმუ­შა­ვეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ში; რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას?

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" დღემ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­პო­რი იყო, რაც და­ნა­შა­უ­ლია და ძირ­ში­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის არსს. მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფორ­მატ­ში მხო­ლოდ მე­დი­ა­კავ­ში­რი "ობი­ექ­ტი­ვი" მუ­შა­ობს, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, ხომ არ მოხ­დე­ბა ისე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბით პრი­ვი­ლე­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- რას ნიშ­ნავს პრი­ვი­ლე­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა? ჯერ ერთი, ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხში­რად გა­მო­ჩე­ნა არ­ტის­ტის­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო არც არის. ერ­თა­დერ­თი პრი­ვი­ლე­გია, რო­მე­ლიც ხე­ლო­ვანს უნდა ჰქონ­დეს, არის ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. ხე­ლო­ვა­ნი, უპირ­ვე­ლე­სად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს, მისი შემ­ფა­სე­ბე­ლი კი - ხალ­ხი, მსმე­ნე­ლი, მა­ყუ­რე­ბე­ლი. ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­თა­ვით­ვე უზარ­მა­ზა­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, როცა ჩა­რე­ცხვა მოგ­ვინ­დო­მა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნა.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს, მი­უ­ხე­და­ვად გა­მარ­ჯვე­ბის ეი­ფო­რი­ი­სა, უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ძლი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გვყავს და ნე­ბის­მი­ერ დროს ფან­ტის შე­მოგ­დე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ ფხიზ­ლად უნდა ვი­ყოთ. ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო., ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის უკ­მა­ყო­ფი­ლოც ვარ, რად­გან ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ თით­ქმის ყო­ველ­მა მე­ო­რე ამომ­რჩე­ველ­მა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" მის­ცა ხმა. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია; აშ­კა­რაა, რომ გა­ყალ­ბე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დიც გა­მო­ი­ყე­ნეს. ვფიქ­რობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი თუ მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი უბ­ნებ­ზე უფრო ფხიზ­ლად უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. და­სას­რულ - ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ძალ­ზე მომ­თხოვ­ნი იქ­ნე­ბა. ხალ­ხი მის­გან სიბ­რძნეს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბას და ქვეყ­ნის­თვის, მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის თავ­და­დე­ბას მო­ი­თხოვს!

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"

ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე თვალსაზრისს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გამოხატავს.

- ბატონო ჯემალ, რით ახსნით, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხელოვანთა დიდმა ნაწილმა გამოუცხადა მხარდაჭერა?

- ყოფილმა ხელისუფლებამ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ისევე როგორც მთელი საზოგადოება ორ ნაწილად დაყო: მათიანებად და სხვებად. პრეზიდენტსაც(?!) არაერთხელ მიუმართავს ასეთი რიტორიკისთვის. ამიტომ კულტურის მოღვაწეთა დიდი ნაწილი ველოდებოდით პოლიტიკურ ასპარეზზე იმგვარი ძალის გამოჩენას, რომლისთვისაც ხელოვნების იდეოლოგიზება მიუღებელი იქნებოდა. და აი, ასეთი ძალა, უფრო სწორად, პიროვნება, მართლაც გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლი, ეს რეალობაა, რასაც ვერავინ გაექცევა! ჩემი აზრით, მისი სახელი, კაცობა და სიკეთით სავსე რეპუტაცია რომ არა, ამ გამარჯვებამდე ქვეყანა ვერ მივიდოდა. მან წლების განმავლობაში საქმით გვაჩვენა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი ოჯახი.

- თქვენს არაჩვეულებრივ ახალ სიმღერას - "ჩვენ დავბრუნდებით", ხალხის ტაშთან ერთად, გარკვეულ წრეებში აჟიოტაჟიც მოჰყვა. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მას სახელდახელო სიუჟეტი მიუძღვნა. კითხვაზე: ვისი დაბრუნება იგულისხმება? - შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და სხვათა ფოტოებს აჩვენებდნენ.

- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიუჟეტის ავტორს, ვინმე ლევან ჩუგოშვილს ჩემი და ჩემი შემოქმედების რეკლამირებისთვის. მან ახსენა სამი სიმღერა, რომელიც ჩემთვის საეტაპოა. თურმე, ჩემს სიმღერას შეუძლია ისეთი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ ლამის რევოლუცია მოაწყოს. ეს ჟურნალისტი დამიკავშირდა და ინტერვიუ მთხოვა; ვუთხარი, რომ ქალაქში არ ვიყავი, ხოლო ტელეფონით ინტერვიუზე ყოველთვის უარს ვამბობ. დავპირდი, რომ მეორე დღეს ქალაქში ვიქნებოდი და მის ნებისმიერ კითხვას გავცემდი პასუხს. იქვე შევატყვე, რომ ჟურნალისტს აჩქარებდნენ, თან ჩვენს საუბარს იწერდნენ. არადა, საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე: ახლა დაიჩემებენ, სეფიაშვილი ლენინის, ორჯონიკიძის, შევარდნაძის დაბრუნებას უმღერისო. გრცხვენოდეთ! ჯემალ სეფიაშვილი სრულიად საქართველოს დიდ ოცნებას - 2 მილიონამდე ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას და აქ ღირსეულ ცხოვრებას უმღერის. მიხარია, რომ ემიგრანტების აქციებზე გამოჩნდა პლაკატები: "ჩვენ დავბრუნდებით!"

- თქვენს სიმღერებში ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

- ჯანსუღ ჩარკვიანია ავტორი ამ ტექსტისა, რომელიც სიმოვნებით ავამღერე. ჩვენ ნახევარი საუკუნეა ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ. ამ ზაფხულს რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი, კარგად გავეცანი ჩვენი ემიგრანტების ყოფას: ეს ხალხი გაუსაძლისი ყოფის, სიდუხჭირის გამო არის გადახვეწილი სამშობლოდან, მათი დიდი ნაწილი მძიმე შრომასაც იტანს, აქ ოჯახები რომ არჩინოს. ბედნიერი ვარ, რომ "ჩვენ დავბრუნდებით" ასე თბილად მიიღეს როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში. ემიგრანტებმა მითხრეს, ერთმანეთს უკვე ასე ვესალმებითო: "ჩვენ დავბრუნდებით!".

- როგორ გესახებათ კულტურის სფეროში, კერძოდ, ქართულ ესტრადაზე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის ძიების გზები?

- ახალ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს. გული მტკივა, რომ კომპოზიტორების, მომღერლების დიდი ოჯახი გაყოფილია, უფრო ზუსტად, აქამდე იყო გაყოფილი. ვიმედოვნებ, ყველაფერი მოწესრიგდება. მჯერა, უხამსობას, უგემოვნობას და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის უნიჭო იაფფასიანი ოპუსებით მოწამვლას ბო­ლო მოეღება.

- თქვენ 30 წელი იმუშავეთ ტელევიზიასა და რადიოში; როგორ შეაფასებდით დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შექმნილ ვითარებას?

- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღემდე ხელისუფლების რუპორი იყო, რაც დანაშაულია და ძირშივე ეწინააღმდეგება მის არსს. მივიჩნევ, რომ საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფორმატში მხოლოდ მედიაკავშირი "ობიექტივი" მუშაობს, რომელთანაც დღემდე სიამოვნებით ვთანამშრომლობ.

- როგორ გგონიათ, ხომ არ მოხდება ისე, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კულტურის მოღვაწეები აღმოჩნდებით პრივილეგიურ მდგომარეობაში?

- რას ნიშნავს პრივილეგიური მდგომარეობა? ჯერ ერთი, ტელეეკრანზე ხშირად გამოჩენა არტისტისთვის სახარბიელო არც არის. ერთადერთი პრივილეგია, რომელიც ხელოვანს უნდა ჰქონდეს, არის ხალხის პატივისცემა და სიყვარული. ხელოვანი, უპირველესად მოკრძალებული უნდა იყოს, მისი შემფასებელი კი - ხალხი, მსმენელი, მაყურებელი. ყოფილმა ხელისუფლებამ იმთავითვე უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როცა ჩარეცხვა მოგვინდომა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებითი პოტენციალი არ გამოიყენა.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები?

- საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მიუხედავად გამარჯვების ეიფორიისა, უნდა ახსოვდეს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ნებისმიერ დროს ფანტის შემოგდება არ გაუჭირდებათ. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო., ამ არჩევნების შედეგის უკმაყოფილოც ვარ, რადგან ვერავინ დამაჯერებს, რომ თითქმის ყოველმა მეორე ამომრჩეველმა "ნაცმოძრაობას" მისცა ხმა. ეს წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია; აშკარაა, რომ გაყალბების სხვადასხვა მეთოდიც გამოიყენეს. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კომისიის წევრები თუ მეთვალყურეები უბნებზე უფრო ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ. დასასრულ - ჩვენი საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება. ხალხი მისგან სიბრძნეს, პრინციპულობას და ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის თავდადებას მოითხოვს!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"