საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაშკენტის შესახვევის N7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ
ტაშკენტის შესახვევის N7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ

ტაშ­კენ­ტის შე­სახ­ვე­ვის N7 მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში დევ­ნი­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მათ კა­რე­ბი აქვთ ჩა­კე­ტი­ლი და არა­ვის აძ­ლე­ვენ იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას. რო­გორც ობი­ექ­ტის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით თა­ვარ­თქი­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა დაც­ვის ერთი წევ­რიც, რო­მელ­საც დევ­ნი­ლე­ბი გა­რეთ გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დევ­ნი­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ შე­ვიდ­ნენ. რო­გორც დაც­ვის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, იქ და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე დევ­ნი­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" შე­ნო­ბას­თან მყოფ დევ­ნი­ლებ­საც გა­ე­სა­უბ­რა. მათი თქმით, ბი­ნა­ში იმი­ტომ შე­ვიდ­ნენ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია ეკუთ­ვნის დევ­ნი­ლებს, გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სწო­რედ დევ­ნი­ლე­ბის­თვის აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

"20 წე­ლია, ჩვენ ნა­ქი­რა­ვებ­ში ვზრდით ბავ­შვებს, ამ დროს კი ეს ტე­რი­ტო­რია ცა­რი­ე­ლია და იქ არა­ვინ არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ჩვენ­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მო­ვი­თხოვთ, მო­ვიდ­ნენ და გაგ­ვცენ პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არ ცხოვ­რო­ბენ აქ დევ­ნი­ლე­ბი, ჩვენ აქე­დან გა­მოს­ვლას არ ვა­პი­რებთ მა­ნამ­დე, სა­ნამ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ეს ტე­რი­ტო­რია გვე­კუთ­ვნის ჩვენ", - აცხა­დებს ერთ-ერთი დევ­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი.

შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან რო­გორც აფხა­ზე­თი­დან, ისე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლე­ბიც. მათი თქმით, ისი­ნი 2010 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­სა­ხა­ლეს ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ.

"გა­მოგ­ვა­სახ­ლეს 2010 წლის იან­ვარ­ში. აქ ვინც ვცხოვ­რობ­დით, ამ კორ­პუს­ში ჩა­წე­რი­ლე­ბი ვართ, სა­ჯა­რო რე­ესტრშიც არის მი­თი­თე­ბუ­ლი რომ ჩვენ ამ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ვართ ჩა­წე­რი­ლე­ბი. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, რომ იქ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვიდ­ნენ, რად­გან საქ­მე კი­დევ სა­სა­მარ­თლო­შია და ბო­ლომ­დე ვცდი­ლობთ, მო­ვი­პო­ვოთ ჩვე­ნი სი­მარ­თლე და და­ვა­მატ­კი­ცოთ, რომ ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა არის ჩვენ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და აქ ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ", - აცხა­დე­ბენ გა­რეთ მყო­ფი დევ­ნი­ლე­ბი.

დევ­ნი­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ და­რე­კეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე არა­ვინ მი­სუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ტაშკენტის შესახვევის N7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ

ტაშკენტის შესახვევის N7-ში მდებარე ბინაში დევნილები შეიჭრნენ

ტაშკენტის შესახვევის N7 მდებარე საცხოვრებელ ბინაში დევნილები შეიჭრნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათ კარები აქვთ ჩაკეტილი და არავის აძლევენ იქ შესვლის საშუალებას. როგორც ობიექტის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით თავართქილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შენობაში იმყოფება დაცვის ერთი წევრიც, რომელსაც დევნილები გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დევნილები აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდნენ. როგორც დაცვის წევრები აცხადებენ, იქ დაახლოებით 50-მდე დევნილი იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი" შენობასთან მყოფ დევნილებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, ბინაში იმიტომ შევიდნენ, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის დევნილებს, განსახლების სამინისტროს სწორედ დევნილებისთვის აქვს გამოყოფილი, თუმცა იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

"20 წელია, ჩვენ ნაქირავებში ვზრდით ბავშვებს, ამ დროს კი ეს ტერიტორია ცარიელია და იქ არავინ არ ცხოვრობს, თუმცა ჩვენთვის არის განკუთვნილი. მოვითხოვთ, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი, თუ რატომ არ ცხოვრობენ აქ დევნილები, ჩვენ აქედან გამოსვლას არ ვაპირებთ მანამდე, სანამ გაირკვევა ყველაფერი. ეს ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ", - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი ქალბატონი.

შენობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც. მათი თქმით, ისინი 2010 წლის იანვარში გამოასახალეს ამ საცხოვრებელი ბინიდან სრულიად უმიზეზოდ.

"გამოგვასახლეს 2010 წლის იანვარში. აქ ვინც ვცხოვრობდით, ამ კორპუსში ჩაწერილები ვართ, საჯარო რეესტრშიც არის მითითებული რომ ჩვენ ამ საცხოვრებელ ბინებში ვართ ჩაწერილები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იქ სხვა ადამიანები შევიდნენ, რადგან საქმე კიდევ სასამართლოშია და ბოლომდე ვცდილობთ, მოვიპოვოთ ჩვენი სიმართლე და დავამატკიცოთ, რომ ეს საცხოვრებელი ბინა არის ჩვენთვის გამოყოფილი და აქ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ", - აცხადებენ გარეთ მყოფი დევნილები.

დევნილები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დარეკეს, თუმცა ამ დრომდე არავინ მისულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"