კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება
ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სულ უფრო ცოტა მხარ­დამ­ჭე­რი რჩე­ბა და ეს გა­მოჩ­ნდა კა­ხეთ­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე 27-28 ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ლა­გო­დეხ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე არ მივა, ნა­წი­ლი მივა და ისი­ნიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხმას აღარ მის­ცე­მენ.

"ჩვენს ქვე­ყა­ნას უზარ­მა­ზა­რი კულ­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რია აქვს და ასე­თი რა­მე­ე­ბი ჩვენ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნებს უნდა მო­ვე­ფე­როთ, რომ მიხ­ვდნენ, რას აკე­თე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ლა­გო­დე­ხის ცენ­ტრში კი სცე­ნაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ივა­ნიშ­ვი­ლი ლა­გო­დე­ხე­ლებს მი­მარ­თავს.

ლა­გო­დეხ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კორ­ტეჟს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა გზა გა­და­უ­ღო­ბეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კორ­ტეჟს ლა­გო­დე­ხის­კენ ცხე­ნებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მი­უ­ძღვოდ­ნენ.

ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე ხიდ­თან, კორ­ტეჟს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი დახ­ვდნენ, რომ­ლებ­მაც გზა გა­და­უ­ღო­ბეს კორ­ტეჟს და და­ი­წყეს სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის სრო­ლა.

თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მომ­ხრე­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის მან­ქა­ნას გარ­შე­მო შე­მო­ერ­ტყნენ და ასე მო­ა­ხერ­ხეს ლა­გო­დეხ­ში შეს­ვლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება

მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება და ეს გამოჩნდა კახეთში, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე 27-28 ადამიანი მივიდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.

მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი არჩევნებზე არ მივა, ნაწილი მივა და ისინიც მიხეილ სააკაშვილს ხმას აღარ მისცემენ.

"ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი კულტურული ისტორია აქვს და ასეთი რამეები ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მოვეფეროთ, რომ მიხვდნენ, რას აკეთებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლაგოდეხის ცენტრში კი სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც ივანიშვილი ლაგოდეხელებს მიმართავს.

ლაგოდეხთან "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს ლაგოდეხისკენ ცხენებზე ამხედრებული "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები მიუძღვოდნენ.

ქალაქის შესასვლელთან მდებარე ხიდთან, კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ, რომლებმაც გზა გადაუღობეს კორტეჟს და დაიწყეს საახალწლო ასაფეთქებლების სროლა.

თუმცა "ქართული ოცნების მომხრეები ივანიშვილის მანქანას გარშემო შემოერტყნენ და ასე მოახერხეს ლაგოდეხში შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა