კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება
ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება

ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა აქ­ცი­ა­ზე და­ვით გო­გიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა და აქვე გან­მარ­ტა, რომ ამის სა­ბა­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო კე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სურს.

"ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს და ამის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლო­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბის და­ძაბ­ვას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს არ­ჩევ­ნე­ბი არ ტარ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს შეგ­ნე­ბუ­ლად სურს, რად­გან მის სა­სარ­გებ­ლოდ ახლა მხო­ლოდ დრომ და არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გო­გიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ნა­მოძ­მე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად პრო­ვო­ცი­რე­ბას ცდი­ლობს, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს.

"ჩვენ ვართ ცამ­დე მარ­თა­ლი. სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­ზეა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ისე ამ­თავ­რებს თა­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დას, რომ ის ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტია. ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვი­საც. სა­ზღვარ­გა­რეთ რომ ვინ­მემ ჩემს პრე­ზი­დენტზე ცუდი თქვას, მე მას კბი­ლე­ბით და­ვი­ცავ, რად­გან პრე­ზი­დენტს მე ვუ­ყუ­რებ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს, მაგ­რამ ეს არ ეს­მის თა­ვად სა­ა­კაშ­ვილს. ის ცდი­ლობს თა­ნა­მოძ­მე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ამი­ტო­მაც მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ის, თუკი ქარ­თვე­ლებს შო­რის იო­ტი­სო­დე­ნა და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ინც მოხ­დე­ბა, ამა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ მი­ხე­ილ ნი­კო­ლო­ზის ძე სა­ა­კაშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს", - გა­ნა­ცხა­და გო­გიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ თე­მურ ლენ­გი და შაჰ-აბა­სი "მო­ი­ნე­ლა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც რო­გორ­მე მო­უვ­ლის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება

ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება

ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება. ამის შესახებ განცხადება აქციაზე დავით გოგიშვილმა გააკეთა და აქვე განმარტა, რომ ამის საბაბად ხელისუფლებას საქართველოს სხვადასხვა მიმდინარე საპროტესტო კერების გამოყენება სურს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სერიოზულად განიხილავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს და ამისთვის ხელოვნურად ცდილობენ მდგომარეობის დაძაბვას. როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ეს შეგნებულად სურს, რადგან მის სასარგებლოდ ახლა მხოლოდ დრომ და არჩევნების გადადებამ შეიძლება იმოქმედოს", - განაცხადა დავით გოგიშვილმა.

ამასთან, მისივე ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლება თანამოძმეებს შორის დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირებას ცდილობს, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტს შეიძლება დაეკისროს.

"ჩვენ ვართ ცამდე მართალი. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. საქართველოს პრეზიდენტი ისე ამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას, რომ ის ვერ აცნობიერებს, რომ ყველას პრეზიდენტია. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვისაც და მისი მხარდამჭერებისთვისაც. საზღვარგარეთ რომ ვინმემ ჩემს პრეზიდენტზე ცუდი თქვას, მე მას კბილებით დავიცავ, რადგან პრეზიდენტს მე ვუყურებ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, მაგრამ ეს არ ესმის თავად სააკაშვილს. ის ცდილობს თანამოძმეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას. ამიტომაც მინდა გავაფრთხილო ის, თუკი ქართველებს შორის იოტისოდენა დაპირისპირება მაინც მოხდება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს შეიძლება დაეკისროს", - განაცხადა გოგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ თემურ ლენგი და შაჰ-აბასი "მოინელა და მიხეილ სააკაშვილსაც როგორმე მოუვლის".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა