მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰენრი კავილი - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"
ჰენრი კავილი  - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"

"სუ­პერ­მე­ნი­სა" და "ღმერ­თე­ბის ომის" ვარ­სკვლა­ვი ჰენ­რი კა­ვი­ლი ახალ ფილმში "დღი­სით-მზი­სით" ბრი­უს უი­ლის­სა და სი­გურ­ნი უი­ვერ­თან ერ­თად თა­მა­შობს. მისი გმი­რი ეს­პა­ნეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად, რომ იახ­ტა­ზე გა­ერ­თოს. მაგ­რამ სულ მალე მისი ოჯა­ხი გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბა და ჰენ­რის მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წევს უც­ნობ ქვე­ყა­ნა­ში.

დო­სიე

ჰენ­რი კა­ვი­ლი, მე­ო­თხე შვი­ლი ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში, 1983 წლის 5 მა­ისს და­ი­ბა­და ლა-მან­შის ყუ­რე­ში, კუნ­ძულ ჯერ­სი­ზე. დედა ბან­კში მუ­შა­ობ­და, მამა კი სა­ფონ­დო ბრო­კე­რი იყო.

სკო­ლის პი­ე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მერე მსა­ხი­ო­ბი გახ­და, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბო­ბა რომ არა, ჯარ­ში აპი­რებ­და წას­ვლას ან ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მო­ზარ­დო­ბი­სას რაგ­ბის თა­მა­შობ­და, მაგ­რამ ტრავ­მის გამო მი­ა­ტო­ვა.

პირ­ვე­ლი როლი კი­ნო­ში მი­ი­ღო ტრი­ლერ­ში "ლა­გუ­ნა". მას მოჰ­ყვა "გრა­ფი მონ­ტე-კრის­ტო" - "ბი-ბი-სი"-ს სე­რი­ა­ლი, დე­ტექ­ტი­უ­რი სე­რი­ა­ლი "სუფ­თა ინ­გლი­სუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბი". გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "ტი­უ­დო­რე­ბი" და ფილმმა "სუ­პერ­მე­ნი".

და­ნიშ­ნუ­ლია ბრი­ტა­ნელ მო­ჯი­რი­თე ელენ უი­ტა­კერ­ზე.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი უნდა მე­თა­მა­შა"

- მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ეჩ­ვია თქვენს და­ნახ­ვას და­კუნ­თუ­ლი სუ­პერ­გმი­რის რო­ლებ­ში, ახალ სუ­რათ­ში კი თქვე­ნი გმი­რი იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვე­ბის წყა­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნებს სი­ცო­ცხლეს. და­გეხ­მა­რათ კარ­გი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბა გა­და­ღე­ბებ­ზე?

- ამ რო­ლის­თვის მზა­დე­ბა ყვე­ლა სხვის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და. ბოლო ფილ­მის­თვის "ღმერ­თე­ბის ომი: უკ­ვდა­ვე­ბი" მაგ­რად მო­მი­წია ვარ­ჯიშ­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით მოხ­და - ჩემ­გან არა­ვი­თა­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა არ სჭირ­დე­ბო­დათ, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი უნდა მე­თა­მა­შა.

- როცა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ისე­თი ბო­ბო­ლე­ბი დაგ­დე­ვენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან სი­გურ­ნი უი­ვე­რი და ბრი­უს უი­ლი­სი, ალ­ბათ ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. შე­ძე­ლით ერთ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­თა­მა­შე­ბა?

- აგენ­ტი რიპ­ლის სა­მიზ­ნედ ყოფ­ნა (სი­გურ­ნის ცნო­ბი­ლი გმი­რი "უცხო­ე­ბი­დან" - მთარ­გმ.) არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. მისი ნა­დი­რო­ბის ობი­ექ­ტი რომ ხდე­ბი, ერ­თდრო­უ­ლად სა­ში­შიც არის და ამა­ღელ­ვე­ბე­ლიც. რა თქმა უნდა, თვით ბრი­უს უი­ლის­თან, ბო­ე­ვი­კე­ბის მე­ფეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა ასე­ვე დიდი პა­ტი­ვია. თით­ქოს გრძნობ გა­და­ღე­ბებ­ზე, რომ ის "კერ­კეტ კაკ­ლად" გა­და­იქ­ცე­ვა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ოს­ტა­ტუ­რად აკონ­ტრო­ლებს თა­ვის ემო­ცი­ებ­სა და მი­მი­კას.

- რაკი ეს­პა­ნეთ­ში იყო გა­და­ღე­ბე­ბი, ალ­ბათ ენის სწავ­ლაც მო­გიხ­დათ - ვი­ცით, რომ უცხო ენე­ბი­სად­მი გაქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა...

- რე­ჟი­სორ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მთხო­ვა გა­და­ღე­ბე­ბამ­დე, ენა არ მეს­წავ­ლა და ქა­ლა­ქიც არ მე­ნა­ხა. თუ ნაც­ნობ გა­რე­მო­ში იღებ, დაბ­ნე­უ­ლო­ბის თა­მა­ში უფრო რთუ­ლია. მას უნ­დო­და, უცხოდ მეგ­რძნო თავი არა მხო­ლოდ ეკ­რან­ზე, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­შიც.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ჰენრი კავილი - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"

ჰენრი კავილი  - "მაგარია, სიგურნი უივერი რომ დაგდევს!"

"სუპერმენისა" და "ღმერთების ომის" ვარსკვლავი ჰენრი კავილი ახალ ფილმში "დღისით-მზისით" ბრიუს უილისსა და სიგურნი უივერთან ერთად თამაშობს. მისი გმირი ესპანეთში მიემგზავრება ნათესავებთან ერთად, რომ იახტაზე გაერთოს. მაგრამ სულ მალე მისი ოჯახი გაუჩინარდება და ჰენრის მძევლების გათავისუფლება მოუწევს უცნობ ქვეყანაში.

დოსიე

ჰენრი კავილი, მეოთხე შვილი ხუთშვილიან ოჯახში, 1983 წლის 5 მაისს დაიბადა ლა-მანშის ყურეში, კუნძულ ჯერსიზე. დედა ბანკში მუშაობდა, მამა კი საფონდო ბროკერი იყო.

სკოლის პიესებში მონაწილეობდა. მერე მსახიობი გახდა, თუმცა მსახიობობა რომ არა, ჯარში აპირებდა წასვლას ან ეგვიპტოლოგიის შესწავლას უნივერსიტეტში.

მოზარდობისას რაგბის თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო მიატოვა.

პირველი როლი კინოში მიიღო ტრილერში "ლაგუნა". მას მოჰყვა "გრაფი მონტე-კრისტო" - "ბი-ბი-სი"-ს სერიალი, დეტექტიური სერიალი "სუფთა ინგლისური მკვლელობები". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ტელესერიალმა "ტიუდორები" და ფილმმა "სუპერმენი".

დანიშნულია ბრიტანელ მოჯირითე ელენ უიტაკერზე.

"ჩვეულებრივი ბიჭი უნდა მეთამაშა"

- მაყურებელი მიეჩვია თქვენს დანახვას დაკუნთული სუპერგმირის როლებში, ახალ სურათში კი თქვენი გმირი იღბლიანი შემთხვევების წყალობით ინარჩუნებს სიცოცხლეს. დაგეხმარათ კარგი ფიზიკური აღნაგობა გადაღებებზე?

- ამ როლისთვის მზადება ყველა სხვისგან განსხვავდებოდა. ბოლო ფილმისთვის "ღმერთების ომი: უკვდავები" მაგრად მომიწია ვარჯიშმა, ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - ჩემგან არავითარი ფიზიკური ძალისხმევა არ სჭირდებოდათ, სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი უნდა მეთამაშა.

- როცა კინემატოგრაფის ისეთი ბობოლები დაგდევენ, როგორებიც არიან სიგურნი უივერი და ბრიუს უილისი, ალბათ ამაღელვებელია. შეძელით ერთ გადასაღებ მოედანზე შეთამაშება?

- აგენტი რიპლის სამიზნედ ყოფნა (სიგურნის ცნობილი გმირი "უცხოებიდან" - მთარგმ.) არაჩვეულებრივია. მისი ნადირობის ობიექტი რომ ხდები, ერთდროულად საშიშიც არის და ამაღელვებელიც. რა თქმა უნდა, თვით ბრიუს უილისთან, ბოევიკების მეფესთან ერთად გადაღება ასევე დიდი პატივია. თითქოს გრძნობ გადაღებებზე, რომ ის "კერკეტ კაკლად" გადაიქცევა, მაგრამ საკმაოდ ოსტატურად აკონტროლებს თავის ემოციებსა და მიმიკას.

- რაკი ესპანეთში იყო გადაღებები, ალბათ ენის სწავლაც მოგიხდათ - ვიცით, რომ უცხო ენებისადმი გაქვთ მიდრეკილება...

- რეჟისორმა მიზანმიმართულად მთხოვა გადაღებებამდე, ენა არ მესწავლა და ქალაქიც არ მენახა. თუ ნაცნობ გარემოში იღებ, დაბნეულობის თამაში უფრო რთულია. მას უნდოდა, უცხოდ მეგრძნო თავი არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება