კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმკვლელობები და იდუმალი გარდაცვალება - "პლეიბოის" ულამაზესი მოდელების წყევლა
თვითმკვლელობები და იდუმალი გარდაცვალება - "პლეიბოის" ულამაზესი მოდელების წყევლა

სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი რთუ­ლი და დამ­ღლე­ლი საქ­მეა: გა­მუდ­მე­ბით ფორ­მა­ში ყოფ­ნას ითხოვს, ფი­ზი­კუ­რად თუ მო­რა­ლუ­რად, ცხოვ­რე­ბის გი­ჟუ­რი ტემ­პია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კას­ტინ­გე­ბი, კონ­კუ­რენ­ცია, უსა­მარ­თლო­ბა... ამ ბრძო­ლას მხო­ლოდ უძ­ლი­ე­რე­სე­ბი უძ­ლე­ბენ. ყო­ველ­წლი­უ­რად ათო­ბით ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნი ეთხო­ვე­ბა სი­ცო­ცხლეს ანო­რექ­სი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბი­სა თუ ნარ­კო­ტი­კე­ბის დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბით. ამ მხრივ ცალ­კე თე­მაა ე.წ. "პლე­ი­ბო­ის" წყევ­ლა. არ­სე­ბობს იმ გო­გო­ნე­ბის ვრცე­ლი სია, რომ­ლებ­მაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის გა­და­ი­ღეს ფო­ტო­ე­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვალ­ნენ...

მე­რი­ლი­ნის იდუ­მა­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა

ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი მო­დე­ლე­ბის სია მე­რი­ლინ მონ­რომ გახ­სნა, რო­მე­ლიც 1953 წლის დე­კემ­ბერ­ში ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი და XX სა­უ­კუ­ნის სექსსიმ­ბო­ლო 1962 წლის 5 აგ­ვის­ტოს 36 წლის ასაკ­ში იდუ­მალ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბი ვერ­სი­ებს შო­რის, თვით­მკვლე­ლო­ბის გარ­და, მკვლე­ლო­ბაც მუ­შავ­დე­ბო­და. რა იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზი, დღემ­დე არ არის ზუს­ტად ცნო­ბი­ლი.

ჯეინ მენსფილ­დის ტრა­გე­დია

1950-ია­ნე­ბის კი­დევ ერთი სექსსიმ­ბო­ლო, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ და­ამ­შვე­ნა "პლე­ი­ბო­ის" გვერ­დე­ბი, მსა­ხი­ო­ბი ჯეინ მენსფილ­დი იყო, რო­მელ­მაც 1955 წელს სა­ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის­გან "მის თე­ბერ­ვლის" ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. 13-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­ინ­მა 30-ზე მეტ ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იგი თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა 1967 წლის 29 ივ­ნისს, თა­ნაც სა­ზა­რე­ლი სიკ­ვდი­ლით - ავა­რი­ის დროს თავი წა­ე­ცა­ლა. მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძლებ­ზე მსა­ხი­ო­ბის სამი შვი­ლი იჯდა, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­მი­ვე გა­დარ­ჩა.

ავტო და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი

ასე­ვე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა 1966 წელს 28 წლის ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, "მის მარ­ტი" ტო­ნია კრუ­სი. იგი­ვე ბედი ეწია 22 წლის მსა­ხი­ობ კე­როლ ლუ­ისს 1971 წლის 6 ნო­ემ­ბერს. 1977 წელს კი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა ფო­ტო­მო­დე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი, ასე­ვე "მის ივ­ნი­სი 1955" ივ მე­ი­ე­რი. 48 წლის ბიზ­ნეს­ლე­დი ტე­ნე­რი­ფეს აე­რო­პორ­ტი­დან უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო ერთ-ერთი ბო­ინ­გით, რო­მე­ლიც პირ­და­პირ საფ­რენ ბი­ლიკ­ზე აფეთ­ქდა.

"პლე­ი­ბო­ის" კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი - ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კლა­უ­დია ჯე­ნინგსი ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას 1979 წელს - მა­შინ ის 29 წლის იყო. ავა­რი­ის დროს იგი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

კონ­კუ­რენ­ცია

არა­ნაკ­ლებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი "პლე­ი­ბო­ის" მო­დე­ლებს შო­რის თვით­მკვლე­ლო­ბაა. სწო­რედ ასე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე 48 წლის ასაკ­ში შე­რილ კა­ბერ­ტმა. "მის თე­ბერ­ვა­ლი 1958"-მა ვე­ღარ აი­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბის კლე­ბა და თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, ხში­რად გო­გო­ნე­ბი დატ­ვირ­თვა­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უძ­ლებ­დნენ და ამის გამო იკ­ლავ­დნენ თავს. ასე გა­მო­ე­თხო­ვა სი­ცო­ცხლეს 23 წლის სიუ უი­ლი­ამ­სი (ჰა­მილ­ტო­ნი) 1969 წელს. იგი "პლე­ი­ბო­ის" "მის აპ­რი­ლი 1965" გახ­ლდათ.

ისევ თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი...

23 წლის უილი რეიმ და 30 წლის მო­დელ­მა პეიჯ იან­გმაც სწო­რედ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლე. პე­ი­ჯ­მა 1974 წელს სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი დოზა მი­ი­ღო და გარ­და­იც­ვა­ლა.

2008 წლის 29 ივ­ლისს ია­რა­ღით მო­იკ­ლა თავი ამე­რი­კელ­მა მო­დელ­მა, 53 წლის დები ბუსტრომ­მა. სამ თვე­ში მო­ის­წრა­ფა სი­ცო­ცხლე 35 წლის ტი­ფა­ნი სლო­ან­მა, რო­მე­ლიც ფო­ტო­მო­დე­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ტან­მო­ვარ­ჯი­შე იმავდრო­უ­ლად "პლე­ი­ბო­ის" "მის ოქ­ტომ­ბე­რი 1992" იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თვითმკვლელობები და იდუმალი გარდაცვალება - "პლეიბოის" ულამაზესი მოდელების წყევლა

თვითმკვლელობები და იდუმალი გარდაცვალება - "პლეიბოის" ულამაზესი მოდელების წყევლა

სამოდელო ბიზნესი რთული და დამღლელი საქმეა: გამუდმებით ფორმაში ყოფნას ითხოვს, ფიზიკურად თუ მორალურად, ცხოვრების გიჟური ტემპია, დაუსრულებელი კასტინგები, კონკურენცია, უსამართლობა... ამ ბრძოლას მხოლოდ უძლიერესები უძლებენ. ყოველწლიურად ათობით ცნობილი ლამაზმანი ეთხოვება სიცოცხლეს ანორექსიით, თვითმკვლელობისა თუ ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით. ამ მხრივ ცალკე თემაა ე.წ. "პლეიბოის" წყევლა. არსებობს იმ გოგონების ვრცელი სია, რომლებმაც პოპულარული გამოცემისთვის გადაიღეს ფოტოები და მოულოდნელად გარდაიცვალნენ...

მერილინის იდუმალი გარდაცვალება

ტრაგიკულად გარდაცვლილი მოდელების სია მერილინ მონრომ გახსნა, რომელიც 1953 წლის დეკემბერში ჟურნალის პირველი გამოშვების გარეკანზე გამოჩნდა. მომღერალი, მსახიობი და XX საუკუნის სექსსიმბოლო 1962 წლის 5 აგვისტოს 36 წლის ასაკში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზები ვერსიებს შორის, თვითმკვლელობის გარდა, მკვლელობაც მუშავდებოდა. რა იყო მისი გარდაცვალების ჭეშმარიტი მიზეზი, დღემდე არ არის ზუსტად ცნობილი.

ჯეინ მენსფილდის ტრაგედია

1950-იანების კიდევ ერთი სექსსიმბოლო, რომელმაც არაერთხელ დაამშვენა "პლეიბოის" გვერდები, მსახიობი ჯეინ მენსფილდი იყო, რომელმაც 1955 წელს სახელოვანი გამოცემისგან "მის თებერვლის" ტიტული მიიღო. 13-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯეინმა 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. იგი თავის მეგობართან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1967 წლის 29 ივნისს, თანაც საზარელი სიკვდილით - ავარიის დროს თავი წაეცალა. მანქანის უკანა სავარძლებზე მსახიობის სამი შვილი იჯდა, თუმცა, საბედნიეროდ, სამივე გადარჩა.

ავტო და ავიაკატასტროფები

ასევე ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1966 წელს 28 წლის ამერიკელი მოდელი, "მის მარტი" ტონია კრუსი. იგივე ბედი ეწია 22 წლის მსახიობ კეროლ ლუისს 1971 წლის 6 ნოემბერს. 1977 წელს კი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ფოტომოდელი, მსახიობი და პროდიუსერი, ასევე "მის ივნისი 1955" ივ მეიერი. 48 წლის ბიზნესლედი ტენერიფეს აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყო ერთ-ერთი ბოინგით, რომელიც პირდაპირ საფრენ ბილიკზე აფეთქდა.

"პლეიბოის" კიდევ ერთი ვარსკვლავი - ამერიკელი მოდელი და მსახიობი კლაუდია ჯენინგსი ემსხვერპლა ავტოავარიას 1979 წელს - მაშინ ის 29 წლის იყო. ავარიის დროს იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

კონკურენცია

არანაკლებ გავრცელებული სიკვდილის მიზეზი "პლეიბოის" მოდელებს შორის თვითმკვლელობაა. სწორედ ასე დაასრულა სიცოცხლე 48 წლის ასაკში შერილ კაბერტმა. "მის თებერვალი 1958"-მა ვეღარ აიტანა პოპულარობის კლება და თავი მოიკლა. თუმცა, ხშირად გოგონები დატვირთვასა და კონკურენციას ვერ უძლებდნენ და ამის გამო იკლავდნენ თავს. ასე გამოეთხოვა სიცოცხლეს 23 წლის სიუ უილიამსი (ჰამილტონი) 1969 წელს. იგი "პლეიბოის" "მის აპრილი 1965" გახლდათ.

ისევ თვითმკვლელობები...

23 წლის უილი რეიმ და 30 წლის მოდელმა პეიჯ იანგმაც სწორედ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. პეიჯმა 1974 წელს საძილე პრეპარატების დიდი დოზა მიიღო და გარდაიცვალა.

2008 წლის 29 ივლისს იარაღით მოიკლა თავი ამერიკელმა მოდელმა, 53 წლის დები ბუსტრომმა. სამ თვეში მოისწრაფა სიცოცხლე 35 წლის ტიფანი სლოანმა, რომელიც ფოტომოდელი, მსახიობი, მოცეკვავე და ტანმოვარჯიშე იმავდროულად "პლეიბოის" "მის ოქტომბერი 1992" იყო.

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)