აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, რუსეთის სათათბიროს არჩევნები არათავისუფალი და არასამართლიანი იყო.
ამის შესახებ კლინტომა ვილნიუსში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. "როცა მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს, ანგრევს კანონიერებას და თავისი ხალხის სანდოობის პრინციპს, რუსი ამომრჩევლები იმსახურებენ იმას, რომ არჩევნების ფალსიფიკაცია გამოძიებული იყოს", - აღნიშნა კლინტონმა.
მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნების თავისუფლად ჩატარებას ეჭვქვეშ ჯერ კიდევ იქედან მოყოლებული აყენებდა, როცა ზოგიერთ პარტიას შესაბამის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
რუსეთში სათათბიროს არჩევნები 4 დეკემბერს გაიმართა. მასში, წინასწარი მონაცემებით, "ედინაია რასია" ლიდერობს.