პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნინო გა­ლუს­ტაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ლუს­ტაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

  • გა­ლუს­ტაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნით, ჯა­ი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში, ასე­ვე გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­ში.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი, მას პრო­ცე­დუ­რუ­ლად დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვა უნდა ეთ­ქვა. თუმ­ცა, ის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე ნინო გა­ლუს­ტაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ჯა­ი­ან­მა წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და და ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს.

ჯა­ი­ა­ნი ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს, არ ეთან­ხმე­ბა არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით მკვლე­ლო­ბას და არც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

ჯა­ი­ანს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით და და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი სე­კუნ­და ნა­წი­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა,

რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით სის­ტე­მა­ტურ ცემს გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

  • გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.

როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.

ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: