პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი" - “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
"კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი" - “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი

პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე არ­მის­ვლის შე­სა­ხებ პი­რა­დად მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და დას­ტუ­რით პარ­ტი­ებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფორ­მატ­ში შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

ცქი­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ პი­რა­დად მისი აზ­რით, რიგი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე არ­მის­ვლა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კითხს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა აქვს, პარ­ტი­ულ ჩარ­ჩო­ებს სცდე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

“მინ­და, ჩემი მხრი­დან გან­ვმარ­ტო იმის შე­სა­ხებ, თუ რა შე­თან­ხმე­ბა შედ­გა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფორ­მატ­ში.

კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე არ­მის­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა მარ­თლაც შედ­გა — ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და ჩემი დას­ტუ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ზე წი­ნას­წა­რი მსჯე­ლო­ბა პარ­ტი­ა­ში არ ყო­ფი­ლა.

მა­ში­ნაც მი­მაჩ­ნდა და დღე­საც იმა­ვე აზ­რზე ვარ, რომ არ მის­ვლა იქ­ნე­ბო­და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რიგი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თუმ­ცა ამ სა­კითხს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა — გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­გო­რი­ცაა 20 ივ­ნი­სი, ჩორ­ჩა­ნა ან თუნ­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა. ეს თე­მე­ბი სცდე­ბა პარ­ტი­ულ ჩარ­ჩო­ებს და გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უფრო მა­ღა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს.

ეს ფაქ­ტო­რე­ბი მე უნდა გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბას ვუ­ერ­თდე­ბო­დი და ვწუხ­ვარ, თუ ამით კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფორ­მა­ტი და­ვა­ზი­ა­ნე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­შინ­დელ­მა დღემ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია — მათ შო­რის, პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც — მე კვლავ ვრჩე­ბი ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ იყო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი“, - წერს დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ავტორი:

"კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი" - “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი

"კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი" - “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ პირადად მისი მონაწილეობითა და დასტურით პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმატში შეთანხმება შედგა.

ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადად მისი აზრით, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე არმისვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საკითხს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება აქვს, პარტიულ ჩარჩოებს სცდება და სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს განეკუთვნება.

“მინდა, ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.

კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.

მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

თუმცა ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.

ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი და ვწუხვარ, თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.