პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება
რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება

ჩი­ტას მე-2 სა­ოლ­ქო სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ 24 წლის ილია კა­ტუ­კია სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტი­სა და ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამის შე­სა­ხებ "მე­დი­ა­ზო­ნა" სა­სა­მარ­თლოს პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

  • კა­ტუ­კი­ას საქ­მის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ბრალ­დე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დე­ტა­ლე­ბი ასე­ვე არ კონ­კრეტ­დე­ბა. რუ­სეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის საქ­მე­ე­ბი, რო­გორც წესი, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი კი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ორი წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩენ 11 წელს - მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში. მას ასე­ვე 100 ათა­სი რუბ­ლის ჯა­რი­მა და­ე­კის­რა, იუ­წყე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

  • კა­ტუ­კია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო იოშ­კარ-ოლა­ში, სწავ­ლობ­და ტომ­სკის პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ტე­რო­რის­ტე­ბის ან ექ­სტრე­მის­ტე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში, რო­მელ­საც როს­ფინ­მო­ნი­ტო­რინ­გი აწარ­მო­ებს, კა­ტუ­კია 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­იყ­ვა­ნეს. 2024 წლის ბო­ლოს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა და­ით­ვა­ლეს, რომ რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, 792 ადა­მი­ა­ნი გახ­და ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის, ჯა­შუ­შო­ბი­სა და უცხო სა­ხელ­მწი­ფოს­თან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე.

სა­შუ­ა­ლოდ, გათ­ვლე­ბით, რუ­სეთ­ში ამ­ჟა­მად დღე­ში ერთი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­ვრე­ბა მსგავს საქ­მე­ებ­ზე - ანუ წე­ლი­წად­ში 350-ზე მეტი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ აღ­ძრუ­ლი მრა­ვა­ლი ასე­თი საქ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ეფ-ეს-ბეს პრო­ვო­კა­ცი­ებ­თან, ხოლო მათი მსხვერ­პლი ხდე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ან­ტი­სა­ო­მარ და ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუ­ფებ­ში არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ­ნი.

ავტორი:

რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება

რუსეთში 24 წლის ილია კატუკიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ის 11 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს: რას ედავება ბრალდება

ჩიტას მე-2 საოლქო სამხედრო სასამართლომ 24 წლის ილია კატუკია სახელმწიფო ღალატისა და ტერაქტის მცდელობის საქმეზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "მედიაზონა" სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

  • კატუკიას საქმის შესახებ საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია. ბრალდებისა და სასამართლო პროცესის დეტალები ასევე არ კონკრეტდება. რუსეთში სახელმწიფო ღალატის საქმეები, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია, სასამართლო სხდომები კი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განაჩენის თანახმად, მსჯავრდადებული პირველი ორი წელი ციხეში გაატარებს, დანარჩენ 11 წელს - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მას ასევე 100 ათასი რუბლის ჯარიმა დაეკისრა, იუწყება ადგილობრივი მედია.

  • კატუკია რეგისტრირებული იყო იოშკარ-ოლაში, სწავლობდა ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

ტერორისტების ან ექსტრემისტების მიერ აღიარებულ პირთა სიაში, რომელსაც როსფინმონიტორინგი აწარმოებს, კატუკია 2024 წლის დეკემბერში შეიყვანეს. 2024 წლის ბოლოს უფლებადამცველებმა დაითვალეს, რომ რუსეთში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 792 ადამიანი გახდა ბრალდებული სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობისა და უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობის საქმეებზე.

საშუალოდ, გათვლებით, რუსეთში ამჟამად დღეში ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მსგავს საქმეებზე - ანუ წელიწადში 350-ზე მეტი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აღძრული მრავალი ასეთი საქმე დაკავშირებული იყო ეფ-ეს-ბეს პროვოკაციებთან, ხოლო მათი მსხვერპლი ხდებიან სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც ანტისაომარ და ოპოზიციურ ჯგუფებში არიან გაწევრიანებულნი.