პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაუტაძე შეუჩერებელია: მოპოვებული და გოლად ქცეული პენალტი, საგოლე პასიც... - რა შეფასებები მიიღო ჟორჟმა?
მიქაუტაძე შეუჩერებელია: მოპოვებული და გოლად ქცეული პენალტი, საგოლე პასიც... - რა შეფასებები მიიღო ჟორჟმა?

13 აპ­რილს, საფ­რან­გე­თის ლიგა 1-ის მო­რი­გი ტუ­რის "ოსერ­მა" გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძის "ლი­ონს" უმას­პინ­ძლა და და­მარ­ცხდა ან­გა­რი­შით 1:3.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დმა "ლი­ო­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­რი­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. მი­ქა­უ­ტა­ძე თა­ვი­დან­ვე მო­ე­დან­ზე იყო და ნერ­ვებს აგ­ლეჯ­და "ოსე­რის" მცვე­ლებს, მე­ო­რე ტა­იმ­ში კი ის, უბ­რა­ლოდ, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იყო - ჯერ პე­ნალ­ტი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც თა­ვად­ვე გა­ი­ტა­ნა, თა­მა­შის ბო­ლოს კი, ფლანგზე ლა­მა­ზი გარ­ღვე­ვის შემ­დეგ, სა­გო­ლე პასი გა­უ­კე­თა ლა­კა­ზეტს.

ჟორჟს ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბაც დას­ჭირ­და, თუმ­ცა სა­გან­გა­შო არა­ფე­რია.

მატ­ჩის შემ­დეგ ქარ­თველ­მა კლუ­ბის სა­იტ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მი­დის. მე­ო­თხე ად­გილ­ზე ვართ, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე გას­ვლის­თვის ვიბ­რძვით და ევ­რო­პა ლი­გა­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა გვე­ლის. ვარ­ჯი­შებ­ზე ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, რაც თა­მაშ­ზე ისა­ხე­ბა. ამ სე­ზონ­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რეთ.

გუნდში პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტის­ტი ლა­კა­ზე­ტია. ერ­თმა­ნეთს შევ­ხე­დეთ და გა­ვი­ფიქ­რეთ: "შენ თუ მე?“ თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბა მე მო­მან­დო და შემ­დეგ მად­ლო­ბა სა­გო­ლე გა­და­ცე­მით გა­და­ვუ­ხა­დე. მხარ­ში მცი­რე დარ­ტყმა მი­ვი­ღე, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია. ყვე­ლა­ნი წინსვლის­თვის ვიბ­რძვით. მო­ე­დან­ზე ვხა­ლი­სობთ. პარტნი­ო­რის­თვის სა­გო­ლე გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა არა­სო­დეს არ გვე­ზა­რე­ბა. ეს პო­ზი­ტი­უ­რია, ასე­ვე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ და წინ ვი­ა­როთ.

ადაპ­ტა­ცი­ის­თვის დრო მჭირ­დე­ბო­და. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე არ ვთა­მა­შობ, თუმ­ცა რაც შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. ჩვე­ნი ფი­ლო­სო­ფი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­ვაგ­რძე­ლებთ ას­პა­რე­ზო­ბას“.

ახლა ლიგა 1-ში მის ან­გა­რიშ­ზე 9 გოლი და 5 შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მაა. ამ­დე­ნი­ვე გოლი გა­ი­ტა­ნა ყვე­ლა ტურ­ნირ­ში ბოლო 8 მატჩში და პლუს 7 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაც მი­ით­ვა­ლა. შეც­ვა­ლეს მეშ­ვი­დე და­მა­ტე­ბულ წუთ­ზე.

შე­ფა­სე­ბე­ბი:

Flashscore - 8,0;

Sofascore - 8,6;

Whoscored - 7,9.

00:00 / 00:00
ავტორი:

მიქაუტაძე შეუჩერებელია: მოპოვებული და გოლად ქცეული პენალტი, საგოლე პასიც... - რა შეფასებები მიიღო ჟორჟმა?

მიქაუტაძე შეუჩერებელია: მოპოვებული და გოლად ქცეული პენალტი, საგოლე პასიც... - რა შეფასებები მიიღო ჟორჟმა?

13 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი ტურის "ოსერმა" გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის "ლიონს" უმასპინძლა და დამარცხდა ანგარიშით 1:3.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა "ლიონის" შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მიქაუტაძე თავიდანვე მოედანზე იყო და ნერვებს აგლეჯდა "ოსერის" მცველებს, მეორე ტაიმში კი ის, უბრალოდ, შეუჩერებელი იყო - ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა, თამაშის ბოლოს კი, ფლანგზე ლამაზი გარღვევის შემდეგ, საგოლე პასი გაუკეთა ლაკაზეტს.

ჟორჟს ექიმების დახმარებაც დასჭირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია.

მატჩის შემდეგ ქართველმა კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მეოთხე ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ვიბრძვით და ევროპა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ, რაც თამაშზე ისახება. ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ.

გუნდში პირველი პენალტისტი ლაკაზეტია. ერთმანეთს შევხედეთ და გავიფიქრეთ: "შენ თუ მე?“ თერთმეტმეტრიანის შესრულება მე მომანდო და შემდეგ მადლობა საგოლე გადაცემით გადავუხადე. მხარში მცირე დარტყმა მივიღე, მაგრამ სერიოზული არაფერია. ყველანი წინსვლისთვის ვიბრძვით. მოედანზე ვხალისობთ. პარტნიორისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება არასოდეს არ გვეზარება. ეს პოზიტიურია, ასევე უნდა გავაგრძელოთ და წინ ვიაროთ.

ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. არ მიყვარს, როდესაც ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ, თუმცა რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. ჩვენი ფილოსოფიის შესაბამისად გავაგრძელებთ ასპარეზობას“.

ახლა ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 9 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. ამდენივე გოლი გაიტანა ყველა ტურნირში ბოლო 8 მატჩში და პლუს 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა. შეცვალეს მეშვიდე დამატებულ წუთზე.

შეფასებები:

Flashscore - 8,0;

Sofascore - 8,6;

Whoscored - 7,9.