სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში "წითელას" "აფეთქებაა": რას ამბობს ივანე ჩხაიძე პაციენტებზე - "ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია"
საქართველოში "წითელას" "აფეთქებაა": რას ამბობს ივანე ჩხაიძე პაციენტებზე - "ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია"

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს, პირ­ვე­ლი ოთხი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კა არის, თუმ­ცა არა ისე­თი მკვეთ­რი, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში. 2022 წელს „წი­თე­ლას“ 12 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირ­ვე­ლი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „წი­თე­ლას“ 142 შემ­თხვე­ვა არის ქვე­ყა­ნა­ში. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში „წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა და ასე­ვე, ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს გა­დავ­ხე­დავთ, მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში. შემ­თხვე­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და 2022 წელს, ისიც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვი, რო­მე­ლიც მა­შინ „წი­თე­ლა­თი“ გარ­და­იც­ვა­ლა, აც­რი­ლი არ იყო და არც რა­ი­მე თან­მდე­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

  • ივა­ნე ჩხა­ი­ძე "წი­თე­ლას" შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს უკავ­ში­რებს. მისი თქმით, 95%-ზე მეტი უნდა იყოს „წი­თე­ლას“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ ქვე­ყა­ნა უსაფრ­თხოდ ჩა­ით­ვა­ლოს. ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 81%-ია.

„ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ვაქ­ცი­ნა­ცია. მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ყვე­ლა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არის არა მხო­ლოდ ბავ­შვის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი, არა­მედ ამ ოჯახ­ში მყო­ფი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლე­ბის­თვის. ორ­სუ­ლე­ბის­თვის „წი­თე­ლა“ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის მქო­ნე ინ­ფექ­ცი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ას. ორ­სულ­თა ვაქ­ცი­ნა­ცია არ კეთ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ „წი­თე­ლას“ ვაქ­ცი­ნის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე, რომ თუ სახ­ლში ორ­სუ­ლია, მისი დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ირი­ბად. თუ სახ­ლში არის ბავ­შვი, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც "წი­თე­ლას" ახ­ლავს თან.

"წი­თე­ლა“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­დეს, ასე­ვე ენ­ცე­ფა­ლი­ტი, გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არის თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც „წი­თე­ლას“ ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ იჩენს თავს. სამ­წუ­ხა­როდ, როცა ეს გარ­თუ­ლე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს. „წი­თე­ლა“ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. „წი­თე­ლა“ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც რისკს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ახლა ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის თვალ­საზ­რი­სით ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩი­ოთ“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზუს­ტად იმ ვა­დებ­ში დაც­ვა, რა დრო­საც ვაქ­ცი­ნა უნდა გა­კეთ­დეს. ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნის ორი დოზა კეთ­დე­ბა, პირ­ვე­ლი, 1 წლის ასაკ­ში და მე­ო­რე- 5 წლის ასაკ­ში. „თუ თქვენ 6 წლის შვი­ლი გყავთ და გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი გაქვთ 5 წლის ასაკ­ში ვაქ­ცი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ და გა­ი­კე­თეთ. გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ ნიშ­ნავს ამ ვაქ­ცი­ნა­ზე უა­რის თქმას. ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­აც­დი­ნეთ და ახლა უნდა და­ე­წი­ოთ ამ ეროვ­ნულ კა­ლენ­დარს“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "წი­თე­ლას" ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, ასე კეთ­დე­ბა "წი­თუ­რას" და "ყბა­ყუ­რას“ ვაქ­ცი­ნაც. ივა­ნე ჩხა­ი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში "წი­თე­ლას" შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას "აფეთ­ქე­ბა" უწო­და.

"წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მა­ტე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ კუ­თხით, ნამ­დვი­ლად "აფეთ­ქე­ბაა" "წი­თე­ლას“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის თვალ­საზ­რისთ. ამ ბავ­შვე­ბის მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრში იმი­ტომ, რომ „წი­თე­ლა“ წარ­მო­ად­გენს გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ნო­მერ პირ­ველ და­ა­ვა­დე­ბას. ერთი ბავ­შვი, რო­მე­ლიც „წი­თე­ლა­თი“ არის ავად, შე­საძ­ლოა 16-დან 18 ბავ­შვს აინ­ფი­ცი­რებ­დეს. გა­და­დე­ბის რის­კი არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რაც ბავ­შვებ­ში არის, ახლა არის "წი­თე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ავტორი:

საქართველოში "წითელას" "აფეთქებაა": რას ამბობს ივანე ჩხაიძე პაციენტებზე - "ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია"

საქართველოში "წითელას" "აფეთქებაა": რას ამბობს ივანე ჩხაიძე პაციენტებზე - "ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია"

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, მიმდინარე წელს, პირველი ოთხი თვის მონაცემებით, „წითელას“ 142 შემთხვევა არის დაფიქსირებული. როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება.

"საქართველოში მატების დინამიკა არის, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. 2022 წელს „წითელას“ 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში „წითელას“ 142 შემთხვევა არის ქვეყანაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „წითელას“ შემთხვევების მატება აღინიშნება და ასევე, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც.

თუ საქართველოს რეგიონებს გადავხედავთ, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წელს, ისიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისი განმარტებით, ბავშვი, რომელიც მაშინ „წითელათი“ გარდაიცვალა, აცრილი არ იყო და არც რაიმე თანმდევი სერიოზული პათოლოგიური დაავადება ჰქონდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

  • ივანე ჩხაიძე "წითელას" შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, 95%-ზე მეტი უნდა იყოს „წითელას“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვალოს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღეს საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი 81%-ია.

„ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა გამოტოვებული ვაქცინა არის არა მხოლოდ ბავშვისთვის რისკის შემცველი, არამედ ამ ოჯახში მყოფი ასაკოვანი ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით ორსულებისთვის. ორსულებისთვის „წითელა“ განეკუთვნება ერთ-ერთი სერიოზული გართულების მქონე ინფექციების კატეგორიას. ორსულთა ვაქცინაცია არ კეთდება უშუალოდ „წითელას“ ვაქცინის ბუნებიდან გამომდინარე. ასე, რომ თუ სახლში ორსულია, მისი დაცვა შესაძლებელია ირიბად. თუ სახლში არის ბავშვი, ის აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინირებული“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მან იმ გართულებებზე ისაუბრა, რაც "წითელას" ახლავს თან.

"წითელა“ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება, რომელსაც ლეტალური შემთხვევები შეიძლება ახდეს, ასევე ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება. ყველაზე სერიოზული გართულება არის თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც „წითელას“ ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. სამწუხაროდ, როცა ეს გართულება ვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად, არ არსებობს. „წითელა“ ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც მნიშვნელოვანი გართულებებით ხასიათდება. „წითელა“ ოჯახის წევრებისთვისაც რისკს წარმოადგენს. ამიტომ, საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება ახლა ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, არ არის აუცილებელი ზუსტად იმ ვადებში დაცვა, რა დროსაც ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინის ორი დოზა კეთდება, პირველი, 1 წლის ასაკში და მეორე- 5 წლის ასაკში. „თუ თქვენ 6 წლის შვილი გყავთ და გამოტოვებული გაქვთ 5 წლის ასაკში ვაქცინა, აუცილებლად მიმართეთ და გაიკეთეთ. გამოტოვებული ვაქცინა არ ნიშნავს ამ ვაქცინაზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული პერიოდი გააცდინეთ და ახლა უნდა დაეწიოთ ამ ეროვნულ კალენდარს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ "წითელას" ვაქცინასთან ერთად, ასე კეთდება "წითურას" და "ყბაყურას“ ვაქცინაც. ივანე ჩხაიძემ საქართველოში "წითელას" შემთხვევების მატებას "აფეთქება" უწოდა.

"წინა წელთან შედარებით, მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით, ნამდვილად "აფეთქებაა" "წითელას“ შემთხვევების მატების თვალსაზრისთ. ამ ბავშვების მართვა ხორციელდება ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმიტომ, რომ „წითელა“ წარმოადგენს გადამდებ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას. ერთი ბავშვი, რომელიც „წითელათი“ არის ავად, შესაძლოა 16-დან 18 ბავშვს აინფიცირებდეს. გადადების რისკი არის ძალიან მაღალი. ყველაზე გადამდები დაავადება, რაც ბავშვებში არის, ახლა არის "წითელა“, - განაცხადა ჩხაიძემ.