სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს... გახარიას პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება" - პაპუაშვილი
"ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს... გახარიას პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება" - პაპუაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ეს­წროს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მას, და­დე­ბი­თად აფა­სებს.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას იმე­დი აქვს, რომ გა­ხა­რია კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხებს.

"კარ­გია, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია [სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე] მო­დის. იმე­დია, ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხებს იმ კი­თხვებს, რო­მე­ლიც აქვს კო­მი­სი­ას. იცით, რომ კი­თხვე­ბი არის, მათ შო­რის 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას შემ­დეგ რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ად­გი­ნა, რომ იქ დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ, ოპე­რა­ცი­ის დროს, გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს და სა­ჭი­როა ამ სა­კი­თხის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო ის, ვინც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მა­შინ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას აინ­ტე­რე­სებს ზუს­ტად ის, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა რა შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია. იმე­დი მაქვს, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ის არ გა­ექ­ცე­ვა კი­თხვებს, რო­მელ­საც კო­მი­სია და­უს­ვამს და უპა­სუ­ხებს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან მხო­ლოდ ის რომ მო­დის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, მისი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტშია! თავს თუ იკა­ტუ­ნებს ვინ­მე რომ არ არის... პარ­ლა­მენ­ტში არის, მათ მან­და­ტებ­ზე უარი არ უთ­ქვამთ. ასე რომ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. რო­გორ ატყუ­ე­ბენ თა­ვის ამომ­რჩე­ველს თუ სხვებს, რომ თან არი­ან, თან არ არი­ან, ასე­თი რა­მე­ე­ბი არ ხდე­ბა. ნა­ხევ­რად ფეხ­მძი­მო­ბა არ არ­სე­ბობს. ასე რომ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არი­ან!“ - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ხა­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მის მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, 12:00 სა­ათ­ზე ელო­დე­ბი­ან.

ავტორი:

"ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს... გახარიას პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება" - პაპუაშვილი

"ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს... გახარიას პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება" - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დაესწროს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, დადებითად აფასებს.

  • როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ გახარია კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხებს.

"კარგია, რომ გიორგი გახარია [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] მოდის. იმედია, ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას. იცით, რომ კითხვები არის, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, დაადგინა, რომ იქ დემონსტრანტების მიმართ, ოპერაციის დროს, გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ამ საკითხის ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ის, რა გადაწყვეტილებას იღებდნენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს.

რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ის რომ მოდის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პარტია პარლამენტშია! თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის... პარლამენტში არის, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავის ამომრჩეველს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.