სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
99-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.
სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით განხორციელდა.
განახლებული ინფორმაციით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 99 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ამ დროისთვის, რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმას სუმიში 31 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს... დაჭრილია 84-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ყველა მათგანი საჭირო დახმარებას იღებს.
გადამწყვეტია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები დაგმობის გარდა არაფერს იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ ომი დასრულდეს და ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტია იყოს. ძლიერი ზეწოლის გარეშე, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომს.
უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი იგნორირებას უკეთებს აშშ-ს წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, იქ მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობა დაუსჯელად. ამ სიტუაციის შესაცვლელად მოქმედებაა საჭირო,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
იხილეთ ასევე: