სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"80 სატვირთო მანქანით აქედან მიწა მაქვს გატანილი" - საბჭოთა ჯარიდან მებაღეობამდე: ვინ არის კაცი, რომელსაც მარტვილში საკუთარი დენდროლოგიური პარკი აქვს
"80 სატვირთო მანქანით აქედან მიწა მაქვს გატანილი" - საბჭოთა ჯარიდან მებაღეობამდე: ვინ არის კაცი, რომელსაც მარტვილში საკუთარი დენდროლოგიური პარკი აქვს

სო­ფე­ლი ტა­ლე­რი სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია, მდი­ნა­რე ტე­ხუ­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 310 მეტრზე და მარ­ტვი­ლი­დან 25 კი­ლო­მეტრში. ეს მხა­რე სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, ბოლო წლებ­ში მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­მა ქვე­ყა­ნა­შიც და მის გა­რე­თაც გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და უამ­რა­ვი ტუ­რის­ტიც სტუმ­რობს.

მარ­თა­ლია, სო­ფელ ტა­ლერს დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი არა აქვს, თუმ­ცა მის ერთ-ერთ მკვიდრს, აკა­კი ჯი­ჯე­ლა­ვას სა­კუ­თარ ეზო­ში სწო­რედ დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი აქვს თა­ვი­სი ხე­ლით გა­შე­ნე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნი აკა­კი 15 წე­ლი­წა­დია შრო­მობს თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რის კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფის­თვის. დღეს ის ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია და თა­ვი­სი გა­სა­ო­ცა­რი ბა­ღის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

აკა­კი ჯი­ჯე­ლა­ვა:

- თა­ვი­დან მძღო­ლი ვი­ყა­ვი, მე­სა­მე კლა­სის, მერე პირ­ვე­ლი კლა­სის მძღო­ლი გავ­ხდი - ეს იყო ჩემი პრო­ფე­სია... მა­ნამ­დე საბ­ჭო­თა ჯარ­ში, 1977-1979 წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ვიმ­სა­ხუ­რე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა იქა­უ­რი სი­კოხ­ტა­ვე, მოვ­ლი­ლი გა­რე­მო, ბა­ღე­ბი, აივ­ნე­ბი. ბევ­რი კარ­გი რამ ვნა­ხე იქ, თა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ჩვე­ნე­ბურ, მეგ­რუ­ლი სუფ­თა და მოვ­ლი­ლი ეზო­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რაც მომ­წონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღა­რი­ბი ოჯა­ხის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ოჯა­ხი ეზოს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებ­დით... დი­დო­ბა­შიც სულ მქონ­და სურ­ვი­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით, მცე­ნა­რე­ე­ბით, დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ეზო მქო­ნო­და.

სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. რა­ღაც თან­ხა მო­ვაგ­რო­ვე, რომ ეზოს­თვის მი­მე­ხე­და, და მალე ქვე­ყა­ნაც აი­რია, 90-იანი წლე­ბი დად­გა... მაგ­რამ გამ­წვა­ნე­ბულ ეზო­ზე ფიქ­რი არ შე­მი­წყვე­ტია... შემ­დეგ, რო­გორც იქნა, და­ვი­წყე ჩემი იდე­ის ხორ­ცშეს­ხმა და მინ­დვ­რის მოს­წო­რე­ბას შე­ვუ­დე­ქი.

- ეს ად­გი­ლი, სა­დაც ბაღი გაქვთ გა­შე­ნე­ბუ­ლი, მამა-პა­პე­უ­ლი მი­წაა?

- მა­მა­ჩე­მი ძირ ოჯახს რომ გა­მო­ე­ყო, აქ და­სახ­ლდა და მას მერე აქ ვართ (მამა გარ­დაც­ვლი­ლია). ამ მი­წის მოს­წო­რე­ბა 2006-2007 წე­ლებ­ში და­ვი­წყე.

- ბუჩ­ქნა­რით ასე­თი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შექ­მნა თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვი­ტეთ თუ იდეა თან­და­თან მო­ვი­და?

- ტრა­ბახ­ში არ ჩა­მო­მარ­თვათ და, საქ­მეს რომ მი­ვად­გე­ბი, თავს არ ვა­ნე­ბებ, რაც არ გა­მომ­დის, რაც რთუ­ლია, მა­ინც ის უნდა გა­ვა­კე­თო - "მკვდა­რი გა­ვა­ცო­ცხლო". არც ეს ჩა­მით­ვა­ლოთ ტრა­ბახ­ში და, საქ­მე­შიც არა­ფე­რი მეშ­ლე­ბა, ყო­ველ­თვის ვიცი, რა რო­გორ გა­ვა­კე­თო.

ახლა ჩემს ეზო­ში მან­ქა­ნაც შე­მო­დის, წრე­საც ურტყამს და თან ეს დე­კო­რა­ცი­ე­ბიც ასეა გაშ­ლი­ლი. შე­მო­სას­ვლელ­ში ჯვა­რი და გუ­ლია, მაქვს ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა, ვარ­სკვლა­ვე­ბი... კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­და, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რად მა­ინ­ცდა­მა­ინც არა მაქვს ჩემი იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­ხმის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- თქვე­ნი ფორ­მი­რე­ბუ­ლი ბუჩ­ქი რა მცე­ნა­რეა?

- ლი­გუსტრუ­მის ჯი­შია (ქარ­თუ­ლად კვი­დო. - რედ.), მისი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ 20-25-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი კალ­მე­ბით მაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი. 2200 კა­ლა­მი დავრგე და თით­ქმის ყვე­ლამ გა­ი­ხა­რა. რაც ამ მცე­ნა­რის­გან სა­ბო­ლო­ოდ შევ­ქმე­ნი, იმას ნელ-ნელა ვა­კე­თებ­დი. ერთი, ერთ წელს გა­ვა­კე­თე, მე­ო­რე - შემ­დეგ წელს და ასე. თუმ­ცა სულ თა­ვი­დან სამი წე­ლი­წა­დი ამ მინ­დვ­რის გას­წო­რე­ბას მო­ვან­დო­მე. აქე­დან მიწა 70-80 სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მაქვს გა­ტა­ნი­ლი. ყვე­ლა­ფერს ჩემი ხე­ლით ვა­კე­თებ­დი და იმ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბარი და ური­კა ხე­ლი­დან არ გა­მიგ­დია. კარგ ამინ­დში დღე და ღამე ვთხრი­დი... ახლა ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი 2500 კვად­რატ­ზეა გაშ­ლი­ლი და კი­დევ მინ­და და­ვა­მა­ტო.

- სა­ქარ­თვე­ლო ინ­გლი­სუ­რად და­გი­წე­რი­ათ...

- "ჯორ­ჯია" ინ­გლი­სუ­რად და­ვა­წე­რე და ქარ­თუ­ლა­დაც მინ­და და­ვა­წე­რო. გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს ჩვე­ნი 5-ჯვრი­ა­ნი დრო­შა, შე­მო­სას­ვლელ­ში ჯვა­რი და გული მაქვს - კაცი რომ შე­მო­დის, ხომ გუ­ლით მას­პინ­ძლობ და უფალს დი­დე­ბას უძღვნი, ჯვა­რიც უფ­ლის სა­დი­დებ­ლა­დაა. კი­დევ სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ცი­ი­სა და დე­კო­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად ბევ­რი იდეა მაქვს. მოკ­ლედ, არ ვჩერ­დე­ბი. 2010 წლი­დან ვზრდი მცე­ნა­რე­ებს, ეზოს ვუვ­ლი და ვა­ლა­მა­ზებ.

- ეზო­ში, რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ ეს ბუჩ­ქნა­რი არ არის ასე დე­კო­რა­ტი­უ­ლად გაშ­ლი­ლი, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბიც გაქვთ.

- კი, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ემო­ნი­უ­სი, ვარ­დე­ბი... ახლა ხის­გან დევს ვა­კე­თებ - 3,3 მეტ­რი სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბა, ცალ ხელ­ში ყან­წი ეჭი­რე­ბა, ცალ­ში - დოქი. რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე, ყვე­ლა­ფერს ჩემი ხედ­ვი­თა და გე­მოვ­ნე­ბით ვქმნი.

ამ ბუჩ­ქებს მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე 3-4-ჯერ გა­დაჭ­რა უნდა. შემ­დეგ გა­სუფ­თა­ვე­ბა, გა­ტა­ნა. სა­სუ­ქის მი­წო­დე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა... ხან­და­ხან მავ­ნებ­ლე­ბი ესე­ვი­ან და წა­მალს ვას­ხუ­რებ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სად გის­წავ­ლი­ათ, მხო­ლოდ თქვე­ნი წარ­მო­სახ­ვით აკე­თებთ?

- დიახ. სხვე­ბის­თვის როცა მი­კი­თხავს, ერთი ერთს გე­უბ­ნე­ბა, მე­ო­რე - მე­ო­რეს, რა დრო­საც იბ­ნე­ვი, აღარ იცი, ვის აზრს გაჰ­ყვე და საქ­მე­საც თავს ვერ აბამ. ამი­ტომ ჩემს გე­მო­ზე მივ­ყვე­ბი ყვე­ლა­ფერს.

- სა­ქარ­თვე­ლო ინ­გლი­სუ­რად რომ და­ა­წე­რეთ, რა პრინ­ცი­პით გა­ა­კე­თეთ?

- სა­ქარ­თვე­ლო რომ და­ვა­წე­რე ინ­გლი­სუ­რად, მა­ნამ­დე მიწა მო­ვას­წო­რე, ლა­მიც დავ­ყა­რე, მერე ჯო­ხით ჯერ GEORGIA დავ­წე­რე და იქ კალ­მე­ბი ჩავრგე. მცე­ნა­რეს მორ­წყვაც ხომ უნდა.

- რო­გორც მი­თხა­რით, ყა­ნა­საც უვ­ლით და სა­ქო­ნელსაც.

- კი, ძრო­ხე­ბიც მყავს, თხი­ლიც მაქვს. მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ოჯახ­ში იმ­დე­ნი საქ­მეა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მთლი­ა­ნად მე ვარ გან­პი­როვ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მე­უღ­ლე­საც უამ­რა­ვი საქ­მე აქვს. ეს ბაღი სა­მე­ურ­ნეო და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ვა­შე­ნე, რის­თვი­საც სულ მუ­შა­ო­ბა მი­წევს. დი­ლას სა­ქო­ნელს რომ მივ­ხე­დავ, მერე ყანა მაქვს გა­სა­თოხ­ნი, თხი­ლის ბაღ­ში­ცაა სა­მუ­შაო, ოჯა­ხის საქ­მე­ებს კი­დევ რა გა­მო­ლევს...

- ტუ­რის­ტებ­საც ხომ არ იღებთ, რომ თქვე­ნი ეზო-პარ­კი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ?

- ჯერ არა, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. თუმ­ცა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" მივ­მარ­თე, დახ­მა­რე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ოჯა­ხუ­რი ტი­პის სას­ტუმ­რო მინ­დო­და. ად­გი­ლი ჩვენ­თან კარ­გია. კა­ნი­ო­ნის სა­ნა­ხა­ვად ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სოა, ხალ­ხიც და­დის, მაგ­რამ რომ მი­ი­ღო, სივ­რცე უნდა გქონ­დეს. სა­ჭი­რო ნა­ხა­ზიც გა­ვა­კე­თე, მერე მივ­მარ­თე სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ბანკსაც მივ­მარ­თე, ხარჯთაღ­რი­ცხვით 200.000 ლარი უნ­დო­და. შე­სა­ბა­მი­სი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა გქონ­დე­სო. 200.000 რომ მქო­ნო­და, ბანკს ხომ არ შე­ვა­წუ­ხებ­დი?! იქ­ნებ ვინ­მე გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს და მხარ­ში და­მიდ­გეს, და­მეხ­მა­როს...

- მოკ­ლედ, იწ­ვა­ლეთ, იშ­რო­მეთ და მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წი­ეთ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რას ეტყვით?

- ვის რა უნდა, წი­ნას­წარ ხომ არ ვიცი, - თუ მკი­თხა­ვენ კონ­კრე­ტუ­ლად, ვე­ტყვი, რომ ამ ფორ­მას ასე უნდა, იმ ფორ­მას - ისე და იმის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ანს ინ­ტე­რე­სი და იდეა ჰქონ­დეს. სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც უნდა გათ­ვა­ლოს და შრო­მა არ და­ე­ზა­როს.

ავტორი:

"80 სატვირთო მანქანით აქედან მიწა მაქვს გატანილი" - საბჭოთა ჯარიდან მებაღეობამდე: ვინ არის კაცი, რომელსაც მარტვილში საკუთარი დენდროლოგიური პარკი აქვს

"80 სატვირთო მანქანით აქედან მიწა მაქვს გატანილი" - საბჭოთა ჯარიდან მებაღეობამდე: ვინ არის კაცი, რომელსაც მარტვილში საკუთარი დენდროლოგიური პარკი აქვს

სოფელი ტალერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტშია, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 310 მეტრზე და მარტვილიდან 25 კილომეტრში. ეს მხარე საოცარი ბუნებითაა ცნობილი, ბოლო წლებში მარტვილის კანიონმა ქვეყანაშიც და მის გარეთაც გაითქვა სახელი და უამრავი ტურისტიც სტუმრობს.

მართალია, სოფელ ტალერს დენდროლოგიური პარკი არა აქვს, თუმცა მის ერთ-ერთ მკვიდრს, აკაკი ჯიჯელავას საკუთარ ეზოში სწორედ დენდროლოგიური პარკი აქვს თავისი ხელით გაშენებული. ბატონი აკაკი 15 წელიწადია შრომობს თავისი ჩანაფიქრის კიდევ უფრო სრულყოფისთვის. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია და თავისი გასაოცარი ბაღის შესახებ მოგვითხრობს.

აკაკი ჯიჯელავა:

- თავიდან მძღოლი ვიყავი, მესამე კლასის, მერე პირველი კლასის მძღოლი გავხდი - ეს იყო ჩემი პროფესია... მანამდე საბჭოთა ჯარში, 1977-1979 წლებში გერმანიაში ვიმსახურე და ძალიან მომეწონა იქაური სიკოხტავე, მოვლილი გარემო, ბაღები, აივნები. ბევრი კარგი რამ ვნახე იქ, თანაც ბავშვობიდან ჩვენებურ, მეგრული სუფთა და მოვლილი ეზოების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რაც მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი, ოჯახი ეზოს ყურადღებას არ ვაკლებდით... დიდობაშიც სულ მქონდა სურვილი, ყვავილებით, მცენარეებით, დეკორაციებით გალამაზებული ეზო მქონოდა.

სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. რაღაც თანხა მოვაგროვე, რომ ეზოსთვის მიმეხედა, და მალე ქვეყანაც აირია, 90-იანი წლები დადგა... მაგრამ გამწვანებულ ეზოზე ფიქრი არ შემიწყვეტია... შემდეგ, როგორც იქნა, დავიწყე ჩემი იდეის ხორცშესხმა და მინდვრის მოსწორებას შევუდექი.

- ეს ადგილი, სადაც ბაღი გაქვთ გაშენებული, მამა-პაპეული მიწაა?

- მამაჩემი ძირ ოჯახს რომ გამოეყო, აქ დასახლდა და მას მერე აქ ვართ (მამა გარდაცვლილია). ამ მიწის მოსწორება 2006-2007 წელებში დავიწყე.

- ბუჩქნარით ასეთი კომპოზიციების შექმნა თავიდანვე გადაწყვიტეთ თუ იდეა თანდათან მოვიდა?

- ტრაბახში არ ჩამომართვათ და, საქმეს რომ მივადგები, თავს არ ვანებებ, რაც არ გამომდის, რაც რთულია, მაინც ის უნდა გავაკეთო - "მკვდარი გავაცოცხლო". არც ეს ჩამითვალოთ ტრაბახში და, საქმეშიც არაფერი მეშლება, ყოველთვის ვიცი, რა როგორ გავაკეთო.

ახლა ჩემს ეზოში მანქანაც შემოდის, წრესაც ურტყამს და თან ეს დეკორაციებიც ასეა გაშლილი. შემოსასვლელში ჯვარი და გულია, მაქვს ხუთჯვრიანი დროშა, ვარსკვლავები... კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ფინანსურად მაინცდამაინც არა მაქვს ჩემი იდეების ხორცშესხმის საშუალება.

- თქვენი ფორმირებული ბუჩქი რა მცენარეა?

- ლიგუსტრუმის ჯიშია (ქართულად კვიდო. - რედ.), მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. ეს ყველაფერი სულ 20-25-სანტიმეტრიანი კალმებით მაქვს გაშენებული. 2200 კალამი დავრგე და თითქმის ყველამ გაიხარა. რაც ამ მცენარისგან საბოლოოდ შევქმენი, იმას ნელ-ნელა ვაკეთებდი. ერთი, ერთ წელს გავაკეთე, მეორე - შემდეგ წელს და ასე. თუმცა სულ თავიდან სამი წელიწადი ამ მინდვრის გასწორებას მოვანდომე. აქედან მიწა 70-80 სატვირთო მანქანით მაქვს გატანილი. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი და იმ სამი წლის განმავლობაში ბარი და ურიკა ხელიდან არ გამიგდია. კარგ ამინდში დღე და ღამე ვთხრიდი... ახლა ჩემი ნამუშევრები 2500 კვადრატზეა გაშლილი და კიდევ მინდა დავამატო.

- საქართველო ინგლისურად დაგიწერიათ...

- "ჯორჯია" ინგლისურად დავაწერე და ქართულადაც მინდა დავაწერო. გაკეთებული მაქვს ჩვენი 5-ჯვრიანი დროშა, შემოსასვლელში ჯვარი და გული მაქვს - კაცი რომ შემოდის, ხომ გულით მასპინძლობ და უფალს დიდებას უძღვნი, ჯვარიც უფლის სადიდებლადაა. კიდევ სხვადასხვა კომპოზიციისა და დეკორაციის გასაკეთებლად ბევრი იდეა მაქვს. მოკლედ, არ ვჩერდები. 2010 წლიდან ვზრდი მცენარეებს, ეზოს ვუვლი და ვალამაზებ.

- ეზოში, როგორც ვიცი, მხოლოდ ეს ბუჩქნარი არ არის ასე დეკორატიულად გაშლილი, სხვა მცენარეებიც გაქვთ.

- კი, სხვა მცენარეებიცაა, მაგალითად, ემონიუსი, ვარდები... ახლა ხისგან დევს ვაკეთებ - 3,3 მეტრი სიმაღლის იქნება, ცალ ხელში ყანწი ეჭირება, ცალში - დოქი. რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს ჩემი ხედვითა და გემოვნებით ვქმნი.

ამ ბუჩქებს მაისის შუა რიცხვებიდან შემოდგომამდე 3-4-ჯერ გადაჭრა უნდა. შემდეგ გასუფთავება, გატანა. სასუქის მიწოდება და ყველანაირი ხელშეწყობა... ხანდახან მავნებლები ესევიან და წამალს ვასხურებ.

- ეს ყველაფერი არსად გისწავლიათ, მხოლოდ თქვენი წარმოსახვით აკეთებთ?

- დიახ. სხვებისთვის როცა მიკითხავს, ერთი ერთს გეუბნება, მეორე - მეორეს, რა დროსაც იბნევი, აღარ იცი, ვის აზრს გაჰყვე და საქმესაც თავს ვერ აბამ. ამიტომ ჩემს გემოზე მივყვები ყველაფერს.

- საქართველო ინგლისურად რომ დააწერეთ, რა პრინციპით გააკეთეთ?

- საქართველო რომ დავაწერე ინგლისურად, მანამდე მიწა მოვასწორე, ლამიც დავყარე, მერე ჯოხით ჯერ GEORGIA დავწერე და იქ კალმები ჩავრგე. მცენარეს მორწყვაც ხომ უნდა.

- როგორც მითხარით, ყანასაც უვლით და საქონელსაც.

- კი, ძროხებიც მყავს, თხილიც მაქვს. მეუღლე მეხმარება, მაგრამ ოჯახში იმდენი საქმეა, ამ ყველაფერზე მთლიანად მე ვარ განპიროვნებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მეუღლესაც უამრავი საქმე აქვს. ეს ბაღი სამეურნეო და საოჯახო საქმეების პარალელურად გავაშენე, რისთვისაც სულ მუშაობა მიწევს. დილას საქონელს რომ მივხედავ, მერე ყანა მაქვს გასათოხნი, თხილის ბაღშიცაა სამუშაო, ოჯახის საქმეებს კიდევ რა გამოლევს...

- ტურისტებსაც ხომ არ იღებთ, რომ თქვენი ეზო-პარკი დაათვალიერონ?

- ჯერ არა, ამისთვის ვემზადები. თუმცა "აწარმოე საქართველოს" მივმართე, დახმარება მინდოდა, მაგრამ უშედეგოდ. ოჯახური ტიპის სასტუმრო მინდოდა. ადგილი ჩვენთან კარგია. კანიონის სანახავად ტურისტებისთვის საუკეთესოა, ხალხიც დადის, მაგრამ რომ მიიღო, სივრცე უნდა გქონდეს. საჭირო ნახაზიც გავაკეთე, მერე მივმართე სახელმწიფო პროგრამას, მაგრამ უშედეგოდ. ბანკსაც მივმართე, ხარჯთაღრიცხვით 200.000 ლარი უნდოდა. შესაბამისი შემოსავალი უნდა გქონდესო. 200.000 რომ მქონოდა, ბანკს ხომ არ შევაწუხებდი?! იქნებ ვინმე გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდეს და მხარში დამიდგეს, დამეხმაროს...

- მოკლედ, იწვალეთ, იშრომეთ და მიზანს მაინც მიაღწიეთ. დაინტერესებულ ადამიანებს რას ეტყვით?

- ვის რა უნდა, წინასწარ ხომ არ ვიცი, - თუ მკითხავენ კონკრეტულად, ვეტყვი, რომ ამ ფორმას ასე უნდა, იმ ფორმას - ისე და იმის მიხედვით გააკეთოს. მნიშვნელოვანია, ადამიანს ინტერესი და იდეა ჰქონდეს. საკუთარი შესაძლებლობებიც უნდა გათვალოს და შრომა არ დაეზაროს.