მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ მას უცნობმა პირმა ტელეფონზე დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაემუქრა. ნიჟარაძემ ამის შესახებ პოსტი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა და შინაგან საქმე სამინისტრო მონიშნა.
"დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 33 წამში რაც მოასწრო, იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება.
რომ ჩავრთე სფიქერზე და ჩემთან ერთად მყოფ ოჯახს ვუთხარი მოუსმინეთ, რას ამბობს-თქო, გათიშა", - წერს სოფო ნიჟარაძე.