პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტური სამარხი, რომელიც იდუმალ ფარაონს ეკუთვნოდა - ფაქტები აქამდე უცნობი “აბიდოსის“ დინასტიის შესახებ
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტური სამარხი, რომელიც იდუმალ ფარაონს ეკუთვნოდა - ფაქტები აქამდე უცნობი “აბიდოსის“ დინასტიის შესახებ

ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი სა­მარ­ხი ნა­თელს ჰფენს სა­მე­ფო ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც რე­გი­ონს 3600 წელ­ზე მეტი ხნის წინ მარ­თავ­და.

  • CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იან­ვარ­ში, ეგ­ვიპ­ტის რა­ი­ონ აბი­დოს­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს უზარ­მა­ზა­რი კირ­ქვის სა­მარ­ხი რამ­დე­ნი­მე ოთა­ხით და მორ­თუ­ლი შე­სას­ვლე­ლით. თუმ­ცა მდიდ­რუ­ლი საფ­ლა­ვის სა­ვა­რა­უ­დო ბი­ნა­და­რი სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­ნის მუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში ნათ­ქვა­მია, რომ საფ­ლა­ვის მძარ­ცვე­ლებ­მა შე­სას­ვლელ­ში აგუ­რებ­ზე და­ხა­ტუ­ლი იე­როგ­ლი­ფუ­რი ტექ­სტი და­ა­ზი­ა­ნეს, რის გა­მოც სა­ხე­ლის ამო­კი­თხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

შთამ­ბეჭ­და­ვი სა­მარ­ხი არ შე­ი­ცავ­და ჩონ­ჩხის ნაშ­თებს. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბი თვლი­ან, რომ ეს არის ფა­რა­ო­ნის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ზემო ეგ­ვიპ­ტეს მე­ო­რე შუ­ა­ლე­დურ პე­რი­ოდ­ში მარ­თავ­და.

იდუ­მა­ლი ფა­რა­ო­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერთი იმ რამ­დე­ნი­მე­დან, რო­მე­ლიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მო­ნარ­ქე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ჩა­ნა­წე­რებ­ში - ისი­ნი ოდეს­ღაც მარ­თავ­დნენ რე­გი­ონს.

„ეს არის ძა­ლი­ან იდუ­მა­ლი დი­ნას­ტია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, მი­ვი­წყე­ბუ­ლი იყო. ეს იდუ­მა­ლი საფ­ლა­ვი... ხსნის ახალ კვლე­ვას (აბი­დო­სის დი­ნას­ტი­ის შე­სა­ხებ)," - გა­ნა­ცხა­და ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა და ეგ­ვიპ­ტუ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯო­ზეფ ვეგ­ნერ­მა. ის გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­ხმა შე­საძ­ლოა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს ის­ტო­რი­ის მა­ნამ­დე ბუნ­დო­ვან პე­რი­ოდს.

  • და­კარ­გუ­ლი ფა­რა­ო­ნი

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­მარ­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 7 მეტ­რის სიღ­რმე­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. საფ­ლა­ვი უძ­ვე­ლე­სი ნეკ­რო­პო­ლი­სის, ანუ „მიც­ვა­ლე­ბულ­თა ქა­ლა­ქის“ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს.

აბი­დო­სი ის­ტო­რი­ულ ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც წმინ­და ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც იყო ქვეს­კნე­ლის ღმერ­თის ოსი­რი­სის ბოლო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი და ად­რე­უ­ლი ფა­რა­ო­ნე­ბის სა­სურ­ვე­ლი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი. ნეკ­რო­პო­ლი­სი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და, რად­გან უფრო და უფრო მეტი დი­ნას­ტია აშე­ნებ­და სა­მარ­ხებს და კრძა­ლავ­და მე­ფე­ებს.

ათ წელ­ზე მეტი ხნის წინ, ვეგ­ნე­რი და მისი გუნ­დი ამ ნეკ­რო­პო­ლის­ში პირ­ველ სა­მარხს წა­ა­წყდნენ, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა აბი­დო­სის დი­ნას­ტი­ის არ­სე­ბო­ბა - ეს იყო მმარ­თვე­ლი დი­ნას­ტია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1997 წელს გა­მო­იკ­ვლია ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა კიმ რიჰოლტმა.

რიჰოლ­ტი თვლი­და, რომ მცი­რე დი­ნას­ტია მარ­თავ­და აბი­დო­სის რე­გი­ონს იმ დროს, რო­დე­საც ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე და­ყო­ფი­ლი იყო მე­ტო­ქე სა­მე­ფო­ე­ბად.

პირ­ვე­ლი სა­მარ­ხის მფლო­ბე­ლი, მეფე სე­ნებ-ქეი, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ფა­რა­ო­ნი იყო, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ნახ­სე­ნე­ბი ის­ტო­რი­ულ ჩა­ნა­წე­რებ­ში.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტური სამარხი, რომელიც იდუმალ ფარაონს ეკუთვნოდა - ფაქტები აქამდე უცნობი “აბიდოსის“ დინასტიის შესახებ

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტური სამარხი, რომელიც იდუმალ ფარაონს ეკუთვნოდა - ფაქტები აქამდე უცნობი “აბიდოსის“ დინასტიის შესახებ

ახლად აღმოჩენილი ძველი ეგვიპტური სამარხი ნათელს ჰფენს სამეფო ოჯახის ისტორიას, რომელიც რეგიონს 3600 წელზე მეტი ხნის წინ მართავდა.

  • CNN-ის ინფორმაციით, არქეოლოგებმა იანვარში, ეგვიპტის რაიონ აბიდოსში აღმოაჩინეს უზარმაზარი კირქვის სამარხი რამდენიმე ოთახით და მორთული შესასვლელით. თუმცა მდიდრული საფლავის სავარაუდო ბინადარი საიდუმლოდ რჩება.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პენის მუზეუმის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საფლავის მძარცველებმა შესასვლელში აგურებზე დახატული იეროგლიფური ტექსტი დააზიანეს, რის გამოც სახელის ამოკითხვა შეუძლებელია.

შთამბეჭდავი სამარხი არ შეიცავდა ჩონჩხის ნაშთებს. თუმცა, მკვლევარები თვლიან, რომ ეს არის ფარაონის დასასვენებელი ადგილი, რომელიც ზემო ეგვიპტეს მეორე შუალედურ პერიოდში მართავდა.

იდუმალი ფარაონი შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ რამდენიმედან, რომელიც მოხსენიებულია მონარქების ტრადიციულ ჩანაწერებში - ისინი ოდესღაც მართავდნენ რეგიონს.

„ეს არის ძალიან იდუმალი დინასტია, რომელიც, როგორც ჩანს, მივიწყებული იყო. ეს იდუმალი საფლავი... ხსნის ახალ კვლევას (აბიდოსის დინასტიის შესახებ)," - განაცხადა ეგვიპტოლოგმა და ეგვიპტური არქეოლოგიის პროფესორმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯოზეფ ვეგნერმა. ის გათხრებს ხელმძღვანელობდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ სამარხმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ისტორიის მანამდე ბუნდოვან პერიოდს.

  • დაკარგული ფარაონი

არქეოლოგებმა სამარხი დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. საფლავი უძველესი ნეკროპოლისის, ანუ „მიცვალებულთა ქალაქის“ ადგილას მდებარეობს.

აბიდოსი ისტორიულ ჩანაწერებში მოიხსენიება, როგორც წმინდა ქალაქი, რომელიც იყო ქვესკნელის ღმერთის ოსირისის ბოლო განსასვენებელი და ადრეული ფარაონების სასურველი განსასვენებელი. ნეკროპოლისი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, რადგან უფრო და უფრო მეტი დინასტია აშენებდა სამარხებს და კრძალავდა მეფეებს.

ათ წელზე მეტი ხნის წინ, ვეგნერი და მისი გუნდი ამ ნეკროპოლისში პირველ სამარხს წააწყდნენ, რომელმაც დაადასტურა აბიდოსის დინასტიის არსებობა - ეს იყო მმართველი დინასტია, რომელიც პირველად 1997 წელს გამოიკვლია ეგვიპტოლოგმა კიმ რიჰოლტმა.

რიჰოლტი თვლიდა, რომ მცირე დინასტია მართავდა აბიდოსის რეგიონს იმ დროს, როდესაც ძველი ეგვიპტე დაყოფილი იყო მეტოქე სამეფოებად.

პირველი სამარხის მფლობელი, მეფე სენებ-ქეი, სრულიად უცნობი ფარაონი იყო, რომელიც არასოდეს ყოფილა ნახსენები ისტორიულ ჩანაწერებში.

წყარო

იხილეთ ასევე: