"თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ახალი - მესამე ხაზის დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ბაზრის კვლევას ატარებს.
"მესამე ხაზის დანიშნულება იქნება "სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: "დიდუბე“, "რუსთაველი“ და "სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა.
მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო "ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე ("სადგურის მოედანი 2’’ - "სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც...წაიკითხეთ ვრცლად