თბილისის წიგნის ბაზრობა ახალი ავტორების აღმოსაჩენად და სასურველი წიგნების უკეთეს ფასად შესაძენად საუკეთესო ადგილია. ბაზრობა 10-დან 13 აპრილის ჩათვლით, 11:00-დან 20:-- საათამდე "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ.
ღონისძიებაზე სპეციალური შეთავაზებები გელოდებათ საყვარელი გამომცემლობებისგან, მათ შორის "პალიტრა L-სგან“, რომელიც საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი.
წელს "თბილისის წიგნის ბაზრობაზე“ გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ ქართველი და უცხოელი ავტორების უახლეს გამოცემებს, რომლებიც ყველა გემოვნების მკითხველზეა მორგებული: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე პროზა, სათავგადასავლო და საბავშვო წიგნები - ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენთვის ან საჩუქრად.
თუ სასურველი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, ამაში "პალიტრა L-ის“ რეკომენდაციები დაგეხმარებათ. 50 ლარად გამომცემლობის სტენდთან შეიძენთ ისეთ წიგნებს, როგორიცაა:
1. ფრანც კაფკა - პროცესი
არასდროსაა გვიანი, კლასიკოსი მწერლის ეს მუდამ აქტუალური რომანი წაიკითხო და კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახო, როგორ აბამენ რეჟიმები ადამიანებს თავიანთ ქსელში და როგორც არ აძლევენ მას თავის დაღწევის საშუალებას.
ფრანც კაფკას უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. "პროცესი“ ასეთი წიგნია - აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ "ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ "მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი.
შეუძლებელია, წიგნის სიუჟეტმა და მთავარი გმირის ბედმა რეალობასთან მრავალი პარალელის გავლების საშუალება არ მოგცეს, რაც ერთგვარად ტრაგიკულია, რადგან ეს სცენარი ყველა საუკუნეში მეორდება.
2. დანტე ალიგიერი - ღვთაებრივი კომედია
"ღვთაებრივი კომედია“ იმ ნაწარმოებებს შორისაა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, სანამ ცოცხალი ხარ. პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა. ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე.
"ღვთაებრივი კომედია“ თქვენი ბიბლიოთეკისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იქნება.
3. მარო წერეთლის დღიური
მარო წერეთლის დღიური რეალური ამბავია საბჭოთა ოკუპაციის მიერ გადასახლებული ადამიანების შესახებ, რომლებიც არ დანებდნენ და გააგრძელეს სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის ბრძოლა.
მარო წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრისა და გამოჩენილი ისტორიკოსის ალექსანდრე წერეთლის ცოლი იყო. ის ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს. ქართული საზოგადოებრივი კლუბის“ წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის“ საღამოებს აწყობდნენ, ქვეყნის მტრობად ჩაუთვალეს, გადაასახლეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახსა და მეუღლეს.
უმძიმესი დროება დადგა მარო წერეთლისთვის, რომელიც 20 წლის განმავლობაში მისდევდა მეუღლის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში, დაეძებდა მას მიმობნეულ ბანაკებში, სადაც ასევე საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ადამიანები იმყოფებოდნენ. სახლდებოდა მეუღლის მეზობლად და შეძლებისდაგვარად აწვდენდა მას ხმას, ამხნევებდა შორიდან და პარალელურად აკეთებდა ჩანაწერებს, რომელშიც დეტალურად აღწერდა საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელ ბოროტებას და იმ განსაცდელს, რისი გავლაც მას უწევდა.
4. შტეფან ცვაიგი - უცნობის ქალის წერილი
"უცნობი ქალის წერილი" მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია - ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია..
ეწვიეთ თბილისის წიგნის ბაზრობას და არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლოთ "პალიტრა L-ის“ სტენდთან.
R