მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს" - ემანუელ მაკრონი
"რუსეთი აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს" - ემანუელ მაკრონი

რუ­სე­თი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით აგ­რძე­ლებს ომს და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას არ ავ­ლენს, აშშ-სა და უკ­რა­ი­ნის სამ­შვი­დო­ბო წი­ნა­და­დე­ბე­ბით თა­მა­შობს და ბავ­შვე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბას აგ­რძე­ლებს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე ბოლო დღე­ებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს, მათ შო­რის ქა­ლაქ კრი­ვი-რიჰზე შე­ტე­ვას.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნამ მი­ი­ღო პრე­ზი­დენტ ტრამ­პის წი­ნა­და­დე­ბა ცე­ცხლის სრუ­ლი და უპი­რო­ბო 30-დღი­ა­ნი შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, თით­ქმის ერთი თვის წინ და როცა ჩვენ ყვე­ლა პარტნი­ორ­თან ვმუ­შა­ობთ მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რუ­სე­თი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით აგ­რძე­ლებს ომს და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას არ ავ­ლენს“, - წერს მაკ­რო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, რუ­სეთ­მა დარ­ტყმე­ბი უნდა შე­წყვი­ტოს და ცე­ცხლი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა შე­წყდეს.

"რუ­სე­თის ეს დარ­ტყმე­ბი უნდა შე­წყდეს. ცე­ცხლის შე­წყვე­ტა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს და ძლი­ე­რი ქმე­დე­ბა უნდა მოჰ­ყვეს, თუ რუ­სე­თი მშვი­დო­ბის შე­ჩე­რე­ბას და უარ­ყო­ფას გა­აგ­რძე­ლებს. კი­დევ რამ­დენ ხანს ითა­მა­შებს რუ­სე­თი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის სამ­შვი­დო­ბო წი­ნა­და­დე­ბე­ბით და გა­აგ­რძე­ლებს ბავ­შვე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბას?“- წერს მაკ­რო­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"რუსეთი აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს" - ემანუელ მაკრონი

"რუსეთი აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს" - ემანუელ მაკრონი

რუსეთი განახლებული ინტენსივობით აგრძელებს ომს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას არ ავლენს, აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს, მათ შორის ქალაქ კრივი-რიჰზე შეტევას.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მიიღო პრეზიდენტ ტრამპის წინადადება ცეცხლის სრული და უპირობო 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, თითქმის ერთი თვის წინ და როცა ჩვენ ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რუსეთი განახლებული ინტენსივობით აგრძელებს ომს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას არ ავლენს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთმა დარტყმები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს.

"რუსეთის ეს დარტყმები უნდა შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ძლიერი ქმედება უნდა მოჰყვეს, თუ რუსეთი მშვიდობის შეჩერებას და უარყოფას გააგრძელებს. კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს რუსეთი შეერთებული შტატებისა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით და გააგრძელებს ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას?“- წერს მაკრონი.

იხილეთ ასევე: