პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს
კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

"დე­მოკ­რა­ტი“ კონ­გრეს­მე­ნი ალ გრი­ნი აცხა­დებს, რომ რომ უახ­ლო­ეს 30 დღე­ში დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას გეგ­მავს.

გა­მო­ცე­მა Hill-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ გრინ­მა დო­ნალდ ტრამ­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის - "ხე­ლე­ბის შორს“ - მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ იმ­სა­ხუ­რებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნას.

"ის გო­ლი­ა­თია. ის აკონ­ტრო­ლებს სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლებს. ის აკონ­ტრო­ლებს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს. ის აკონ­ტრო­ლებს "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას“, მაგ­რამ, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ყო­ვე­ლი გო­ლი­ა­თის­თვის არ­სე­ბობს და­ვი­თი. მინ­და იცო­დეთ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ეს და­ვი­თი აპი­რებს თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის მუხ­ლე­ბის წარ­დგე­ნას უახ­ლო­ე­სი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კონ­გრეს­მენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ აშშ-ის ქა­ლა­ქებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა დო­ნალდ ტრამ­პი­სა და ილონ მას­კის პო­ლი­ტი­კა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 1 400-მდე ლო­კა­ცი­ა­ზე აშშ-ის 50-ვე შტატ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თა.

ავტორი:

კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიცირებას გეგმავს

"დემოკრატი“ კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ რომ უახლოეს 30 დღეში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.

გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ალ გრინმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის - "ხელების შორს“ - მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნას.

"ის გოლიათია. ის აკონტროლებს სამხედრო გენერლებს. ის აკონტროლებს იუსტიციის დეპარტამენტს. ის აკონტროლებს "რესპუბლიკურ პარტიას“, მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ყოველი გოლიათისთვის არსებობს დავითი. მინდა იცოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს დავითი აპირებს თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენას უახლოესი 30 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები 1 400-მდე ლოკაციაზე აშშ-ის 50-ვე შტატსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.