პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი
"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი

ელ­ტონ ჯონ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ზი­ა­რა - ლე­გენ­და­რულ მუ­სი­კოსს თვა­ლის მძი­მე ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და, რის შე­დე­გა­დაც მარ­ჯვე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა, ხოლო მარ­ცხე­ნა თვა­ლით ბუნ­დოვ­ნად ხე­დავს.

  • "ვერ ვკი­თხუ­ლობ. ვერ ვხე­დავ, რო­გორ თა­მა­შო­ბენ ჩემი ბი­ჭე­ბი რაგ­ბი­სა და ფეხ­ბურთს... ეს მარ­თლაც სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ვმკურ­ნა­ლობ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნელი პრო­ცე­სია და გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტი ვი­ყა­ვი. ამ­ჟა­მად ცუდი მხედ­ვე­ლო­ბა მაქვს. იყო დღე­ე­ბი, როცა თავს უბე­დუ­რად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ დავ­ფიქ­რდი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად იღ­ბლი­ა­ნი ვარ... გარ­და ამი­სა დიდ პა­ტივს ვცემ მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მშვე­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა მაქვს და იმე­დია მხედ­ვე­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და­ვა­მარ­ცხებ" - ამ­ბობს ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ელ­ტონ ჯონი ლონ­დონ­ში, უესტ-ენდში ერთ-ერთი შოუს პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ მან პერ­ფორ­მან­სის ყუ­რე­ბა ვერ შეძ­ლო.

ბრი­ტა­ნელ­მა მუ­სი­კოს­მა პო­პუ­ლა­რო­ბა 70-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში მო­ი­პო­ვა. 2018-2023 წლებ­ში ჯონ­მა გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ტუ­რე­ბი მო­ა­წყო და სა­კონ­ცერ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ას­რუ­ლა.

წყა­რო

ავტორი:

"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი

"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი

ელტონ ჯონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიარა - ლეგენდარულ მუსიკოსს თვალის მძიმე ინფექცია განუვითარდა, რის შედეგადაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო მარცხენა თვალით ბუნდოვნად ხედავს.

  • "ვერ ვკითხულობ. ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები რაგბისა და ფეხბურთს... ეს მართლაც სტრესული პერიოდი იყო. ვმკურნალობ, მაგრამ ძალიან ნელი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება.

ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი. ამჟამად ცუდი მხედველობა მაქვს. იყო დღეები, როცა თავს უბედურად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად იღბლიანი ვარ... გარდა ამისა დიდ პატივს ვცემ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს. მშვენიერი ცხოვრება მაქვს და იმედია მხედველობა გაუმჯობესდება. ჯანმრთელობის პრობლემებს დავამარცხებ" - ამბობს ლეგენდარული მომღერალი.

რამდენიმე თვის წინ ელტონ ჯონი ლონდონში, უესტ-ენდში ერთ-ერთი შოუს პრემიერას დაესწრო, თუმცა განაცხადა, რომ მან პერფორმანსის ყურება ვერ შეძლო.

ბრიტანელმა მუსიკოსმა პოპულარობა 70-იანების დასაწყისში მოიპოვა. 2018-2023 წლებში ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურები მოაწყო და საკონცერტო მოღვაწეობა დაასრულა.

წყარო