სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს 6775 წელი ვიზეიმეთ" - როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები ასურელები ახალ წელს, რომელიც აპრილში დგება
"წელს 6775 წელი ვიზეიმეთ" - როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები ასურელები ახალ წელს, რომელიც აპრილში დგება

ასუ­რე­ლე­ბი, ასი­რი­ე­ლე­ბი, ასუ­რე­ბი, სი­რი­ე­ლე­ბი, არა­მე­ე­ლე­ბი, ქალ­დე­ე­ლე­ბი (სა­კუ­თა­რი სა­ხელ­წო­დე­ბა ათუ­რაი, სუ­რაი, ქალ­დაი) — სე­მი­ტუ­რი მოდ­გმის ხალ­ხი, არა­მე­ე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვალ­ნი. ცნო­ბი­ლი არი­ან აგ­რეთ­ვე, რო­გორც სი­რი­ე­ლე­ბი, აი­სო­რე­ბი (ეს სა­ხელ­წო­დე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მე­ფის რუ­სეთ­ში და და­მაკ­ნი­ნებ­ლად ით­ვლე­ბო­და), ასუ­რე­ლე­ბი არი­ან პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად იწა­მეს იესო ქრის­ტე.

დღეს ასუ­რე­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო (ასუ­რე­თი)აღარ არ­სე­ბობს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას არი­ან მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი... "ხაბ-ნი­სა­ნი", ასე ჰქვია არა­მე­უ­ლად ასუ­რელ­თა ახალ წელს, რო­მელ­საც 1 აპ­რილს აღ­ნიშ­ნა­ვენ და 12 დღე გრძელ­დე­ბა.

გი­ორ­გი ია­კო­ბი­ძე, ასუ­რე­ლი ახალ­გაზ­რდა:

- წარ­მო­შო­ბით ასუ­რე­ლი ვარ, ასუ­რუ­ლად ჩემი გვა­რი ასე იქ­ნე­ბო­და - ბიტ ია­კო­ბი, ანუ ძე ია­კო­ბი­სა, (ბიტ ძეს ნიშ­ნავს)

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ დღე­სას­წა­ულს?

- ოჯა­ხებ­ში უფრო აღ­ნიშ­ნა­ვენ, ასუ­რე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თუ იკ­რი­ბე­ბა, მას შა­რას ეძა­ხი­ან. რო­გორც ვიცი, „ხაბ ნი­სა­ნი“ ითარ­გმნე­ბა, რო­გორც დღე­სას­წა­უ­ლი და ასუ­რუ­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის ქრის­ტეს­შო­ბამ­დე ათ­ვლას ნიშ­ნავს ... გა­ზა­ფხულ­ზე ახალ წელს იმი­ტომ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ბუ­ნე­ბის გა­მო­ცო­ცხლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია და მინ­დვ­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბაც ამ დროს ხდე­ბა.

გი­ორ­გი ია­კო­ბი­ძე

- სად ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასუ­რე­ლე­ბი?

- ასუ­რე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სო­ფელ ქან­და­ში ცხოვ­რო­ბენ, კუ­კი­ა­ზეც მრავ­ლად არი­ან. კუ­კი­ა­ზე მცხოვ­რებ ასუ­რე­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1812 წელს და­სახ­ლდნენ, ჰქონ­დათ აგუ­რის ცეხი, რომ­ლი­თაც აშე­ნე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი შე­ნო­ბა მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი. ისი­ნი ყვე­ლა აგურს სა­ხავ­დნენ ჯვარს. სო­ფელ ქან­და­ში არის 13 ასუ­რე­ლი მა­მის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სა­დაც მამა სე­რა­ფი­მე ბიტ ხა­რი­ბი არა­მე­ულ ენა­ზე, ანუ ნეო ასუ­რულ ენა­ზე, რო­მელ­ზეც იესო ქრის­ტე სა­უბ­რობ­და, აღავ­ლენს წირ­ვა-ლოც­ვას. "ხაბ ნი­სა­ნის" რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს.

- ანუ დღეს ეს დღე­სას­წა­უ­ლი უფრო ოჯა­ხებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა...

- დიახ, ოჯა­ხებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ადრე უფრო იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და მას­შტა­ბუ­რად აღ­ნიშ­ნავ­დნენ. სა­გან­გე­ბოდ ამ დღეს მზად­დე­ბა - ჯა­ჯი­კი, თრი­და, ყა­ლია, მურ­თუ­ხა უფრო მა­რე­ზო­ბას კეთ­დე­ბა, მა­რე­ზო­ბას ქარ­თუ­ლად ეძა­ხი­ან და ისე წმინ­და ზა­ი­ას დღე­სას­წა­უ­ლია რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რად ასუ­რე­ლი წმინ­და­ნი გახ­ლდათ და მურ­თუ­ხა­საც ამ დღეს აკე­თე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლად ლუ­დიც მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში ასუ­რეთ­ში მო­ი­ხარ­შა. ხა­რი­სა არის კი­დევ ასუ­რუ­ლი კერ­ძი. მურ­თუ­ხა რძის­გან, კა­რა­ქის­გან და ფქვი­ლის­გან მზად­დე­ბა. თრი­და მა­წო­ნით (არა­ჟან­თან ერ­თა­დაც გემ­რი­ე­ლია) მწვა­ნე ხახ­ვი, წი­წა­კა, რე­ჰა­ნი, ქონ­და­რი, კამა, კიტ­რი, მწვა­ნი­ლე­ბი და ლუკ­მე­ბად ჩაყ­რი­ლი პური... რა­მო­დე­ნი­მე თვეა რაც პაპა გარ­და­მეც­ვა­ლა, ის გე­ტყო­დათ უამ­რავ ამ­ბავს ასუ­რე­ლებ­ზე.

საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო და ასუ­რე­ლე­ბის და ხევ­სუ­რე­ბის ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ზეც ხში­რად მიყ­ვე­ბო­და, ერთ-ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით: ხევ­სუ­რე­ბი გი­ორ­გის გი­ვარ­გის უწო­დე­ბენ , ასუ­რე­ლე­ბი მარ გი­ვარ­გის , მარ წმინ­დას ნიშ­ნავს და შე­სა­მა­ბი­სად მარ გი­ვარ­გი წმინ­და გი­ორ­გი.

მარი იო­ა­ნა­ნი­ძე

მარი იო­ა­ნა­ნი­ძე:

- ასუ­რე­ლე­ბი ახალ წელს აღ­ვნიშ­ნავთ, რო­გორც პირ­ველ იან­ვარს, ასე­ვე პირ­ველ აპ­რილს. ვამ­ზა­დებთ ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს და ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებთ სა­ღა­მოს. ძველ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში ახა­ლი წელი გა­ზა­ფხულს დგე­ბო­და, რო­მე­ლიც გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით აპ­რი­ლის თვე არის. წელს ვი­ზე­ი­მეთ 6775 წელი. ჩვენს ოჯახ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს ბე­ბია ამ­ზა­დებს.

ავტორი:

"წელს 6775 წელი ვიზეიმეთ" - როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები ასურელები ახალ წელს, რომელიც აპრილში დგება

"წელს 6775 წელი ვიზეიმეთ" - როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები ასურელები ახალ წელს, რომელიც აპრილში დგება

ასურელები, ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) — სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამაკნინებლად ითვლებოდა), ასურელები არიან პირველი ქრისტიანი ხალხი, რომლებმაც პირველად იწამეს იესო ქრისტე.

დღეს ასურელების სახელმწიფო (ასურეთი)აღარ არსებობს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არიან მათი შთამომავლები... "ხაბ-ნისანი", ასე ჰქვია არამეულად ასურელთა ახალ წელს, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ და 12 დღე გრძელდება.

გიორგი იაკობიძე, ასურელი ახალგაზრდა:

- წარმოშობით ასურელი ვარ, ასურულად ჩემი გვარი ასე იქნებოდა - ბიტ იაკობი, ანუ ძე იაკობისა, (ბიტ ძეს ნიშნავს)

- დღეს საქართველოში აღნიშნავენ ამ დღესასწაულს?

- ოჯახებში უფრო აღნიშნავენ, ასურელების უმრავლესობა თუ იკრიბება, მას შარას ეძახიან. როგორც ვიცი, „ხაბ ნისანი“ ითარგმნება, როგორც დღესასწაული და ასურული წელთაღრიცხვის ქრისტესშობამდე ათვლას ნიშნავს ... გაზაფხულზე ახალ წელს იმიტომ აღნიშნავენ, რომ ბუნების გამოცოცხლების დღესასწაულია და მინდვრის სამუშაოების დაწყებაც ამ დროს ხდება.

გიორგი იაკობიძე

- სად ცხოვრობენ საქართველოში ასურელები?

- ასურელების უმრავლესობა სოფელ ქანდაში ცხოვრობენ, კუკიაზეც მრავლად არიან. კუკიაზე მცხოვრებ ასურელები დაახლოებით 1812 წელს დასახლდნენ, ჰქონდათ აგურის ცეხი, რომლითაც აშენებულია მრავალი შენობა მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. ისინი ყველა აგურს სახავდნენ ჯვარს. სოფელ ქანდაში არის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესია, სადაც მამა სერაფიმე ბიტ ხარიბი არამეულ ენაზე, ანუ ნეო ასურულ ენაზე, რომელზეც იესო ქრისტე საუბრობდა, აღავლენს წირვა-ლოცვას. "ხაბ ნისანის" რელიგიური დატვირთვა არ აქვს.

- ანუ დღეს ეს დღესასწაული უფრო ოჯახებში აღინიშნება...

- დიახ, ოჯახებში აღინიშნება. ადრე უფრო იკრიბებოდნენ და მასშტაბურად აღნიშნავდნენ. საგანგებოდ ამ დღეს მზადდება - ჯაჯიკი, თრიდა, ყალია, მურთუხა უფრო მარეზობას კეთდება, მარეზობას ქართულად ეძახიან და ისე წმინდა ზაიას დღესასწაულია რომელიც ეთნიკურად ასურელი წმინდანი გახლდათ და მურთუხასაც ამ დღეს აკეთებენ. ამბობენ, რომ პირველად ლუდიც მესოპოტამიაში ასურეთში მოიხარშა. ხარისა არის კიდევ ასურული კერძი. მურთუხა რძისგან, კარაქისგან და ფქვილისგან მზადდება. თრიდა მაწონით (არაჟანთან ერთადაც გემრიელია) მწვანე ხახვი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, კამა, კიტრი, მწვანილები და ლუკმებად ჩაყრილი პური... რამოდენიმე თვეა რაც პაპა გარდამეცვალა, ის გეტყოდათ უამრავ ამბავს ასურელებზე.

საკმაოდ განათლებული კაცი იყო და ასურელების და ხევსურების ნათესაურ კავშირზეც ხშირად მიყვებოდა, ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით: ხევსურები გიორგის გივარგის უწოდებენ , ასურელები მარ გივარგის , მარ წმინდას ნიშნავს და შესამაბისად მარ გივარგი წმინდა გიორგი.

მარი იოანანიძე

მარი იოანანიძე:

- ასურელები ახალ წელს აღვნიშნავთ, როგორც პირველ იანვარს, ასევე პირველ აპრილს. ვამზადებთ ჩვენს ტრადიციულ კერძებს და ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ვატარებთ საღამოს. ძველ მესოპოტამიაში ახალი წელი გაზაფხულს დგებოდა, რომელიც გრიგორიანული კალენდრის მიხედვით აპრილის თვე არის. წელს ვიზეიმეთ 6775 წელი. ჩვენს ოჯახში სადღესასწაულო კერძებს ბებია ამზადებს.