პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის ორი შესაძლო სცენარი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ
"არის ორი შესაძლო სცენარი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ

"რო­დე­საც აშშ-ში არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და, რა თქმა უნდა, უა­რეს სცე­ნარ­ზეც გვქონ­და გათ­ვლი­ლი და ეს უა­რე­სი სცე­ნა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმა­ვე მმარ­თვე­ლო­ბის დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბო­და, რაც მა­ნამ­დე მოქ­მე­დებ­და - ამ სცე­ნა­რის­თვი­საც კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად ვი­ყა­ვით", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ვერც ამ სცე­ნა­რის პი­რო­ბებ­ში ვერ შე­არ­ყევ­და ვე­რა­ვინ“.

"ახლა უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა ტრამ­პის არ­ჩე­ვამ. მთა­ვა­რი შე­დე­გი არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო. უკვე ხე­დავთ, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშშ-ში იმა­ვეს სა­უბ­რობს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რა­საც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს უკვე ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას, ვნა­ხოთ, ჩვენ ყვე­ლაფ­რის­თვის ვართ მზად.

არის ორი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი. ერთი სცე­ნა­რია, რომ ტრამ­პი ამარ­ცხებს Deep State-ს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის ჩვენ­თვის კარ­გი სცე­ნა­რი, რაც ხელს შე­უ­წყობს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის. თუ ტრამ­პი ვერ და­ა­მარ­ცხებს Deep State-ს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არის რის­კი იმი­სა, რომ ისე­ვე გაგ­რძელ­დეს მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ეს გრძელ­დე­ბო­და გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ორი­ვე სცე­ნა­რის­თვის ვართ მზად, ვერ­ცერ­თი სცე­ნა­რის პი­რო­ბებ­ში ვე­რა­ვინ შე­არ­ყევს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ავტორი:

"არის ორი შესაძლო სცენარი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ

"არის ორი შესაძლო სცენარი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ

"როდესაც აშშ-ში არჩევნები ტარდებოდა, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი ხელისუფლებაში იმავე მმართველობის დარჩენა იქნებოდა, რაც მანამდე მოქმედებდა - ამ სცენარისთვისაც კი აბსოლუტურად მზად ვიყავით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მთავრობის მეთაურის თქმით, "საქართველოს დამოუკიდებლობას ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ“.

"ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება აშშ-ში იმავეს საუბრობს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად.

არის ორი შესაძლო სცენარი. ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.