საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპულ კომპანიებს აშშ-ის ეკონომიკაში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რა მესიჯი იქნება თუ ძირითადი ევროპელი მოთამაშეები დაიწყებენ მილიარდობით ევროს ინვესტირებას ამერიკულ ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ გვირტყამენ?, ” - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღება იყო “შოკი საერთაშორისო ვაჭრობისთვის”. მან დაგმო “სასტიკი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება,” ვინაიდან “სავაჭრო დისბალანსს არ ასწორებენ საბაჟო ტარიფების შემოღებით”.
“[ახალი საბაჟო ტარიფების] მასშტაბი და უარყოფითი ბუნება ძირითად გავლენას ამერიკულ ეკონომიკაზე მოახდენს. ეკონომიკა და ამერიკელები, იქნება ეს ბიზნესები თუ მოქალაქეები, უფრო სუსტები და ღარიბები გახდებიან”, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროპულ დონეზე “პასუხი იქნება”. მისი თქმით, ევროპული გადაწყვეტილებების პირველი ფაზა მაისის შუაში იქნება და ის ფოლადს და ალუმინს შეეხება. მეორე ფაზა, “უფრო მასიური” და “სექტორების მიხედვით’, მისი თქმით, მაისის ბოლოს იქნება.
მან ევროპელებს მოუწოდა, რომ “ერთიანი დარჩნენ” და აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი ქვეყნები “მარტოდ თამაშის” ცდუნებას არ უნდა აჰყვნენ.