მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ "ოცნების" ოფისში" - კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე
"ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ "ოცნების" ოფისში" - კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თბი­ლის­შია, შე­გიძ­ლია მიბ­რძან­დეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და რა­ტომ არ ჩანს ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად, თუნ­დაც სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა­ზე.

  • რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და „ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან წა­ვიდ­ნენ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის რი­გებ­ში გა­ნი­ხი­ლავს, არაა სწო­რი.

"ეს თქვე­ნი სიზ­მრე­ბია“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ხომ არ იგეგ­მე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან წა­სუ­ლი „ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რე­ბის: გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­სა და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის სხვა უწყე­ბებ­ში და­ნიშ­ვნა, კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

"არ ვიცი, ვერ გე­ტყვით. თუკი რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ეს რო­გორც თქვენ­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში და­ტო­ვა. მას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყდა, რომ ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და. ამას­თან, 4 აპ­რილს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე­მაც.

ავტორი:

"ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ "ოცნების" ოფისში" - კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ "ოცნების" ოფისში" - კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ „ქართული ოცნების“ ოფისში - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ სად იმყოფება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ ჩანს ის მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, თუნდაც სადღესასწაულო წირვაზე.

  • როგორც კალაძემ აღნიშნა, ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებიდან წავიდნენ, მმართველი გუნდი სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის რიგებში განიხილავს, არაა სწორი.

"ეს თქვენი სიზმრებია“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება თანამდებობებიდან წასული „ოცნების“ სხვა ლიდერების: გრიგოლ ლილუაშვილისა და თორნიკე რიჟვაძის სხვა უწყებებში დანიშვნა, კალაძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილი აპრილის დასაწყისში დატოვა. მას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო უნდა ჩაებარებინა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაინიშნებოდა. ამასთან, 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემაც.