პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფლატოქსინის ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო" - რას წერს მაია ბუწაშვილი რძის ნიმუშში აღმოჩენილ ნივთიერებაზე და რა დაავადებებს იწვევს ის?
"აფლატოქსინის ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო" - რას წერს მაია ბუწაშვილი რძის ნიმუშში აღმოჩენილ ნივთიერებაზე და რა დაავადებებს იწვევს ის?

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რძის ნი­მუ­შებ­ში აფ­ლა­ტოქ­სი­ნი გა­მოვ­ლინ­და. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ინ­სპექ­ტო­რებ­მა, 28 მარტს, შპს "ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში" (ს/კ 204546553 ("სოფ­ლის ნო­ბა­თი") სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

  • რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი წერს, აფ­ლა­ტოქ­სი­ნი წარ­მო­ად­გენს ტოქ­სი­კურ და კან­ცე­რო­გე­ნურ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სო­კო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა.

"ახ­ლა­ხან, სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რძის ზო­გი­ერთ ნი­მუშ­ში აფ­ლა­ტოქ­სი­ნის გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ. აფ­ლა­ტოქ­სი­ნი წარ­მო­ად­გენს ტოქ­სი­კურ და კან­ცე­რო­გე­ნურ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სო­კო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა (Aspergillus).

აფ­ლა­ტოქ­სი­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სხვა­დას­ხვა თხი­ლე­ულ­ში, მარ­ცვლე­ულ­ში და სხვ.

რძე­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ცხო­ვე­ლი მი­ი­ღებს ტოქ­სი­ნის შემ­ცველ საკ­ვებს, მა­გა­ლი­თად, თუ ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი დარ­ღვე­უ­ლია (ნეს­ტი­ან გა­რე­მო­ში ინა­ხე­ბა). აფ­ლა­ტოქ­სი­ნის გა­უვ­ნებ­ლე­ბა არ ხდე­ბა თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, რძის ადუ­ღე­ბა მას ვერ ანე­იტ­რა­ლებს.

აფ­ლა­ტოქ­სი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ღვიძ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

მწვა­ვედ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, სიყ­ვით­ლე და სხვ.

ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ღვიძ­ლის ცი­რო­ზი და კიბო.

ორ­სუ­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ტოქ­სი­ნის მოხ­ვედ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, ხოლო მე­ძუ­ძუ­რი დე­დის შემ­თხვე­ვა­ში ტოქ­სი­ნი შე­იძ­ლე­ბა დე­დის რძე­ში მოხ­ვდეს და ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კი შექ­მნას.

ამი­ტომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ ამ ტოქ­სი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას საკ­ვებ­ში. ექ­სპო­ზი­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა სიმპტო­მუ­რია და პე­რი­ო­დუ­ლად სა­ჭი­რო­ებს ღვიძ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტროლს. სა­ო­ჯა­ხო პი­რო­ბებ­ში პრე­ვენ­ცი­ის მე­თო­დია საკ­ვე­ბის შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში შე­ნახ­ვა (მშრალ გა­რე­მო­ში) და ობის ან უჩ­ვე­უ­ლო სუ­ნის შემ­ჩნე­ვი­სას საკ­ვე­ბის გა­დაყ­რა/არ­გა­მო­ყე­ნე­ბა", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"აფლატოქსინის ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო" - რას წერს მაია ბუწაშვილი რძის ნიმუშში აღმოჩენილ ნივთიერებაზე და რა დაავადებებს იწვევს ის?

"აფლატოქსინის ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო" - რას წერს მაია ბუწაშვილი რძის ნიმუშში აღმოჩენილ ნივთიერებაზე და რა დაავადებებს იწვევს ის?

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 ("სოფლის ნობათი") სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

  • როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა.

"ახლახან, სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ. აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.

რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება). აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.

აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.

ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას.

ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში. ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს. საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება", - წერს მაია ბუწაშვილი.