პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება საქართველოზე- "აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რის გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია..."
სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება საქართველოზე- "აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რის გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია..."

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა globalnews.ge-ს ეკი­თხვას, თუ რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცია, წე­რი­ლო­ბით უპა­სუ­ხა.

კერ­ძოდ, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერს, ტემი ბრუსს, ბრი­ფინგზე შემ­დე­გი შე­კი­თხვა და­უს­ვა:

"გქონ­დათ თუ არა რა­ი­მე კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან? და თუ ასეა, შე­გიძ­ლი­ათ გაგ­ვი­ზი­ა­როთ, რა ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობს ახლა თქვენ შო­რის? რო­გორც იცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან აქ­ცი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ასე­ვე, ამ­ჟა­მად ცი­ხე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იმ­ყო­ფე­ბა. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გო­რია თქვე­ნი ხედ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?"

  • სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან მი­ღე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პა­სუხს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვენ გან­ვაგ­რძობთ ჩვე­ნი მიდ­გო­მის შე­ფა­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წინსვლის­თვის. აშშ-მა ნათ­ლად და­ა­ფიქ­სი­რა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გა­დად­გმაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია, რათა აჩ­ვე­ნოს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი აშშ-თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გან­გრძო­ბით ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბებს - რო­გორც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ვენ­სმა მი­უნ­ხენ­ში აღ­ნიშ­ნა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მან­და­ტის მო­პო­ვე­ბა ვერ მოხ­დე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ცენ­ზუ­რით ან ცი­ხე­ში ჩას­მით, ასე­ვე ვერ მო­ი­პო­ვებთ მას, ძი­რი­თა­დი ელექ­ტო­რა­ტის პო­ზი­ცი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, თუ ვინ უნდა გახ­დეს ჩვე­ნი სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პარტნი­ო­რია და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხებ­ში", - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან მი­ღე­ბულ წე­რილ­ში, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

..

ავტორი:

სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება საქართველოზე- "აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რის გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია..."

სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება საქართველოზე- "აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რის გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია..."

სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს ეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა.

კერძოდ, საინფორმაციო სააგენტომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

"გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"

  • სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

იხილეთ ასევე:

..