UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს და ამას ამჯერად შონ ო'მალისთან ბრძოლაში შეეცდება.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. 2024 წლის სექტემბერში მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
დვალიშვილმა ქამარი ერთხელ უკვე დაიცვა - მან დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.