პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს
სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ახალ ბრალ­ზე, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს, სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ხა­ზა­რა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

  • სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს, დაც­ვის მხა­რე კი ხა­ზა­რა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას.

სხდო­მას ეს­წრე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე 25 მარტს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ის არ გა­მო­ცხად­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ხა­ზა­რა­ძემ ჩვე­ნე­ბა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მის­ცა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ავტორი:

სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

  • სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.