პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვა - კონკრეტულად რას ედავებიან მარინ ლე პენს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა
4 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვა - კონკრეტულად რას ედავებიან მარინ ლე პენს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა

რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ლი­დე­რი მა­რინ ლე პენი ევ­რო­კავ­ში­რის სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

მას სა­სა­მარ­თლომ ორ­წლი­ა­ნი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა და და­მა­ტე­ბით ორ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯა. მას ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კენ­ჭისყრა ხუთი წლის ვა­დით აეკ­რძა­ლა. ცნო­ბის­თვის, ლე პენი 2027 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი იყო. მას ასე­ვე და­ე­კის­რა 100 000 ევ­როს ჯა­რი­მის გა­დახ­და.

  • მა­რინ ლე პენს, თა­ვი­სი პარ­ტი­ის 24 წევრთან ერ­თად, ბრა­ლად ედე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბით მათი პარ­ტი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა - რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის ფონ­დი­დან ფულს სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის წევ­რებს ური­ცხავ­დნენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დი კა­ნო­ნი­ე­რი იყო.

ლე პე­ნის ად­ვო­კა­ტი რო­დოლფ ბო­სე­ლუ­ტი ამ­ბობს, რომ მისი კლი­ენ­ტი გა­ნა­ჩენს გა­ა­სა­ჩივ­რებს.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს გა­მო­ე­ყო­ფათ თან­ხე­ბი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად, მაგ­რამ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

სა­სა­მარ­თლო­ში ლე პენ­მა პრო­კუ­რო­რებს ბრა­ლი დას­დო, რომ მათ მისი "პო­ლი­ტი­კურ სიკ­ვდი­ლი“ სურთ. მისი თქმით, ესაა ნა­წი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბი­სა, რომ­ლის მი­ზა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა არ და­უშ­ვან.

მო­სა­მარ­თლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს არ იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი. ხდე­ბო­და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა "სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად“.

სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ, ბე­ნე­დიქტ დე პერ­ტუ­ის­მა თქვა, რომ ლე პე­ნის ქმე­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს :სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ შე­ტე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სებ­ზე ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი საფ­რან­გეთ­ში“. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ლე პენ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა 11 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი გაფ­ლან­გეს.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ.

"მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრი­უ­სე­ლის მხრი­დან ომის გა­მო­ცხა­დე­ბის ტოლ­ფა­სია. ჩვენ არ გვე­ში­ნია, არ გავ­ჩერ­დე­ბით: წინ, ჩემო მე­გო­ბა­რო!" - წერს იტა­ლი­ის ვიცე-პრე­მი­ე­რი, მა­ტეო სალ­ვი­ნი.

"ეს გა­ნა­ჩე­ნი არამ­ხო­ლოდ მა­რინ ლე პენს, არა­მედ საფ­რან­გე­თის დე­მოკ­რა­ტი­ა­საც გა­მო­უ­ტა­ნეს“, - წერს ჯორ­დან ბარ­დე­ლა, ეროვ­ნუ­ლი აქ­ცი­ის (RN) პრე­ზი­დენ­ტი X-ზე.

"მე ვარ მა­რი­ნი“, - წერს უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს ნი­დერ­ლან­დე­ბის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე და პარ­ტი­ის ლი­დე­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში, ხე­ერტ ვილ­დერ­სი.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ტა­ნი­ლი წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნით. მხარს ვუ­ჭერ და 100 პრო­ცენ­ტით მჯე­რა მისი, რომ ის მო­ი­გებს აპე­ლა­ცი­ას და გახ­დე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი“, - აცხა­დებს ხე­ერტ ვილ­დერ­სი.

კრემ­ლის სპი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "უფრო და უფრო მეტი ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი იწყებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვას“.

ევ­რო­პა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე თავ­დას­ხმებს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც აკ­რი­ტი­კებს. თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯ.დ. ვენ­სი, სა­ჯა­როდ უჭერ­დნენ მხარს ევ­რო­პა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფებს.

  • ვინ არის მა­რინ ლე პენი?

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, მა­რინ ლე პენი 1968 წლის 5 აგ­ვის­ტოს, პო­ლი­ტი­კოს ჟან-მარი ლე პე­ნის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის 1992-1998 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ად­ვო­კა­ტად და იმ­ხა­ნად იცავ­და არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბებს. დღეს კი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კო­სის ერთ-ერთი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის­გან საფ­რან­გე­თის დაც­ვა და ამის­თვის ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვაა.

2004-2017 წლებ­ში იყო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტის“ (2018 წლი­დან "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“) პრე­ზი­დენ­ტი 2011 წლის 16 იან­ვრი­დან 2021 წლის 13 სექ­ტემ­ბრამ­დე.

1972 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს ჟან-მარი ლე პენ­მა და­ა­არ­სა "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტი". მა­რინ ლე პე­ნის მამა პარ­ტი­ას სა­თა­ვე­ში 39 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ედგა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მა­რი­ნი პო­ლი­ტი­კა­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბით მო­ვი­და და პარ­ტი­ა­ში მამა ჟან მარი ლე პენი შეც­ვა­ლა. ჟან-მა­რის პო­ლი­ტი­კი­სა და მისი ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და რა­სის­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფრონ­ტი" გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რძა­ლუ­ლიც იყო.

მა­რინ ლე პენი იყო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი 2012, 2017 და 2022 წლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

4 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვა - კონკრეტულად რას ედავებიან მარინ ლე პენს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა

4 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვა - კონკრეტულად რას ედავებიან მარინ ლე პენს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს.

მას სასამართლომ ორწლიანი შინაპატიმრობა და დამატებით ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. მას ასევე სახელმწიფო თანამდებობაზე კენჭისყრა ხუთი წლის ვადით აეკრძალა. ცნობისთვის, ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. მას ასევე დაეკისრა 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა.

  • მარინ ლე პენს, თავისი პარტიის 24 წევრთან ერთად, ბრალად ედება ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხებით მათი პარტიის თანამშრომლების დაფინანსება - როგორც გაირკვა, ისინი ევროპის პარლამენტის ფონდიდან ფულს საკუთარი პარტიის წევრებს ურიცხავდნენ. ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

ლე პენის ადვოკატი როდოლფ ბოსელუტი ამბობს, რომ მისი კლიენტი განაჩენს გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრებს გამოეყოფათ თანხები ხარჯების დასაფარად, მაგრამ მათი გამოყენება პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად დაუშვებელია.

სასამართლოში ლე პენმა პროკურორებს ბრალი დასდო, რომ მათ მისი "პოლიტიკურ სიკვდილი“ სურთ. მისი თქმით, ესაა ნაწილი შეთქმულებისა, რომლის მიზანია "ნაციონალური გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა არ დაუშვან.

მოსამართლის თქმით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციული შეცდომები. ხდებოდა თანხების მითვისება "სისტემის ფარგლებში, რომელიც პარტიის ხარჯების შემცირებას ისახავდა მიზნად“.

სასამართლოს თავმჯდომარემ, ბენედიქტ დე პერტუისმა თქვა, რომ ლე პენის ქმედებები წარმოადგენს :სერიოზულ და ხანგრძლივ შეტევას დემოკრატიული ცხოვრების წესებზე ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში“. მისივე განცხადებით, ლე პენმა და მისმა კოლეგებმა 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 4 მილიონ ევროზე მეტი გაფლანგეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპაში ულტრამემარჯვენე მიმართულების ლიდერები აკრიტიკებენ.

"მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ბრიუსელის მხრიდან ომის გამოცხადების ტოლფასია. ჩვენ არ გვეშინია, არ გავჩერდებით: წინ, ჩემო მეგობარო!" - წერს იტალიის ვიცე-პრემიერი, მატეო სალვინი.

"ეს განაჩენი არამხოლოდ მარინ ლე პენს, არამედ საფრანგეთის დემოკრატიასაც გამოუტანეს“, - წერს ჯორდან ბარდელა, ეროვნული აქციის (RN) პრეზიდენტი X-ზე.

"მე ვარ მარინი“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, ხეერტ ვილდერსი.

"შოკირებული ვარ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. მხარს ვუჭერ და 100 პროცენტით მჯერა მისი, რომ ის მოიგებს აპელაციას და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი“, - აცხადებს ხეერტ ვილდერსი.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "უფრო და უფრო მეტი ევროპული დედაქალაქი იწყებს დემოკრატიული ნორმების ფეხქვეშ გათელვას“.

ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებზე თავდასხმებს ტრამპის ადმინისტრაციაც აკრიტიკებს. თეთრი სახლის წარმომადგენლები, განსაკუთრებით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, საჯაროდ უჭერდნენ მხარს ევროპაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებს.

  • ვინ არის მარინ ლე პენი?

პროფესიით იურისტი, მარინ ლე პენი 1968 წლის 5 აგვისტოს, პოლიტიკოს ჟან-მარი ლე პენის ოჯახში დაიბადა. ის 1992-1998 წლებში მუშაობდა ადვოკატად და იმხანად იცავდა არალეგალი მიგრანტების უფლებებს. დღეს კი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის ერთ-ერთი დეკლარირებული მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან საფრანგეთის დაცვა და ამისთვის ქვეყნის ჩაკეტვაა.

2004-2017 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი. "ნაციონალური ფრონტის“ (2018 წლიდან "ეროვნული გაერთიანება“) პრეზიდენტი 2011 წლის 16 იანვრიდან 2021 წლის 13 სექტემბრამდე.

1972 წლის 5 ოქტომბერს ჟან-მარი ლე პენმა დააარსა "ეროვნული ფრონტი". მარინ ლე პენის მამა პარტიას სათავეში 39 წლის განმავლობაში ედგა.

შეიძლება ითქვას, რომ მარინი პოლიტიკაში მემკვიდრეობით მოვიდა და პარტიაში მამა ჟან მარი ლე პენი შეცვალა. ჟან-მარის პოლიტიკისა და მისი ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო, "ნაციონალური ფრონტი" გარკვეული დროის განმავლობაში აკრძალულიც იყო.

მარინ ლე პენი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 2012, 2017 და 2022 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.

იხილეთ ასევე: