ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამაშველო სამუშაოებს მაძებარი ძაღლებისა და რობოტების დახმარებით აწარმოებენ.
რაც შეეხება მიანმარს, სადაც მიწისძვრამ მასობრივი განადგურება გამოიწვია, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, პარასკევს მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.