ყოფილი მოსამართლე შოთა გეწაძე, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან შვეიცარიაში ელჩად ინიშნება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 21 მარტს გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლითაც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე შოთა გეწაძის კანდიდატურა წარუდგინა მიხეილ ყაველაშვილს.
როგორც ირკვევა, მან 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერად ცნო.
იგი 2023 წლიდან ამავე ქვეყანაში საქართველოს დესპანი იყო, ბოლო პერიოდში კი - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ირაკლი კობახიძემ 21 მარტს გამოსცა კიდევ ორი განკარგულება ელჩების დანიშვნის თაობაზე. კერძოდ: თურქეთში ელჩად ინიშნება არჩილ კალანდია, - ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც მოეწერა ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას საქართველოსა და ჩინეთს შორის; კუბაში ელჩად ინიშნება გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე, ნინო ბურჯანაძის პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივანი.
გეწაძეს 2019 წელს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოუწია კომენტარი გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.
"ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაშინდელ კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი იყო", - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე: